ის შესანიშნავი იყო მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე და მისი გადასვლა "სამეფო კლუბში" აბსოლუტურად ლოგიკური იყო. ხამეს როდრიგესი 23 წლის იყო მაშინ, როცა "რეალში" მივიდა და მაშინ ბევრმა მის პერსპექტივას ეჭვის თვალით შეხედა.
ახალგაზრდა კოლუმბიელს არ შეშინებია. მან მაშინვე გაიკეთა ტატუ. 80 მილიონი ევრო - ეს ის ღირებულებაა, რომელიც ბევრს
ხამესის ათიანი "რეალში" სულ სხვა თემაა. ის, ერთი მხრივ, გუნდის ლიდერობას ავალდებულებს მას; მეორე მხრივ კი, მადრიდულ კლუბში ყველაფერი ცოტა სხვანაირადაა. ახლა მადრიდულ კლუბში უფრო შვიდიანების ეპოქა დგას. გარდა ამისა, ათნომრიანი მაისურა ეცვა. მესამეც, კოლუმბიელი ვარსკვლავი ალბათ თავს მაინცდამაინც კომფორტულად ვერ იგრძნობს "რეალის" "ათიანების" კომპანიაში - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ არიან პუშკაში, ლაუდრუპი, სნეიდერი, იოზილი და სხვები.
რა აკლია ხამესს "რეალში"? ალბათ, ერთადერთი ის, რომ გუნდის გამოკვეთილი ლიდერი ვერ არის. არადა, როგორი საქმეა, იყო ლიდერი იმ გუნდში, სადაც კრიშტიანო რონალდო და გარეთ ბეილი ბრწყინავენ?
ჩვენ ხომ მსოფლიო ფეხბურთის უპირველეს ვარსკვლავებზე ვსაუბრობთ. ამ ზამთარში "რეალი" ხამესს არ გაყიდის. არადა, ეს თითქმის გადაწყვეტილი ჩანდა. ვერ ვიტყვით, რომ საკუთარი მოთამაშეების მიმართ "სამეფო კლუბს" განსაკუთრებული მადლიერების გრძნობა მოსდგამს, მაგრამ ამ შემთხვევაში "რეალში" სწორად განსაჯეს.
სათადარიგოთა სკამზე იქნება თუ ძირითად შემადგენლობაში, ხამესს გუნდისათვის დიდი სარგებლობა მოაქვს. ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკა არ არის, მაგრამ ის გვეხმარება, უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შევიქმნათ მოთამაშის თაობაზე.
ამ დროისათვის, "რეალში" მისვლის შემდეგ, ხამეს როდრიგესმა პრიმერა დივიზიონის ეგიდით "რეალის" შემადგენლობაში 61 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა გააკეთა. ვინ იტყვის, რომ ეს ცუდი მაჩვენებელია იმ ფეხბურთელისათვის, ვინც ხან სათადარიგოთა სკამზე ზის და ხან ძირითადში თამაშობს.
ამას წინათ მადრიდულმა AS-მა "რეალის" გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. მისი მიზანი იყო, გამოერკვია, ქომაგების რამდენ პროცენტს სურდა კოლუმბიელი ვარსკვლავის გუნდში დარჩენა.
ალბათ, ბევრი არ ელოდა გამოკითხვის ასეთ შედეგებს. პრეტენზიული მადრიდელი გულშემატკივრების 70 პროცენტს სურს, რომ ხამესი გუნდში დარჩეს. მათ იციან, რომ მოვა დრო და კოლუმბიელი მადრიდულ კლუბს აუცილებლად გამოადგება.
რა თქმა უნდა, ხამესის შემთხვევაში გადამწყვეტი თუ არა, ერთ-ერთი გადამწყვეტი მაინც იქნებოდა ზინედინ ზიდანის სიტყვა. ზიდანმა სწორად განსაჯა. განსაჯა ისე, როგორც უკვე გამოცდილმა მწვრთნელმა.
"რეალს" სჭირდება ხამესი გრძელ და მომქანცველ სეზონში. ჩემპიონთა ლიგა და პრიმერა - რა თქმა უნდა, მადრიდულ გრანდს ორივე ტურნირში წარმატებით ასპარეზობა სურს. დღევანდელ ფეხბურთში კი ტრავმები ჩვეულებრივი ამბავია.
თითქმის გადაწყვეტილია "რეალში" ფეხბურთელის დარჩენის ამბავი, მაგრამ ხამესი იმდენად მიმზიდველი სატრანსფერო ლუკმაა მსოფლიო ფეხბურთის გრანდებისათვის, რომ მის მომავალზე წერენ ბევრს.
მაგალითად, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერში" ხამესის ხილვა სურს. ის მიიჩნევს და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ კოლუმბიელთან ერთად მისი გუნდის თამაში უფრო შემოქმედებითი გახდება.
აი, სხვა ვერსიებიც...
მეორე ვერსია: "იუვენტუსი" ეძებს ახალ ათიანს. "ბებერმა ქალბატონმა" უნდა შეავსოს ის ვაკუუმი, რომელიც გუნდში წარმოიქმნა პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედში" წასვლის შემდეგ.
"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მიიღო გარანტიები კლუბის მფლობელ რომან აბრამოვიჩისგან და ახლა "სტემფორდ ბრიჯზე" ელის ხამესს. თანაც, ოსკარი ჩინეთში წავიდა, ფაბრეგასი კი ახალ კლუბს დღე-დღეზე იპოვის.
"ინტერი" ახალ ეპოქას იწყებს და ამ ეპოქის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად ხამესი მიაჩნია.
"პარი სენ-ჟერმენმა" იყიდა იულიან დრაქსლერი, ახლა კი ეცდება, ხამესი საფრანგეთში დააბრუნოს. თავის დროზე კოლუმბიელი "მონაკოს" ლიდერთაგანი იყო.
...ახლა ხამესი ვერ არის მთლად ისეთი, როგორიც უნდა იყოს, თუმცა ის აუცილებლად დაძლევს ამ ჩავარდნას. ის ზედმეტად კარგია იმისათვის, რომ მისი ვარსკვლავი ასე ნაადრევად ჩაქრეს.
"ფეხბურთი არის ჩემი ცხოვრება. მე ბოლომდე ვეკუთვნი მას და ზუსტად ვიცი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე თავის დროზე", - ამბობს კოლუმბიელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"