დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება

AutoSharing Option
დღეს, 12 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 სთ-ზე, პარიზში ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. წილისყრის პირდაპირ ტელეტრანსილაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" უზრუნველყოფს.

ევროპის 24 ნაკრები გუნდი 6 ქვეჯგუფში გადანაწილდება. წინასწარვე ცნობილია, რომ ტურნირის მასპინძელი საფრანგეთის ეროვნული ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს, სადაც პირველ ნომრად ჩაეწერება.

კონტინენტის პირველობა საფრანგეთში სტარტს 10 ივნისს აიღებს და ერთი თვე გასტანს.

ევრო 2016. გუნდები კალათების მიხედვით წილისყრის წინ
I კალათა
საფრანგეთი
ესპანეთი
გერმანია
ინგლისი
პორტუგალია
ბელგია

II კალათა
იტალია
რუსეთი
შვეიცარია
ავსტრია
ხორვატია
უკრაინა

III კალათა
ჩეხეთი
შვედეთი
პოლონეთი
რუმინეთი
სლოვაკეთი
უნგრეთი

IV კალათა

თურქეთი
ირლანდია
ისლანდია
უელსი
ალბანეთი
ჩრ. ირლანდია
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული