ბუნდესლიგა. XVII ტური: "ლაიპციგმა" 2017-იც კარგად დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
"ბაიერნს" ფრაიბურგში კინაღამ ფეხი დაუცდა. მართალია, "კინაღამ" არ ითვლება, მაგრამ "ბაიერნის" შემთხვევაში ესეც საქმეა.

მიუნხენელებს, ალბათ, ეგონათ, რომ სუსტ მეტოქესთან იოლად გაიმარჯვებდნენ, მაგრამ კრისტიან შტრაიხის გუნდმა, რომელსაც არც ერთი სახელოვანი ფეხბურთელი არ ჰყავს, რეკორდმაისტერის წინააღმდეგ თამაში აგრესიულად დაიწყო და გაუმართლა კიდეც - ფრაიბურგელები მე-4 წუთზე დაწინაურდნენ.

მერე თითქმის სულ რეკორდმაისტერი უტევდა, მაგრამ არც ისე ხეირიანად, რომ ბავარიელები ვაქოთ.

მიუნხენელთა გამარჯვება რობერტ ლევანდოვსკის დამსახურებაა - პოლონელმა ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაიტანა. თანაც, მეორე ბურთი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გავიდა, თორემ კარლო
ანჩელოტის შეგირდებს ფრაიბურგიდან მხოლოდ 1 ქულა მიჰქონდათ. ამრიგად, "ბაიერნი" უკვე ოფიციალურად გახდა პირველი წრის გამარჯვებული.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

...და რეკორდმაისტერს "ლაიპციგი" ფეხდაფეხ მისდევს. ვინც ფიქრობს, რომ ამ გუნდს ჩავარდნა უნდა დაეწყოს, ჯერჯერობით, ცდება. რალფ ჰაზენჰიუტლის სენსაციურმა გუნდმა ახალი წელიც კარგად დაიწყო.

"აინტრახტიც" სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა და ფრანკფურტელებთან 3:0 საამაყოდ კი ჟღერს, მაგრამ აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ლაიპციგელებს მე-3 წუთიდან რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ. მატჩის დასაწყისში "აინტრახტის" მეკარე ჰრადეცკი სულელური შეცდომის გამო გააძევეს - ფრანკფურტელთა გოლკიპერმა საჯარიმოს გარეთ ხელით (!) ითამაშა. 10-კაციანმა "აინტრახტმა" ისე იბრძოლა, როგორც შეეძლო, მაგრამ ვეღარაფერი გააწყო.

ამრიგად, "ლაიპციგი" "ბაიერნს" ისევ 3 ქულით ჩამორჩება. საქსონიელებს მომდევნო ტურში უაღრესად საინტერესო მატჩი ელით "ჰოფენჰაიმთან", რომელიც ჯერ კიდევ დაუმარცხებელია! "სოფლელებმა" 2017 წელი აუგსბურგში გამარჯვებით გახსნეს და საუკეთესო ოთხეულში მკვიდრდებიან.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წელი წარმატებით დაიწყო დორტმუნდის "ბორუსიამაც" - თომას ტუხელის შეგირდებმა ბრემენში რთული ბრძოლა გადაიტანეს, თუმცა "ვერდერი" მაინც დაამარცხეს - გამარჯვების გოლი 71-ე წუთზე ლუკაშ პიშჩეკმა შეაგდო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"დარმშტადტს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ტორსტენ ფრინგსი, რომლის ხელშიც ბუნდესლიგის აუტსაიდერმა პირველი ქულა აიღო. "გლადბახთან" 0:0 ამ გუნდისთვის ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ დარმშტადტელებს უკვე ისე აქვთ საქმე, რომ საკუთარ მოედანზე ფრეებით ვერ გაიხარებენ. ამიტომაც იყო, გულშემატკივრებმა მატჩის შემდეგ ფეხბურთელები რომ ლანძღეს.

ბუნდესლიგა. XVII ტური

ფრაიბურგი-ბაიერნი 1:2
გოლები: 1:0 ჰაბერერი (4), 1:1 ლევანდოვსკი (35), 1:2 ლევანდოვსკი (91)
ფრაიბურგი (4-2-3-1): შვოლოვი - პ. შტენცელი (83. კიუბლერი), ტორეხონი, გულდე, გიუნტერი - ფრანტცი, ჰიოფლერი - ფილიპი, ჰაბერერი (80. ო. ბულუთი), გრიფო - ნიდერლეხნერი (70. პეტერსენი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა (71. ბერნატი) - ჩაბი ალონსო, ვიდალი (55. კიმიხი) - რობენი, თ. მიულერი, დუგლას კოშტა (71. რიბერი) - ლევანდოვსკი.
მაყურებელი: 24 000

შალკე-ინგოლშტადტი 1:0
გოლი: 1:0 ბურგშტალერი (92)
შალკე (3-5-1-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი - შიოპფი, გორეტცკა, გაისი (46. ბურგშტალერი), აოგო (85. კონოპლიანკა), კოლაშინაცი - მ. მაიერი (67. ავდიჯაი) - ჩუპო-მოტინგი.
ინგოლშტადტი (4-3-3): ჰანსენი - მ. მატიპი, როჯერი, ბრეგერიე - ჰადერგონაი, კოენი, მორალესი, ზუტნერი - ლეკიე, ლესკანო (91. ლაიპერტცი), პ. გროსი (75. ა. იუნგი).
მაყურებელი: 58 004

ვოლფსბურგი-ჰამბურგი 1:0
გოლი: 1:0 გომესი (83)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - სეგუინი, ბრუმა, როდრიგესი, გერჰარდტი - გილავოგი, ლუის გუსტავო - დ. კალიჯური (69. ვიეირინია), მალი (80. მაიორალი), ნტეპი (89. ბლაშჩიკოვსკი) - გომესი.
ჰამბურგი (4-2-3-1): მათენია - გ. საკაი, კ. პაპადოპულოსი, მავრაი, დუგლას სანტოსი - ეკდალი, ოსტჟოლეკი (84. გრეგორიჩი) - ნ. მიულერი, ჰოლტბი, კოსტიჩი - ვუდი.
გაძევება: ეკდალი (33)
მაყურებელი: 30 000

აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 0:2
გოლები: 0:1 ვაგნერი (47), 0:2 კრამარიჩი (64)
აუგსბურგი (4-1-4-1): ჰიტცი - ვერჰეგი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი (65. ბობადილია) - დ. ბაიერი - შმიდი, კოო (46. კორი), მორავეკი (73. ჰალილ ალთინთოფი), მაქსი - ჟი.
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი - ცუბერი, დემირბაი (74. შერი), რუდი, ამირი (87. პოლანსკი), ოხსი (46. კრამარიჩი) - უთი, ვაგნერი.
მაყურებელი: 24 515

ვერდერი-დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 შიურლე (5), 1:1 ბარტელსი (59), 1:2 პიშჩეკი (71)
ვერდერი (3-5-2): დრობნი - ბაუერი, სანე, მოისანდერი - ბარტელსი, გნარბი (27. ველიკოვიჩი), ფრიტცი (80. კაინცი), დელანი, გარსია - პისარო (42. ვიდვალდი), კრუზე.
დორტმუნდი (4-1-4-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, შმელცერი (46. დურმი) - ვაიგლი - პულიშიჩი, კასტრო (70. გერეირო), კაგავა, როისი (70. დემბელე) - შიურლე.
გაძევება: დრობნი (39)
მაყურებელი: 42 100

დარმშტადტი-გლადბახი 0:0
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - სირიგუ, მილოშევიჩი, ზულუ, ჰოლანდი - გონდორფი, ვრანჩიჩი (82. იუნგვირთი) - ჰელერი, როზენტალი (70. ნიმაიერი), გუვარა - ჩოლაკი (89. შიპლოკი).
გლადბახი (4-2-3-1): ზომერი - იანჩკე, ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი - კრამერი, დაჰუდი - ჰოფმანი (70. ჰანი), შტინდლი, აზარი - რაფაელი (80. სიმაკალა).
მაყურებელი: 17 400

ლაიპციგი-აინტრახტი 3:0
გოლები: 1:0 კომპერი (6), 2:0 ვერნერი (45+4), 3:0 ვალეხო (67-საკ. კარში)
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ბერნარდო, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - ილსანკერი (70. ბურკი), დემე - ზაბიტცერი, კეიტა - ვერნერი (80. დ. კაიზერი), პოულსენი (62. ზელკე).
აინტრახტი (3-4-3): ჰრადეცკი - აბრაამი, მ. ჰექტორი, ვალეხო - ჩენდლერი, მასკარელი, ჰასებე, ოჩიპკა - რებიჩი (72. სეფეროვიჩი), ჰრგოტა (6. ლინდნერი), გაჩინოვიჩი (72. ბარკოკი).
გაძევება: ჰრადეცკი (3)
მაყურებელი: 42 558

ლევერკუზენი-ჰერტა 3:1
გოლები: 1:0 თოფრაქი (12), 2:0 ჩალჰანოღლუ (36-პენ), 2:1 შტოკერი (44), 3:1 ჩალჰანოღლუ (88)
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰენრიხსი, თოფრაქი, დრაგოვიჩი (8. თაა), ვენდელი - ბაუმგარტლინგერი, კამპლი - ბელარაბი (83. ჰავერტცი), ბრანდტი (75. მეჰმედი), ჩალჰანოღლუ - ჩიჩარიტო.
ჰერტა (4-2-2-1-1): იარშტაინი - პეკარიკი, შტარკი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი (87. ალაგუი), ლუსტენბერგერი - ესვაინი (66. ჰარაგუჩი), დარიდა (82. შიბერი) - შტოკერი - იბიშევიჩი.
მაყურებელი: 26 904

მაინცი-კიოლნი 0:0
მაინცი (4-2-2-2): ლიოსლი - ბროზინსკი, ბელი, ბუნგერტი, ბუსმანი - ლატცა, ფ. ფრაი - იოზთუნალი, ჟაირო (77. ბუზიანე) - დე ბლაზისი, მუტო (89. გბამინი).
კიოლნი (3-4-2-1): კესლერი - სიორენსენი, მარო, ჰაინტცი - ოლკოვსკი, ჰიოგერი, ი. ჰექტორი, რაუში - კლემენსი (74. ბიტენკური), ოსაკო - მოდესტე.
მაყურებელი: 29 340

მომდევნო ტური
27 იანვარი: შალკე-აინტრახტი;
28 იანვარი: ვოლფსბურგი-აუგსბურგი, ინგოლშტადტი-ჰამბურგი, ვერდერი-ბაიერნი, დარმშტადტი-კიოლნი, ლაიპციგი-ჰოფენჰაიმი, ლევერკუზენი-გლადბახი;
29 იანვარი: ფრაიბურგი-ჰერტა, მაინცი-დორტმუნდი.


ბომბარდირები:
16 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 10 - სანდრო ვაგნერი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული