ბუნდესლიგა. XVIII ტური: რისი ეშინიათ "ბაიერნის" ფეხბურთელებს? [VIDEO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" ბრემენის "ვერდერს" კი მოუგო (2:1), მაგრამ ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მატჩის შემდეგ ძალიან უკმაყოფილო იყო.

იტალიელ სპეციალისტს თავისი გუნდის თამაში საშინლად არ მოეწონა მეორე ტაიმში და თუ ასეთი ფეხბურთი "ვერდერთან" გამარჯვებისთვის საკმარისი იყო, სხვა დროს ასე აღარ იქნება და სწორედ ამას გაუსვა ხაზი ანჩელოტიმ მატჩისშემდგომ კომენტარში: "60 წუთის შემდეგ ისე აღარ ვთამაშობდით, როგორც უნდა გვეთამაშა. იდეები გამოგველია და მხოლოდ თავს ვიცავდით. ბოლო წუთებში კი ფეხბურთელებს შიშიც შევატყვე..."

თუკი ანჩელოტიმ შეგირდებს "ვერდერთან" შეატყო შიში, რა იქნება ჩემპიონთა ლიგის
მერვედფინალში ლონდონის "არსენალთან", რომელსაც რეკორდმაისტერი ორი კვირის შემდეგ უნდა შეხვდეს? ფაქტია: რომ არა არიენ რობენი და ფრანკ რიბერი, "ბაიერნს" "ვერდერთან" მოგება გაუჭირდებოდა. ფრანგს ამ სეზონში უკვე 7 საგოლე გადაცემა აქვს და ამით საუკეთესოა "ბაიერნში", ჰოლანდიელს კი 6 გოლი და 5 პასი აქვს, რითაც გოლს პლუს პასის სტატისტიკაში, გუნდში მეორე ადგილზეა - ლევანდოვსკის შემდეგ. აქვე ვთქვათ, რომ ბრემენში კარგი იყო დავიდ ალაბაც.

სხვა მხრივ, "ბაიერნმა" "ვერდერთან" ბევრი ვერაფერი მოახერხა. მეტიც, მაქს კრუზეს გოლის შემდეგ, რომლითაც ბრემენელებმა სხვაობა შეამცირეს, რეკორდმაისტერს ორი ქულის დაკარგვის საფრთხეც დაემუქრა. და, რაკი "ბაიერნმა" წინა ტურში ფრაიბურგშიც ძლივს მოიგო, ანჩელოტის განგაში აბსოლუტურად ლოგიკურია. თუმცა კაპიტანი ფილიპ ლამი ყველას ამშვიდებს: "ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი კარგადაა. ჩვენ ყველანი თვითკრიტიკულები ვართ და ვიცით, რომ ახლა იდეალურად არ ვთამაშობთ. ორი აზრი არ არსებობს, უნდა გამოვსწორდეთ". "ბაიერნის" გულშემატკივრებს კი უხარიათ, რომ "არსენალთან" მატჩამდე ჯერ კიდევ ორი კვირაა დარჩენილი - "ბაიერნის" ფეხბურთელებს დრო აქვთ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
რომელი უფრო მნიშვნელოვანია, თქვენ გადაწყვიტეთ: "ჰოფენჰაიმმა" პირველი თამაში წააგო, "ლაიპციგმა" კი ისევ მოიგო - მანამდე წაუგებელ "ჰოფენჰაიმთან". თანაც, "ჰოფემ" არა მხოლოდ სამი ქულა, არამედ გოლეადორი სანდრო ვაგნერიც დაკარგა. აღსანიშნავია, რომ "ლაიპციგის" სტადიონზე პირველად გამოჩნდა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი, რომელსაც პირველ რიგში, ორივე გუნდის თავდამსხმელები, ხსენებული ვაგნერი და ლაიპციგელი ტიმო ვერნერი აინტერესებს.

ვერნერმა 38-ე წუთზე ამ სეზონში მე-11 გოლი გაიტანა და ლიოვს აშკარად მოეწონებოდა. რაც შეეხება ვაგნერს: მე-60 წუთზე ისლანკერთან უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს. სხვათა შორის, ეს იყო ვაგნერის მეოთხე გაძევება ბუნდესლიგის 134-ე მატჩში. საბოლოოდ, საქსონიელმა "ხარებმა" ზაბიტცერის გოლით გაიმარჯვეს და "ლაიპციგი" საკუთარ მოედანზე კვლავ დაუმარცხებელია (8 მოგება, 2 ფრე).

"შალკეზე" უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა: გელზენკირხენული კლუბი შავ დღეშია. პარასკევს "შალკე" საკუთარ მოედანზე "აინტრახტთან" დამარცხდა (0:1) - ათასობით ფანმა ნაადრევად დატოვა სტადიონი და თვით კლუბის შეფი კლემენს ტიონისი საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე გავიდა. მანამდე კი იყო გამაყრუებელი სტვენა ტრიბუნებზე, რადგან იმას, რასაც "შალკე" თამაშობს, ყველაფერი ჰქვია - გარდა ფეხბურთისა.

კითხვის ნიშნის ქვეშაა მენეჯერ კრისტიან ჰაიდელის საკითხი, რადგან მან ტრანსფერებში 40 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა, გამოდგომით კი არც ერთი ახალწვეული არ გამოადგა. ესეც რომ არ იყოს, "შალკეს" ბუნდესლიგაში "ბაიერნის" და "დორტმუნდის" შემდეგ ყველაზე მაღალი სახელფასო ფონდი აქვს, შედეგი კი - კატასტროფული. მწვრთნელ მარკუს ვაინცირლის ხელში გუნდს ამ საუკუნეში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს - 9 წაგება 18 ტურის შემდეგ "შალკეს" ბოლოს 1993/94 წლების სეზონში ჰქონდა და მაშინ, ბოლოს ერთი ქულით გადაურჩა მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას. და მომდევნო ტურში "შალკე" "ბაიერნს" სტუმრობს...

XVIII ტური
შალკე-აინტრახტი 0:1
გოლი: 0:1 ა. მაიერი (33)
შალკე (3-5-2): ფერმანი - ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი - შიოპფი (66. დ. კალიჯური), გორეტცკა, გაისი (53. ავდიჯაი), ბენტალები (79. კონოპლიანკა), კოლაშინაცი - ჩუპო-მოტინგი, ბურგშტალერი.
აინტრახტი (3-4-3): ლინდნერი - აბრაამი, ჰასებე, ვალეხო - ჩენდლერი, გაჩინოვიჩი (91. ტარაშაი), მასკარელი, ოჩიპკა - ბარკოკი (85. მ. ჰექტორი), ა. მაიერი, ჰრგოტა (62. სეფეროვიჩი).
მაყურებელი: 60 885

ვოლფსბურგი-აუგსბურგი 1:2
გოლები: 1:0 გომესი (4), 1:1 ჰალილ ალთინთოფი (25), 1:2 კორი (69)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - სეგუინი, ბრუმა, როდრიგესი, გერჰარდტი - გილავოგი (80. არნოლდი), ლუის გუსტავო - ვიეირინია (72. მაიროალი), მალი (72. ბლაშჩიკოვსკი), ნტეპი - გომესი.
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ფრამბერგერი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, მაქსი - მორავეკი (40. კორი), კოო - უსამი (62. ტაიგლი), ჰალილ ალთინთოფი, ჟი - ბობადილია (88. კაჩარი).
მაყურებელი: 24 811

ინგოლშტადტი-ჰამბურგი 3:1
გოლები: 1:0 პ. გროსი (14), 2:0 ზუტნერი (22), 3:0 კოენი (47-პენ), 3:1 საკაი (63)
ინგოლშტადტი (3-4-3): ჰანსენი - მ. მატიპი, როჯერი, ბრეგერიე - ჰადერგონაი, მორალესი, კოენი, ზუტნერი - ლეკიე (43. ა. იუნგი), ლესკანო (87. ჰინტერზეერი), პ. გროსი (92. ლეველსი).
ჰამბურგი (4-2-3-1): მათენია - გ. საკაი, კ. პაპადოპულოსი, მავრაი, დუგლას სანტოსი - ოსტჟოლეკი (46. დიკმაიერი), ჰოლტბი - ვალდშმიდტი (46. იუნგი), გრეგორიჩი (68. ნ. მიულერი), კოსტიჩი - ვუდი.
მაყურებელი: 14 549

ვერდერი-ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 რობენი (30), 0:2 ალაბა (45+1), 1:2 კრუზე (53)
ვერდერი (3-5-2): ვიდვალდი - ველიკოვიჩი, ლ. სანე, მოისანდერი - ბაუერი (71. ბარტელსი), გნარბი, დელანი, იუნუზოვიჩი, გარსია (81. კაინცი) - კრუზე, პისარო (19. მ. ეგშტაინი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - კიმიხი, ჩაბი ალონსო - რობენი (66. კომანი), თ. მიულერი (62. რენატო სანჩესი), რიბერი (79. დუგლას კოშტა) - ლევანდოვსკი.
მაყურებელი: 42 100

დარმშტადტი-კიოლნი 1:6
გოლები: 0:1 ზულუ (32 ს. კ.), 0:2 ოსაკო (37), 0:3 მოდესტე (42), 1:3 სემი (66-პენ), 1:4 ოსაკო (72), 1:5 იოიჩი (85), 1:6 რუდნევსი (89)
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - სირიგუ, მილოშევიჩი (68. ჩოლაკი), ზულუ, ჰოლანდი - ნიმაიერი, გონდორფი - სემი, როზენტალი (46. ფედეცკი), ჰელერი - ბოიდი (74. ვრანჩიჩი).
კიოლნი (4-2-2-2): კესლერი - ოლკოვსკი, სიორენსენი, ჰაინტცი, რაუში (56. მარო) - ჰიოგერი, ი. ჰექტორი - კლემენსი, ბიტენკური (74. იოიჩი) - მოდესტე (50. რუდნევსი), ოსაკო.
მაყურებელი: 17 400

ლაიპციგი-ჰოფენჰაიმი 2:1
გოლები: 0:1 ამირი (18), 1:1 ვერნერი (38), 2:1 ზაბიტცერი (77)
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ბერნარდო, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - დემე, ილსანკერი - კეიტა (91. დ. კაიზერი), ზაბიტცერი - პოულსენი (73. ზელკე), ვერნერი (93. რ. ხედირა).
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი (46. შერი), ბ. ჰიუბნერი - კადერაბეკი, ამირი (76. სალაი), რუდი, დემირბაი, ცუბერი - ვაგნერი, კრამარიჩი (63. უთი).
გაძევება: ვაგნერი (60)
მაყურებელი: 39 633

ლევერკუზენი-გლადბახი 2:3
გოლები: 1:0 თაა (31), 2:0 ჩიჩარიტო (34), 2:1 შტინდლი (52), 2:2 შტინდლი (58), 2:3 რაფაელი (71)
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰენრიხსი (66. იედვაი), თაა, თოფრაქი, ვენდელი - კამპლი, არანგისი (66. ჰავერტცი) - ბელარაბი (77. კისლინგი), ბრანდტი, ჩალჰანოღლუ - ჩიჩარიტო.
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - იანჩკე, ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი - კრამერი, დაჰუდი - ჰოფმანი (89. დრმიჩი), აზარი (70. ჰანი) - შტინდლი, რაფაელი (85. ფ. ჯკონსონი).
მაყურებელი: 28 869

ფრაიბურგი-ჰერტა 2:1
გოლები: 1:0 ჰაბერერი (39), 2:0 პეტერსენი (87), 2:1 შიბერი (88)
ფრაიბურგი (4-2-3-1): შვოლოვი - კიუბლერი (82. იგნიოვსკი), ტორეხონი, სოიუნუჩუ, გიუნტერი - ჰიოფლერი, ფრანტცი - ფილიპი, ჰაბერერი (80. ბულუთი), გრიფო - ნიდერლეხ ნერი (74. პეტერსენი).
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, შტარკი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი (83. შიბერი), ლუსტენბერგერი - შტოკერი (66. ესვაინი), დარიდა, კალუ (66. ჰარაგუჩი) - იბიშევიჩი.
მაყურებელი: 23 800

მაინცი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 0:1 როისი (3), 1:1 ლატცა (83)
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი, ბელი, ბუნგერტი, ბროზინსკი - გბამინი (62. რამალიო), ლატცა - ფ. ფრაი (69. სეიდელი), იოზტუნალი, ჟაირო - მუტო (74. დე ბლაზისი).
დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, შმელცერი - ვაიგლი - შიურლე, კასტო, გერეირო (66. გოტცე), როისი - ობამეიანგი (72. დემბელე).
მაყურებელი: 34 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 16 - პიერ ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - ენტონი მოდესტე (კიოლნი).

მომდევნო ტური

3 თებერვალი:
ჰამბურგი-ლევერკუზენი;

4 თებერვალი:
ბაიერნი-შალკე, გლადბახი-ფრაიბურგი, ჰერტა-ინგოლშტადტი, კიოლნი-ვოლფსბურგი, ჰოფენჰაიმი-მაინცი, დორტმუნდი-ლაიპციგი;

5 თებერვალი:
აუგსბურგი-ვერდერი, აინტრახტი-დარმშტადტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული