ბუნდესლიგა. XX ტური: "ლაიპციგი" არა, ისა - ინტრიგა მოკვდა [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის ინტრიგაზე ამ სეზონში ბევრი ვწერეთ თუ ცოტა, მე-20 ტურმა ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნა, საჩემპიონო ინტრიგა კი კვლავ საიქიოს გზას გაუყენა.

მიუნხენის "ბაიერნმა" ძლივს, მაგრამ მოიგო, მისი უახლოესი მდევრები კი დამარცხდნენ. "ლაიპციგმა" საკუთარ მოედანზე, გადარჩენაზე მეოცნებე "ჰამბურგთან" ჩაისვარა (0:3), დორტმუნდის "ბორუსია" სულაც ცალი ფეხით მეორე ბუნდესლიგაში მყოფ "დარმშტადტთან" დამარცხდა, "აინტრახტს" კი "ლევერკუზენთან" წაგება მართლაც ეპატიება.

და რაც უნდა გვინდოდეს ინტრიგის შენარჩუნება, მაინც უნდა დავწეროთ, რომ რეკორდმაისტერი "ლაიპციგს" უკვე 7 ქულით უსწრებს, რაც საკმაოდ ბევრია. ხოლო მათთვის, ვინც "ლაიპციგს" ამ
ტურამდეც კი არ განიხილავდა "ბაიერნის" რეალურ კონკურენტად, უფრო უარესი ამბავი გვაქვს: "დორტმუნდი" "ბაიერნს" უკვე 15 ქულით ჩამორჩება. ჰოდა, თამამად შეგვიძლია, რომ მიუნხენურ გრანდს ჩემპიონობა მივულოცოთ... თუ მაინც გვქონდეს სახელდობრ, "ლაიპციგის" იმედი?

"ბაიერნს" სამი ქულის აღება "ინგოლშტადტთანაც" ძალიან გაუჭირდა და ზუსტად ისე მოიგო, კარლო ანჩელოტის გუნდს რომ შეეფერება. მიუნხენელებს თვალსასეირო ფეხბურთი კვლავ არ უთამაშიათ და 90-ე და 91-ე წუთებზე გატანილი გოლები იკმარეს საიმისოდ, რომ ჩემპიონთა ლიგაში "არსენალთან" მნიშვნელოვან დუელს კარგ ხასიათზე მყოფები შეხვედროდნენ. რეკორდმაისტერს გამარჯვება არტურო ვიდალისა და არიენ რობენის გვიანმა გოლებმა მოუტანა. მანამდე კი ბევრი არაფერი - მიუნხენელები უტევდნენ, მაგრამ რეალურად, რობერტ ლევანდოვსკის მიერ შეზანზარებულ ძელს თუ გავიხსენებთ.

კითხვაზე, უნდა ითამაშოს თუ არა "ბაიერნმა" "არსენალთან" ამაზე უკეთესად, რეკორდმაისტერის იტალიელმა თავკაცმა ასე უპასუხა: "თუ "არსენალთანაც" ყველაფერი ისე იქნება, როგორც დღეს "ინგოლშტადტთან" იყო, მაშინ შესაცვლელი არაფერია. დღეს მშვენივრად მოვიგეთ, ანგარიშიც შესანიშნავია. "არსენალთან" დუელს თავდაჯერებულები ვხვდებით".

არადა, ბავარიულ გრანდს კრეატიულობაც აკლდა და ტემპიც. ანჩელოტის ბიჭებმა 90 წუთის მანძილზე მხოლოდ ორი საგოლე მომენტი შექმნეს - ერთი ლევანდოვსკიმ ვერ გამოიყენა, ხოლო მეორე - მიულერმა.

"შემთხვევითი სულაც არ არის ის, რომ ბოლოს ასეთ მატჩებს მაინც ვიგებთ ხოლმე", - ეს სწორედ თომას მიულერის სიტყვებია.

"მე მგონია, რომ "არსენალთან" უნდა მოვუმატოთ და მოვუმატებთ კიდეც. "ბაიერნის" სიძლიერეში ეჭვი ნურავის შეეპარება", - განაცხადა მატჩის შემდეგ რეკორდმაისტერის შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ. ბავარიელებს ბოლო 11 შეხვედრიდან 10 მოგებული აქვთ და უმეტესობა ყოველგვარი ბრწყინვალების გარეშე...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლაიპციგს" რაღა დაემართა? ის, რაც "ჰამბურგს" პირველ წრეში, როცა "ლაიპციგთან" 0:4 დამარცხდა. უფრო სწორად, არც არაფერი დამართნია - უბრალოდ, "ჰამბურგმა" ძალიან მოინდომა, როგორც იქნა, სწორი და გონივრული ფეხბურთი ითამაშა, თან ამ ყველაფერს მწვრთნელ მარკუს გისდოლის საიუბილეო, ბუნდესლიგის მე-100 მატჩიც დაემთხვა და ჰოპ... სენსაციური 3:0 ლაიპციგში! ეს იყო საქსონიელთა პირველი მარცხი საკუთარ "რედ ბულ არენაზე".

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჰამბურგელთა ახალი ფეხბურთელის, კირიაკოს პაპადოპულოსის როლიც, რომელიც ცენტრალური მცველია, 9-ნომრიანი მაისურა აიღო და აი, უკვე ზედიზედ ორი თამაშია, უმნიშვნელოვანესი გოლები გააქვს. ამ გამარჯვების წყალობით "ჰამბურგმა" გასავარდნი ზონა დატოვა, ლაიპციგელები კი ჩემპიონობაზე ოცნებას ემშვიდობებიან და ფრთხილად თუ არ იქნებიან, მეორე ადგილიც უკან დარჩებათ...

მთავარი სენსაცია კი მაინც ბოლოადგილოსან "დარმშტადტის" გამარჯვება გახლდათ - ტორსტენ ფრინგსის გუნდმა თვით დორტმუნდის "ბორუსიას" აართვა სამი ქულა. მართალია, დორტმუნდელებს ჩემპიონთა ლიგაში მნიშვნელოვანი თამაში ელით და "დარმშტადტთან" გადახალისებული შემადგენლობით გასვლას გამართლება აქვს, მაგრამ აუტსაიდერთან წაგება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მხოლოდ "ლაიპციგთან" და "ბაიერნთან" კარგად თამაში არაა საკმარისი. თუ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გვინდა, პირველ რიგში, "დარმშტადტის" დარ გუნდებს უნდა ვუგებდეთ და თანაც, ერთი ამოსუნთქვით", - აღნიშნა მატჩის შემდეგ დორტმუნდელთა დამრიგებელმა თომას ტუხელმა.

ბუნდესლიგა. XX ტური
მაინცი-აუგსბურგი 2:0
გოლები: 1:0 იოზთუნალი (31), 2:0 ჟაირო (62-პენ)
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი, ბელი, რამალიო, ბროზინსკი - გბამინი, ლატცა - იოზთუნალი, ბოიან კრკიჩი (70. მუტო), ჟაირო (91. დე ბლაზისი) - კორდობა (95. სეიდელი).
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, მაქსი (90. უსამი) - რიდელი, დ. ბაიერი - შმიდი (46. ტაიგლი), ჟი (46. ჰალილ ალთინთოფი), სტაფილიდისი - ბობადილია.
მაყურებელი: 23 371

ლევერკუზენი-აინტრახტი 3:0
გოლები: 1:0 ჩიჩარიტო (5), 2:0 ჩიჩარიტო (63), 3:0 ფოლანდი (78)
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰენრიხსი, იედვაი, თოფრაქი, ვენდელი - ლ. ბენდერი (62. არანგისი), კამპლი - ბელარაბი, ჰავერტცი (90. პოჰიანპალო), ბრანდტი - ჩიჩარიტო (70. ფოლანდი).
აინტრახტი (3-5-2): ჰრადეცკი - მ. ჰექტორი, ჰასებე, ვალეხო - ჩენდლერი, გაჩინოვიჩი (52. რებიჩი), მასკარელი, ბარკოკი, ოჩიპკა - ჰრგოტა (76. სეფეროვიჩი), ა. მაიერი (66. ტარაშაი).
მაყურებელი: 28 882

ინგოლშტადტი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 ვიდალი (90), 0:2 რობენი (91)
ინგოლშტადტი (3-4-3): ჰანსენი - მ. მატიპი, ტისერანდი, ბრეგერიე - ჰადერგონაი, კოენი, მორალესი, ზუტნერი - პ. გროსი (79. ლექსი), ლესკანო (74. ჰინტერზეერი), ლეკი (89. ა. იუნგი).
ბაიერნი (4-3-2-1): ნოიერი - ლამი (80. რაფინია), ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - კიმიხი (74. რობენი), ჩაბი ალონსო (65. დუგლას კოშტა), ვიდალი - თ. მიულერი, ტიაგო ალკანტარა - ლევანდოვსკი.
მაყურებელი: 15 200

ვერდერი-გლადბახი 0:1
გოლი: 0:1 აზარი (12)
ვერდერი (3-5-2): ვიდვალდი - ველიკოვიჩი (46. გებრე სელასიე), სანე, მოისანდერი - ბაუერი, გნაბრი (80. იოჰანსონი), დელანი, იუნუზოვიჩი, გარსია (46. პისარო) - ბარტელსი, კრუზე.
გლადბახი (4-2-3-1): ზომერი - იანჩკე, ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი - კრამერი, დაჰუდი (85. ნ. შულცი) - ჰერმანი (71. დრმიჩი), აზარი, ჯონსონი - ჰანი (80. შრობლი).
მაყურებელი: 42 100

დარმშტადტი-დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 ბოიდი (21), 1:1 გერეირო (44), 2:1 ჩოლაკი (67)
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - ფედეცკი (85. შტაინჰიოფერი), ნიმაიერი, ზულუ, ჰოლანდი (82. გუვარა) - ჰამით ალთინთოფი, გონდორფი - სემი, როზენტალი, ჰელერი - ბოიდი (58. ჩოლაკი).
დორტმუნდი (3-4-1-2): ბიურკი - გინტერი, სოკრატისი, ბურნიჩი - პულიშიჩი, ვაიგლი, გერეირო (62. კაგავა), დურმი - მორი (62. დემბელე) - ობამეიანგი, როისი (77. შიურლე).
მაყურებელი: 17 400

ლაიპციგი-ჰამბურგი 0:3
გოლები: 0:1 კ. პაპადოპულოსი (18), 0:2 უოლასი (24), 0:3 ჰანტი (93)
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ბერნარდო (71. შმიტცი), ორბანი, უპამეკანო (31. პოულსენი/43. ზელკე), ჰალსტენბერგი - ილსანკერი, დემე - კეიტა, ფორსბერგი - ზაბიტცერი, ვერნერი.
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, კ. პაპადოპულოსი, მავრაი, ოსტჟოლეკი - უოლასი, იუნგი - ნ. მიულერი, ჰოლტბი (91. ეკდალი), კოსტიჩი (83. დიკმაიერი) - ვუდი (92. ჰანტი).
მაყურებელი: 42 558

შალკე-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 ბურგშტალერი (41), 2:0 გორეტცკა (62)
შალკე (3-5-1-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ნალდო, ბადშტუბერი - შიოპფი, გორეტცკა (88. კერერი), სტამბული, ბენტალები, კოლაშინაცი - დ. კალიჯური (82. მ. მაიერი) - ბურგშტალერი (93. ჰუნტელაარი).
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - შტარკი, ლუსტენბერგერი - ჰარაგუჩი (82. შიბერი), შტოკერი (46. დარიდა), კალუ (73. ესვაინი) - იბიშევიჩი.
მაყურებელი: 61 981

ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 2:1
გოლები: 0:1 ცუბერი (26), 1:1 არნოლდი (50), 2:1 დიდავი (73)
ვოლფსბურგი (3-5-1-1): ბენალიო - კნოხე, ლუის გუსტავო, როდრიგესი - ვიეირინია (60. ბლაშჩიკოვსკი), სეგუინი, ბაზური (46. დიდავი), არნოლდი, გერჰარდტი - მალი (90. ტრეში) - გომესი.
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი - კადერაბეკი, დემირბაი, რუდი, ამირი (83. შვეგლერი), ცუბერი - უთი (23. ტერაცინო), კრამარიჩი (58. სალაი).
მაყურებელი: 23 148

ფრაიბურგი-კიოლნი 2:1
გოლები: 1:0 გრიფო (32), 1:1 მოდესტე (39), 2:1 ფილიპი (77)
ფრაიბურგი (4-2-3-1): შვოლოვი - კიუბლერი, ტორეხონი, სოიუნჩუ, გიუნტერი - ფრანტცი (68. შუსტერი), ჰიოფლერი - ფილიპი, ჰაბერერი, გრიფო (91. იგნიოვსკი) - ნიდერლეხნერი (56. პეტერსენი).
კიოლნი (3-4-3): კესლერი - მარო, სუბოტიჩი, ჰაინტცი - სიორენსენი, ჰიოგერი (33. კლემენსი), ი. ჰექტორი, რაუში - ოსაკო, მოდესტე, ბიტენკური (82. ცოლერი).
მაყურებელი: 24 000

ბომბარდირები:
17 - პიერ ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 16 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
17 თებერვალი:
აუგსბურგი-ლევერკუზენი;

18 თებერვალი:
დორტმუნდი-ვოლფსბურგი, მაინცი-ვერდერი, ჰერტა-ბაიერნი, ჰოფენჰაიმი-დარმშტადტი, აინტრახტი-ინგოლშტადტი, ჰამბურგი-ფრაიბურგი;

19 თებერვალი:
გლადბახი-ლაიპციგი, კიოლნი-შალკე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული