"ბუნდესმანშაფტის" ამ თაობამ მსოფლიოს პირველობა მოიგო და, რა თქმა უნდა, მათი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ასეთივე გაგრძელებას ელის. ფეხბურთში დრო სწრაფად გადის. გერმანიის ნაკრებშიც იქნება გარდაუვალი თაობათა ცვლა. ვნახოთ, ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ბუნდესნაკრების გულშემატკივარს ახლო მომავალში.
მეკარეები
ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია. თავი დავანებოთ მანუელ ნოიერს. ის უპირობო პირველი ნომერია და ჯერ წასვლას არსად აპირებს. მის გარდა, გერმანიას ჰყავს
მცველები
არც დაცვაშია ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკლებობა. მაგალითად, აზებაიჯანთან შეხვედრაში ნაკრებში გამოძახებული გახლდათ "ჰოფენჰაიმის" მცველი ნიკლას ზიულე. ის მხოლოდ 21 წლისაა.
22 წლისაა ჯოშუა კიმიხი. მას ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია წარმატებით თამაში. აზერბაიჯანთან შეხვედრაც შესანიშნავად ჩაატარა და, ზოგადად, ისე ირჯება, როგორც სანაკრებო ომებში გამოცდილი ფეხბურთელი.
ნაკრების კარზე აკაკუნებენ "ლევერკუზენის" მცველები, ჯონათან თა (21წლის) და ბენიამინ ჰენრიკსი (20 წლის). აქ განსაკუთრებით კიმიხის გამოყოფა ეგების - არცთუ შორეულ მომავალში მას "ბუნდესმანშაფტის" ლიდერობას უწინასწარმეტყველებენ.
ნახევარმცველები
სწორედ ამ სათამაშო რგოლში არიან თავმოყრილნი გერმანიის ნაკრების საუკეთესო შემსრულებლები. უნდა ითქვას, რომ მათ ღირსეული ცვლა მოსდით. მაგალითად, 23 წლის იულიან დრაქსლერი. "პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი უკვე კარგა ხანია, მნიშვნელოვანი ფიგურაა გერმანიის ნაკრებში.
როგორ გინდა გამოგრჩეს "მანჩესტერ სიტის" უნიჭიერესი გარემარბი, 21 წლის ლეროი სანე? მან უკვე მოასწრო ამ სეზონში ინგლისურ კლუბში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლის გატანა. აქვეა "ლევერკუზენის" 20 წლის ტალანტი იულიან ბრანდტიც.
აზერბაიჯანთან მატჩისათვის ისინი არ ყოფილან ნაკრებში გამოძახებულნი, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდნენ "დორტმუნდის" 21 წლის საყრდენი იულიან ვაიგლი, "შალკეს" 22 წლის შუახაზელი ლეონ გორეტცკა, "შალკეს" კიდევ ერთი ფეხბურთელი მაქს მაიერი; ნახევარმცველად შეგვიძლია ჩავთვალოთ "ვერდერის" ლიდერი სერჟ გნაბრი, ვინც უკვე გაიარა "არსენალის" სკოლა.
თავდამსხმელები
გერმანიის ნაკრებს არსებული კონტინგენტითაც და რეზერვითაც ყველაზე მეტად თავდასხმაში უჭირს. რა თქმა უნდა, ბუნდესმანშაფტის ქომაგებს შეუძლიათ ჰქონდეთ "ლაიპციგის" 21 წლის ფორვარდის, ტიმო ვერნერის იმედი, მაგრამ ის ამპლუით გამოკვეთილი ცენტრფორვარდი არაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"