ბუნდესლიგა. XXVIII ტური: "ბაიერნმა" კლასიკა იოლად მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
8 აპრილს გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

გერმანული კლასიკა "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" შორის კარლო ანჩელოტის გუნდმა იოლად მოიგო - 4:1. უკვე მე-10 წუთზე "ბაიერნი" ფრანკ რიბერისა და რობერტ ლევანდოვსკის გოლებთ იგებდა. შემდეგ რაფაელ გერეირომ შესანიშნავი დარტყმით ერთი გაქვითა, თუმცა არიენ რობენმა და კვლავ ლევანდოვსკიმ (პენალტით) მეტოქე გაანადგურეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლაიპციგი" 10 კაცით ამთავრებდა შეხვედრას "ლევერკუზენთან", მაგრამ მიუხედავად ამისა, იუსუფ პოულსენმა 93-ე წუთზე გამარჯვება მეორეადგილოსან გუნდს არგუნა - 1:0.

"შალკემ" დიდი ანგარიშით მოუგო "ვოლფსბურგს" - 4:1. გვიდო ბურგშტალერმა დუბლი
შეასრულა, თითო გოლი ლეონ გორეტცკამ და დანიელ კალიჯურიმ გაიტანეს.

შაბათი. 8 აპრილი
შალკე-ვოლფსბურგი 4:1
გოლები: 1:0 ბურგშტალერი (6), 2:0 გორეტცკა (23), 3:0 კალიჯური (48), 4:0 ბურგშტალერი (77), 4:1 მ. გომესი (79-პენ)

კიოლნი-გლადბახი 2:3
გოლები: 0:1 ვესტერგაარდი (13), 1:1 კლემენსი (18), 1:2 ი. ტრაორე (55), 2:2 მოდესტე (58), 2:3 შტინდლი (80)

ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 2:1
გოლები: 1:0 ჰანტი (25), 1:1 კრამარიჩი (35-პენ), 2:1 ჰანტი (75)

ფრაიბურგი-მაინცი 1:0
გოლი: 1:0 პეტერსენი (70)

ლაიპციგი-ლევერკუზენი 1:0
გოლი: 1:0 ი. პოულსენი (93)
გაძევება: ორბანი (88. ლაიპციგი)

ბაიერნი-დორტმუნდი 4:1
გოლები: 1:0 რიბერი (4), 2:0 ლევანდოვსკი (10), 2:1 გერეირო (20), 3:1 რობენი (49), 4:1 ლევანდოვსკი (68-პენ)

პარასკევი. 7 აპრილი
აინტრახტი-ვერდერი 2:2

კვირა. 9 აპრილი
ჰერტა-აუგსბურგი 17:30
ინგოლშტადტი-დარმშტადტი 19:30

1. ბაიერნი - 68ქულა; 2. ლაიპციგი - 58; 3. ჰოფენჰაიმი - 51; 4. დორტმუნდი - 50; 5. ფრაიბურგი - 41.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული