11:15 24-04-2017
ბუნდესლიგა. XXX ტური: "ბაიერნი" აირია! [VIDEO]
AutoSharing Option
გავარდნის კანდიდატ "მაინცთან"! ცხადი იყო, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა უკვალოდ არ ჩაივლიდა, მაგრამ "მაინცთან" ქულების დაკარგვა, თანაც საკუთარ მოედანზე, მაინც მოულოდნელი იყო.
ციფრები ვალაპარაკოთ: "ბაიერნმა" ბოლო 6 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (2 ფრე, 3 მარცხი) და 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო). გაინტერესებთ, როდის ვერ მოიგო რეკორდმაისტერმა ზედიზედ 4 ოფიციალური შეხვედრა ბოლოს? 2 წლის წინ. ოთხშაბათს "ბაიერნს" გერმანიის თასის ნახევარფინალური ჯახი ელის დორტმუნდის "ბორუსიასთან" და ფაქტია, რომ მიუნხენელები ამ უმნიშვნელოვანეს დუელს პრობლემებით ხვდებიან.
"რეალთან" წაგებამ, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია. ჩვენ პროფესიონალები ვართ და წესით, ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამასთანავე, ჩვენც ადამიანებიც ვართ. მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით, გერმანიის ჩემპიონობასთან ერთად, ჩვენი უმთავრესი მიზანი სწორედ ბერლინი და გერმანიის თასის მოგებაა. ოთხშაბათს "დორტმუნდი" აუცილებლად უნდა დავამარცხოთ!" - განაცხადა "მაინცთან" მატჩის შემდეგ თომას მიულერმა.
"დღეს აშკარად მოშვებულები ვიყავით. ძალიან გვინდა, რომ გერმანიის ჩემპიონობა რაც შეიძლება ადრე გავიფორმოთ, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა და შეგვიძლია. ოთხშაბათს სულ სხვა თამაში გველის", - ეს არიენ რობენის სიტყვებია.
რეკორდმაისტერის დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი მიიჩნევს, რომ "ბაიერნის" მთავარ მიზანს, გერმანიის ჩემპიონობას, საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ იქვე დასძენს, "მაინცთან" ფრე ჩვენთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს, ყველა მეტოქე უნდა დავაფასოთ და ქულები ასე არ უნდა ვარიგოთო.
გულშემატკივრებს ყველაზე მეტად, ალბათ, გუნდის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის კომენტარი აინტერესებთ - აი, რა თქვა იტალიელმა: "რთული მატჩი იყო. უკეთ თამაში შეგვიძლია. კიდევ კარგი, რომ ანგარიშის გათანაბრება მაინც მოვახერხეთ. "დორტმუნდთან" სულ სხვა "ბაიერნს" იხილავთ".
"ბაიერნის" პრობლემებს დავიდ ალაბას ტრავმაც დაემატა - ავსტრიელი "მაინცთან" მალევე შეცვალეს და "დორტმუნდთან" მისი ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.
რეკორდმაისტერისგან განსხვავებით, დორტმუნდის "ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა უმტკივნეულოდ გადაიტანა. თომას ტუხელის შეგირდებს "ბაიერნზე" რთული მეტოქე ჰყავდათ - მიონხენგლადბახის "ბორუსიას" სტუმრობდნენ და 3:2 გაიმარჯვეს. ამ მოგებით, "დორტმუნდმა" ცხრილში "ჰოფენჰაიმს" გადაასწრო, რომელმაც პარასკევს კიოლნში ფრე (1:1) ითამაშა. ამრიგად, სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე დორტმუნდი მესამე ადგილზეა - მოგეხსენებათ, საუკეთესო სამეული პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვდება.
უკიდურესად დაძაბულია ბრძოლა ევროპალიგის საგზურისთვის - მე-5 და მე-6 ადგილებისთვის რეალურად 6 გუნდი იბრძვის და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ ამ ბრძოლაში ჩაერთო ბრემენის "ვერდერიც". არადა, ბრემენელებს ცოტა ხნის წინ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებოდათ.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: "დარმშტადტმა" გადარჩენის მათემატიკური შანსი შეინარჩუნა! ტორსტენ ფრინგსის გუნდმა სტუმრად "ჰამბურგის" დამარცხება შეძლო და, რაც ყველაზე საინტერესოა, ამ სეზონში არა მხოლოდ პირველად მოიგო გასვლაზე, არამედ სტუმრად საერთოდ პირველი ქულები აიღო! თუმცა "დარმშტადტი" მაინც გავარდება...
"ლაიპციგმა" "ბაიერნის" ჩავარდნით ვერ ისარგებლა. საქსონიელები "შალკეს" სტუმრობდნენ და გელზენკირხენიდან მხოლოდ ერთი ქულის წაღება მოახერხეს. "ლაიპციგი" მე-14 წუთზე ტიმო ვერნერმა დააწინაურა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კი "შალკეს" ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა კლაას-იან ჰუნტელაარმა წონასწორობა აღადგინა. მატჩი ფრედ, 1:1 დამთავრდა. ლაიპციგელები "ბაიერნს" ისევ 8 ქულით ჩამორჩებიან.
XXX ტური
კიოლნი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 1:0 ბიტენკური (58), 1:1 დემირბაი (93)
კიოლნი (4-1-4-1): ტ. ჰორნი - კლიუტნერი, სიორენსენი, ჰაინტცი (52. სუბოტიჩი), რაუში (81. ჰიოგერი) - მ. ლემანი - ოსაკო, იოიჩი, ი. ჰექტორი, ბიტენკური (68. იოზჩანი) - მოდესტე
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბიჩაქჩიჩი - ტოლიანი (72. რუპი), დემირბაი, რუდი, კრამარიჩი (57. ამირი), ცუბერი - ვაგნერი, სალაი (62. უთი)
მაყურებელი: 49 600
ბაიერნი-მაინცი 2:2
გოლები: 0:1 ბოიანი (3), 1:1 რობენი (16), 1:2 ბროზინსკი (41-პენ), 2:2 ტიაგო ალკანტარა (73)
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - რაფინია, ჰუმელსი, ალაბა (17. კიმიხი), ბერნატი - ტიაგო ალკანტარა, ვიდალი (65. ჩაბი ალონსო) - რობენი, თ. მიულერი, რიბერი (46. კომანი) - ლევანდოვსკი
მაინცი (4-2-3-1): ჰუთი - დონატი, ბელი, ჰაკი, ბროზინსკი (52. ბალოგუნი) - ლატცა, ფ. ფრაი - იოზთუნალი, ბოიანი (68. ონისივო), კუაისონი (79. რამალიო) - მუტო
მაყურებელი: 75 000
ჰერტა-ვოლფსბურგი 1:0
გოლი: 1:0 იბიშევიჩი (59)
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი, ალანი - ესვაინი (93. ჰარაგუჩი), დარიდა, კალუ (74. მიტელშტედტი) - იბიშევიჩი (86. ტორუნარიგა)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ბლაშჩიკოვსკი, კნოხე (89. ვოლშაიდი), ლუის გუსტავო, გერჰარდტი - გილავოგი, ბაზური - ვიეირინია (74. მაიორალი), არნოლდი (65. დიდავი), მალი - გომესი
მაყურებელი: 40 000
ჰამბურგი-დარმშტადტი 1:2
გოლები: 0:1 ზულუ (51), 0:2 პლატე (53), 1:2 ჰოლანდი (93 ს. კ.)
ჰამბურგი (4-2-3-1): მათენია - დიკმაიერი (58. იატა), კ. პაპადოპულოსი, მავრაი, დუგლას სანტოსი - იუნგი, გ. საკაი - ჰანტი, ჰოლტბი, კოსტიჩი (70. გრეგორიჩი) - ვუდი
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - სირიგუ, ბანგაარდი, ზულუ, ჰოლანდი - კამავუაკა (70. როზენტალი), ჰამით ალთინთოფი - ჰელერი, გონდორფი, ვრანჩიჩი (80. სემი) - პლატე (63. შიპლოკი)
მაყურებელი: 56 132
ინგოლშტადტი-ვერდერი 2:4
გოლები: 1:0 ლესკანო (32), 1:1 კრუზე (45+1. პენ), 2:1 პ. გროსი (62-პენ), 2:2 კრუზე (81), 2:3 კრუზე (87), 2:4 კრუზე (94)
ინგოლშტადტი (3-4-3): ჰანსენი - მორალესი, როჯერი, ტისერანდი - ჰადერგონაი, კოენი, კრისტიანსენი (75. ჰინტერზეერი), ლეკი - პ. გროსი, ლესკანო (85. ლექსი), კიტელი
ვერდერი (3-4-3): ვიდვალდი - ველიკოვიჩი (67. გნაბრი), სანე, მოისანდერი - გებრე სელასიე, გრილიჩი (67. პისარო), ეგშტაინი, ბაუერი - ბარტელსი, კრუზე, კაინცი (89. ბარგფრედე)
მაყურებელი: 15 200
აინტრახტი-აუგსბურგი 3:1
გოლები: 0:1 გუველეუვი (9), 1:1 ფაბიანი (78), 2:1 ფაბიანი (87), 3:1 რებიჩი (91)
აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეცკი - ჩენდლერი, აბრაამი, ანდერსონ ორდონესი (46. ტარაშაი), ოჩიპკა - მასკარელი, გაჩინოვიჩი - ბარკოკი (46. ტავათა), ფაბიანი, რებიჩი - ჰრგოტა (72. სეფეროვიჩი)
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი (74. რიდერი), დანსო, ჰინტერეგერი, მაქსი - გუველეუვი (81. ლაიტნერი), დ. ბაიერი - შმიდი, ჰალილ ალთინთოფი, უსამი (57. გიუნტერ-შმიდტი) - ჟი
მაყურებელი: 50 200
გლადბახი-დორტმუნდი 2:3
გოლები: 0:1 როისი (10-პენ), 1:1 შტინდლი (43), 2:1 შმელცერი (48 ს. კ.), 2:2 ობამეიანგი (59), 2:3 გერეირო (87)
გლადბახი (4-2-3-1): ზომერი - ელვედი (81. კორბი), ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი - დაჰუდი (64. ბენესი), შტრობლი - ტრაორე (71. ჰერმანი), შტინდლი, ჰოფმანი - ჰანი
დორტმუნდი (3-4-3): ბიურკი - გინტერი, ს. ბენდერი, შმელცერი - დურმი, კასტრო, შაჰინი (22. მერინო), გერეირო - დემბელე (87. მორი), როისი (57. ობამეიანგი), პულიშიჩი
მაყურებელი: 54 014
ფრაიბურგი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 პეტერსენი (11), 1:1 ფოლანდი (60-პენ), 2:1 პ. შტენცელი (88)
ფრაიბურგი (4-2-2-2): შვოლოვი - იგნიოვსკი, სოიუნჩუ, კემპფი, გიუნტერი - ჰიოფლერი, ფრანტცი - ო. ბულუთი (85. პ. შტენცელი), ჰაბერერი (91. გუედე) - პეტერსენი (76. ნილსენი), ნიდერლეხნერი
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰილბერტი, დრაგოვიჩი, თოფრაქი, ვენდელი - ბაუმგარტლინგერი (90. პოჰიანპალო), კამპლი - ჰავერტცი (79. არანგისი), ფოლანდი, ბრანდტი - ჩიჩარიტო (62. ბაილი)
მაყურებელი: 24 000
შალკე-ლაიპციგი 1:1
გოლები: 0:1 ვერნერი (14), 1:1 ჰუნტელაარი (46)
შალკე (4-2-2-2): ფერმანი - ჩოკე, ჰიოვედესი, ბადშტუბერი, კოლაშინაცი - სტამბული, ბენტალები - დ. კალიჯური (49. შიოპფი), მ. მაიერი (82. რიტერი) - ჰუნტელაარი, ბურგშტალერი (74. დი სანტო)
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ბერნარდო, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - კეიტა, დემე - ზაბიტცერი, ფორსბერგი (76. ილსანკერი) - პოულსენი (91. ზელკე), ვერნერი (83. ბურკი)
მაყურებელი: 60 916
ბომბარდირები: 27 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 26 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 23 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 17 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
მომდევნო ტური
28 აპრილი:
ლევერკუზენი-შალკე;
29 აპრილი:
დორტმუნდი-კიოლნი, მაინცი-გლადბახი, ვერდერი-ჰერტა, დარმშტადტი-ფრაიბურგი, ლაიპციგი-ინგოლშტადტი, ვოლფსბურგი-ბაიერნი;
30 აპრილი:
აუგსბურგი-ჰამბურგი, ჰოფენჰაიმი-აინტრახტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული