ბუნდესლიგა. XXXI ტური: "ბაიერნი" - ზედიზედ მეხუთედ მწვერვალზე

AutoSharing Option
* მიუნხენის "ბაიერნი" ზედიზედ მეხუთედ გახდა გერმანიის ჩემპიონი.
* კარლო ანჩელოტი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ევროპის ტოპ-5 ლიგიდან 4 მოიგო - პრემიერლიგა, ბუნდესლიგა და სერია A.
* ფილიპ ლამმა მერვედ მოიგო ბუნდესლიგა, რაც ოლივერ კანის, ბასტიან შვაინშტაიგერისა და მეჰმეთ შოლის მიღწევის გამეორებაა.

"ბაიერნი" და კარლო ანჩელოტი ჰეთ-თრიკზე ოცნებობდნენ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ რეკორდმაისტერის მიზანი დუბლის შესრულება გახდა, მაგრამ არც ეს გამოვიდა. შესაბამისად, ბავარიელებს ისღა დარჩენიათ, რომ ერთადერთი, მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი ტიტულით დატკბნენ: "ბაიერნი" გერმანიის
ჩემპიონი გახდა. ზედიზედ მეხუთედ. სულ კი, 27-ედ. გერმანიის მარადმწვანე ჩემპიონმა ტიტული, როგორც მოსალოდნელი იყო, ნაადრევად, სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა.

ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნება მეოთხედფინალში შეწყდა, გერმანიის თასს მიუნხენელები ნახევარფინალში გამოეთიშნენ, ბუნდესლიგის მოგებას კი "წყალი არ გაუვიდოდა" და აჰა: რეკორდმაისტერი ისევ მაისტერია! ანჩელოტის გუნდმა მორიგი "ვერცხლის სინი" ვოლფსბურგში 6:0-ით მოგებულ მატჩში გაიფორმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თავად ანჩელოტი კი მსოფლიოში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ევროპის 5 წამყვანი საფეხბურთო ქვეყნიდან ოთხში იზეიმა პირველობა. ეს რეკორდია! კარლოს მწვრთნელის რანგში მოგებული აქვს იტალიის, ინგლისის, საფრანგეთის და ახლა უკვე გერმანიის პირველობებიც. აკლია მხოლოდ ესპანეთი.

"ბედნიერი ვარ, რადგან ურთულესი ფაზის შემდეგ ეს გამარჯვება და ეს ტიტული ძალიან გვჭირდებოდა. ბუნდესლიგა ფანტასტიკური გამოცდილებაა. მადლობა კლუბს და მის ხელმძღვანელებს იმისათვის, რომ ამ შესანიშნავ ფეხბურთელებთან მუშაობის უფლება მომეცა. მთელი სეზონის განმავლობაში ვგრძნობდი კლუბის ხელმძღვანელების მხარდაჭერას, რაც ნებისმიერი სპეციალისტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

თავს ამ კლუბის ნაწილად, ამ ოჯახის წევრად ვგრძნობ. ბოლო ორი კვირა, რა თქმა უნდა, ურთულესი იყო, რადგან ჩვენ სამივე ტიტულის მოგებაზე ვოცნებობდით. სამწუხაროდ, ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და გულდაწყვეტილები ვართ, რომ ჰეთ-თრიკი ვერ შევასრულეთ, მაგრამ ახლა წუწუნის დრო არ არის. ჩვენ გერმანიის ჩემპიონები გავხდით და ახლა სწორედ ზეიმის დროა. ვიზეიმოთ და მერე მშვიდად გავაანალიზოთ სეზონი, რაც ახალი სეზონისთვის კარგად მომზადების საშუალებას მოგვცემს", - განაცხადა ანჩელოტიმ.

"სეზონის წინ ვთქვით, რომ გერმანიის ჩემპიონობა ყველაზე მაგარი და ყველაზე ნაღდი ტიტულია. და ეს ტიტული "ბაიერნმა" ზედიზედ მეხუთედ მოიგო. ჩვენ ამით ძალიან უნდა ვიამაყოთ!" - ეს რეკორდმაისტერის შეფის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

"ვოლფსბურგთან" საჩემპიონო მატჩს, რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრების დამრიგებელი იოახიმ ლიოვიც ესწრებოდა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა: "ბაიერნი" ბუნდესლიგაში მთელი სეზონის განმავლობაში დომინირებდა და აბსოლუტურად ლოგიკურად მოიგო ტიტული ნაადრევად. სამი ტურით ადრე ზედიზედ მეხუთე ჩემპიონობის განაღდება განუმეორებელი მიღწევაა".

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონობა ვოლფსბურგში მესამედ იზეიმა. მანამდე ეს 2003 და 2008 წლებში მოხდა. აქვე ვთქვათ, რომ ეს უკანასკნელი ჩემპიონობაა "ბაიერნის" კაპიტან ფილიპ ლამისთვის, რომელიც ამ სეზონის შემდეგ აქტიურ სპორტულ კარიერას ამთავრებს. "უბედნიერესი ვარ, რომ ამ უდიდესი გუნდის კაპიტანი მქვია. ის, რასაც უკვე ხუთი წელია ბუნდესლიგაში ვაკეთებთ, მართლაც განუმეორებელია", - აღნიშნა ლამმა.

რაც უნდა კურიოზულად ჟღერდეს, რეკორდმაისტერს გერმანიის ჩემპიონობა საკუთარ "ალიანც არენაზე" არასდროს გაუნაღდებია და ბოლო 11 ჩემპიონობა ბავარიელებმა პირველად სწორედ სხვა კლუბების სტადიონებზე იზეიმეს.

"ვოლფსბურგის" კარში 6-დან 2 გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა - პოლონელს უკვე 28 ბურთი აქვს გატანილი და მან ბომბარდირთა დავაში კვლავ გადაასწრო დორტმუნდელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს (27 გოლი). აქვე უნდა ითქვას, რომ ლევანდოვსკის "ვოლფსბურგთან" ბოლო 4 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი.

აი, "ვოლფსბურგს" უკვე ძალიან სერიოზულად ემუქრება მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე. ანდრის იონკერის გუნდმა ბოლო 16 საშინაო მატჩიდან 9 წააგო და მე-16 ადგილს მხოლოდ 1 ქულაღა აშორებს. შაბათს "მგლებს" ლუის გუსტავო გაუძევეს, რომლისთვისაც ეს მერვე წითელი ბარათია ბუნდესლიგაში, რითაც ბრაზილიელმა ცნობილი გერმანელი მცველის, იენს ნოვოტნის ანტირეკორდი გაიმეორა.

გერმანიის პირველობის დასრულებამდე სამი ტური რჩება და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონი უკვე გარკვეულია, მაინც არ მოვიწყენთ, რადგან მიდის უმძაფრესი ბრძოლა გადარჩენისა და ევროსაგზურებისთვის. "დარმშტადტმა" ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო, მაგრამ ტორსტენ ფრინგსის გუნდი მაინც ვერ გადარჩება. სამაგიეროდ, დაძაბულია ბრძოლა "ინგოლშტადტს", "ჰამბურგს", "ვოლფსბურგს", "მაინცსა" და "აუგსბურგს" შორის. ელიტაში დარჩენა განაღდებული არც "ლევერკუზენს" აქვს.

ჩემპიონთა ლიგის ოთხეული უკვე გარკვეულია: სექტემბრიდან გერმანიას ჩემპიონთა ლიგაში "ბაიერნი", "ლაიპციგი", "ჰოფენჰაიმი" და "დორტმუნდი" წარადგენენ. დიახ, დიახ, "ჰოფენჰაიმიც"! ოღონდ ჯერაც გასარკვევია, ვინ მოხვდება პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე - "ჰოფე" თუ "ბორუსია". და ეს გუნდები მომდევნო ტურში ერთმანეთს ხვდებიან!

აი, ევროპალიგის ორი საგზურისთვის კი ერთდროულად 7 გუნდი იბრძვის! რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ ბრძოლაში ჩაება და შესანიშნავი შანსები აქვს ბრემენის "ვერდერს", რომელიც ბოლო დროს ყველაფერს იგებს და უკვე მე-6 ადგილზეა.

ბუნდესლიგა, XXXI ტური
ლევერკუზენი-შალკე 1:4
გოლები: 0:1 ბურგშტალერი (6), 0:2 ჰიოვედესი (10), 0:3 შიოპფი (18), 0:4 ბურგშტალერი (50), 1:4 კისლინგი (69)
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰილბერტი (46. ვენდელი), იედვაი, თოფრაქი (19. თაა), ჰენრიხსი - კამპლი, არანგისი - ბელარაბი, ბრანდტი (85. მეჰმედი) - ფოლანდი, კისლინგი
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჩოკე, ჰიოვედესი, ბადშტუბერი, კოლაშინაცი (74. აოგო) - სტამბული, ბენტალები (84. რიტერი) - შიოპფი, გორეტცკა, დ. კალიჯური - ბურგშტალერი
მაყურებელი: 30 210

დორტმუნდი-კიოლნი 0:0
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - დურმი, სოკრატისი (74. პიშჩეკი), გინტერი, შმელცერი - ვაიგლი, კასტრო - პულიშიჩი, კაგავა (66. გერეირო), როისი (66. დემბელე) - ობამეიანგი
კიოლნი (4-3-3): ტ. ჰორნი - კლიუტნერი, სიორენსენი, სუბოტიჩი, ჰაინტცი - მ. ლემანი, იოიჩი (80. იოზჩანი), ი. ჰექტორი - რუდნევსი (55. ცოლერი), მოდესტე, ბიტენკური (71. ჰიოგერი)
მაყურებელი: 81 360

მაინცი-გლადბახი 1:2
გოლები: 0:1 შტინდლი (31), 0:2 ნ. შულცი (46), 1:2 მუტო (89)
მაინცი (4-2-3-1): ჰუთი - დონატი, ჰაკი, ბელი, ბროზინსკი - ფ. ფრაი, ლატცა (50. რამალიო) - ონისივო (73. დე ბლაზისი), ბოიანი, კუაისონი (62. კორდობა) - მუტო.
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ნ. შულცი - დაჰუდი, ბენესი (78. შტრობლი) - ჰერმანი (82. ტრაორე), ჰოფმანი - შტინდლი (93. სოუ), ჰანი.
მაყურებელი: 34 000

ვერდერი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 ბარტელსი (9), 2:0 კრუზე (15)
ვერდერი (3-5-2): ვიდვალდი - ველიკოვიჩი, ლ. სანე, მოისანდერი - გებრე სელასიე, გრილიჩი (46. დელანი), ეგშტაინი (73. ბარგფრედე), იუნუზოვიჩი, ბაუერი - ბარტელსი (77. გნაბრი), კრუზე
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი (86. ბააკი), ს. ლანგკამპი, ტორუნარიგა, მიტელშტედტი - სკიელბრედი (62. დუდა), ალანი - ესვაინი (73. ჰარაგუჩი), დარიდა, კალუ - იბიშევიჩი
მაყურებელი: 42 100

დარმშტადტი-ფრაიბურგი 3:0
გოლები: 1:0 პლატე (22), 2:0 გონდორფი (45+1), 3:0 შიპლოკი (65)
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - სირიგუ (63. შტაინჰიოფერი), ბანგაარდი, ზულუ, ჰოლანდი - კამავუაკა, ჰამით ალთინთოფი - ჰელერი, გონდორფი (80. როზენტალი), ვრანჩიჩი - პლატე (55. შიპლოკი)
ფრაიბურგი (4-2-2-2): შვოლოვი - იგნიოვსკი, სოიუნჩუ (46. გულდე), კემპფი, გიუნტერი - ჰიოფლერი, ფრანტცი - ო. ბულუთი (54. ფილიპი), ჰაბერერი (62. პ. შტენცელი) - პეტერსენი, ნიდერლეხნერი
მაყურებელი: 17 400

ლაიპციგი-ინგოლშტადტი 0:0
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ბერნარდო (89. ბურკი), ილსანკერი, უპამეკანო, ჰალსტენბერგი (72. შმიტცი) - დემე, კეიტა - ზაბიტცერი, ფორსბერგი - პოულსენი, ვერნერი (67. ზელკე)
ინგოლშტადტი (3-4-3): ჰანსენი - მ. მატიპი, როჯერი, ტისერანდი - ჰადერგონაი, მორალესი, კოენი, ზუტნერი - ლეკი (37. ლექსი), ლესკანო (88. კრისტიანსენი), კიტელი (75. ა. იუნგი)
მაყურებელი: 41 053

ვოლფსბურგი-ბაიერნი 0:6
გოლები: 0:1 ალაბა (19), 0:2 ლევანდოვსკი (36), 0:3 ლევანდოვსკი (45), 0:4 რობენი (66), 0:5 თ. მიულერი (80), 0:6 კიმიხი (85)
ვოლფსბურგი (4-1-2-2-1): კასტეელსი - ბლაშჩიკოვსკი (46. ვიეირინია), კნოხე, როდრიგესი (67. სეგუინი), გერჰარდტი - ლუის გუსტავო - ბაზური, არნოლდი - დიდავი (79. ნტეპი), ჰორნი - გომესი
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - ლამი (71. რაფინია), ხავი მარტინესი, ჰუმელსი (68. ბერნატი), ალაბა - კიმიხი, ტიაგო ალკანტარა (75. რენატო სანჩესი) - რობენი, თ. მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი
გაძევება: ლუის გუსტავო (78)
მაყურებელი: 30 000

აუგსბურგი-ჰამბურგი 4:0
გოლები: 1:0 ჰალილ ალთინთოფი (28), 2:0 ჰალილ ალთინთოფი (42), 3:0 მაქსი (76), 4:0 ბობადილია (85)
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი - კორი, ბაიერი (88. კალსენ-ბრაკერი) - შმიდი, ჰალილ ალთინთოფი (80. ბობადილია), მაქსი (86. ჟი) - ფინბოგასონი
ჰამბურგი (4-2-3-1): მიკელი - დიკმაიერი, კ. პაპადოპულოსი, მავრაი, ოსტჟოლეკი (63 იატა) - გ. საკაი, უოლასი (46. იუნგი) - ჰანტი, ჰოლტბი, გრეგორიჩი (46. ლასოგა) - ვუდი
მაყურებელი: 30 660

ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 ჰიუბნერი (90)
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ჰიუბნერი - კადერაბეკი, დემირბაი (79. სალაი), რუდი, ამირი (74. რუპი), ცუბერი - ვაგნერი, კრამარიჩი (62. უთი)
აინტრახტი (3-4-3): ჰრადეცკი - მ. ჰექტორი, აბრაამი, რუსი - ვარელა (92. ჰრგოტა), ჩენდლერი, შტენდერა (79. დ. ბლუმი), ოჩიპკა - ბარკოკი, სეფეროვიჩი (84. რებიჩი), ფაბიანი
მაყურებელი: 30 150

ბომბარდირები: 28 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 27 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 23 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 17 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური
5 მაისი:
კიოლნი-ვერდერი;

6 მაისი:
ბაიერნი-დარმშტადტი, დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი, გლადბახი-აუგსბურგი, ინგოლშტადტი-ლევერკუზენი, აინტრახტი-ვოლფსბურგი, ჰერტა-ლაიპციგი;

7 მაისი:
ჰამბურგი-მაინცი, ფრაიბურგი-შალკე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული