ლაიპციგელთა გარემარბმა მარსელ ზაბიტცერმა ანგარიში 65-ე წამზე გახსნა! თუმცა "ბაიერნმა" "ლაიპციგს" მალევე გასცა პასუხი: მსაჯმა საქსონიელთა კარში პენალტი დანიშნა (მიუხედავად იმისა, რომ ბერნარდო ბურთს მკერდით შეეხო), რომელიც რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა.
ეს იყო პოლონელის 29-ე გოლი ამ სეზონში და მე-17 გოლი 2017 წელს. თუმცა
სპექტაკლის მომდევნო გმირი ტიაგო ალკანტარა იყო, რომელმაც მე-60 წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ ხუთ წუთში ვერნერმა ტაბლოზე 4:2 დააფიქსირა (ტიმოს 21-ე გოლი ამ სეზონში). 14 წუთი ისე გავიდა, გოლი აღარ გასულა, მაგრამ 84-ე წუთიდან ბავარიელებმა საქსონიელთა კარი სამჯერ დალაშქრეს და თამაში თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს:
ლევანდოვსკიმ სხვაობა შეამცირა, დავიდ ალაბამ 91-ე წუთზე ანგარიში ჯარიმით გაათანაბრა, მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე კი არიენ რობენმა "ბაიერნს" გამარჯვება მოუტანა.
საბოლოოდ, 4:5 ჩემპიონის სასარგებლოდ და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ "ბაიერნს" ამ სეზონში ერთ მატჩში 4 გოლი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა გაშვებული - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "რეალთან"...
გერმანიის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილი და ბუნდესლიგამ ბოლო ტურისთვის ერთადერთი რეალური ინტრიგა დაგვიტოვა. ეს იქნება გადარჩენისთვის ბრძოლის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს "ჰამბურგი" და "ვოლფსბურგი" დაუპირისპირდებიან. "დარმშტადტი" ამ ტურამდეც გავარდნილი იყო, ამ ტურში კი მას "ინგოლშტადტიც" მიჰყვა. დაგვრჩა ბრძოლა მე-15 ადგილისთვის და დუელი, რომელიც ბოლო ტურის ცენტრალური შეხვედრა იქნება.
მოგეხსენებათ, მე-16 ადგილზე გასული გუნდი პლეი ოფში მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანს უნდა შეხვდეს. ბოლო ტურის წინ მე-16 ადგილზე "ჰამბურგია", რომელიც ორი ქულით ჩამორჩება მე-15 "ვოლფსბურგს". და ეს გუნდები ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან!
მართალია, "ვოლფსბურგის" დარად, "აუგსბურგსა" და "მაინცსაც" 37-37 ქულა აქვთ, მაგრამ ამ გუნდებს საფრთხე აღარ ემუქრებათ, რადგან თუ "ჰამბურგი" "ვოლფსბურგს" დაამარცხებს, სწორედ "ვოლფსბურგი" აღმოჩნდება მე-16 ადგილზე, თუ არა და, თავად "ჰამბურგი". ასე რომ, ბოლო ტურში ჰამბურგში დრამატული ფინალი გველოდება!
XXXIII ტური
ლევერკუზენი-კიოლნი 2:2
გოლები: 0:1 იოიჩი (14), 0:2 კლიუტნერი (49), 1:2 კისლინგი (60), 2:2 პოჰიანპალო (71)
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰენრიხსი, იედვაი, თაა, ვენდელი - ბაუმგარტლინგერი, არანგისი (57. კამპლი) - ჰავერტცი (86. ბაილი), ბრანდტი - კისლინგი, ჩიჩარიტო (68. პოჰიანპალო).
კიოლნი (4-1-4-1): ტ. ჰორნი - კლიუტნერი, სიორენსენი, სუბოტიჩი, ჰაინტცი - მ. ლემანი - ცოლერი (46. ოსაკო), იოიჩი (75. რაუში), ი. ჰექტორი, ბიტენკური (57. ჰიოგერი) - მოდესტე.
მაყურებელი: 30 210
შალკე-ჰამბურგი 1:1
გოლები: 1:0 ბურგშტალერი (25), 1:1 ლასოგა (92)
შალკე (4-2-2-2): ფერმანი - კერერი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, კოლაშინაცი - გორეტცკა, ბენტალები (91. გაისი) - ჩოკე, დ. კალიჯური (61. ავდიჯაი) - ჰუნტელაარი (80. სტამბული), ბურგშტალერი.
ჰამბურგი (4-2-3-1): მათენია - დიკმაიერი (85. ლასოგა), კ. პაპადოპულოსი, იუნგი, გ. საკაი - იანჯიჩი (78. გრეგორიჩი), ოსტჟოლეკი - იატა (72. ვალდშმიდტი), ჰოლტბი, კოსტიჩი - ვუდი.
მაყურებელი: 61 500
მაინცი-აინტრახტი 4:2
გოლები: 0:1 ჰრგოტა (42), 0:2 სეფეროვიჩი (50), 1:2 კორდობა (60), 2:2 ბელი (62), 3:2 მუტო (76), 4:2 დე ბლაზისი (93-პენ)
მაინცი (4-2-3-1): ჰუთი - დონატი, ბელი, ბალოგუნი, ბროზინსკი - გბამინი, ფ. ფრაი (75. ლატცა) - იოზთუნალი (46. მუტო), ბოიან კრკიჩი, დე ბლაზისი - კორდობა (87. კუაისონი).
აინტრახტი (3-5-2): ჰრადეცკი - მ. ჰექტორი, აბრაამი, ოჩიპკა - ჩენდლერი, ბარკოკი (69. ბესუშკოვი), გაჩინოვიჩი, ფაბიანი, ტავათა (79. რებიჩი) - სეფეროვიჩი (76. ვარელა), ჰრგოტა.
მაყურებელი: 34 000
ვოლფსბურგი-გლადბახი 1:1
გოლები: 0:1 ვესტერგაარდი (24), 1:1 გომესი (58)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ს. იუნგი, კნოხე, ლუის გუსტავო, ჰორნი - გილავოგი, არნოლდი - ბაზური, დიდავი (59. მალი), ნტეპი (59. ოსიმჰენი) - გომესი.
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - ელვედი (75. შტრობლი), ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ნ. შულცი - კრამერი, დაჰუდი - ტრაორე (71. რაფაელი), ჰოფმანი (66. ფ. ჯონსონი) - ჰანი, შტინდლი.
მაყურებელი: 28 721
აუგსბურგი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (29), 1:1 ობამეიანგი (32)
აუგსბურგი (4-2-3-1): ლუთე - ვერჰეგი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი (68. კაიუბი) - კორი, დ. ბაიერი - შმიდი (87. ტაიგლი), ჰალილ ალთინთოფი, მაქსი - ფინბოგასონი (92. ჟი).
დორტმუნდი (5-3-2): ბიურკი - პიშჩეკი, გინტერი (89. როდე), სოკრატისი, შმელცერი, გერეირო (80. პულიშიჩი) - დემბელე, ვაიგლი (23. დურმი), კაგავა - ობამეიანგი, როისი.
მაყურებელი: 30 660
ვერდერი-ჰოფენჰაიმი 3:5
გოლები: 0:1 სალაი (7), 0:2 კრამარიჩი (11), 0:3 ცუბერი (40), 0:4 კრამარიჩი (49), 0:5 ბიჩაქჩიჩი (51), 1:5 გებრე სელასიე (59), 2:5 ბარგფრედე (86), 3:5 ბაუერი (90)
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიდვალდი - ბაუერი, ლ. სანე, ველიკოვიჩი, გებრე სელასიე - მ. ეგშტაინი (54. ს. გარსია) - იუნუზოვიჩი, დელანი (75. კაინცი) - გნაბრი (54. ბარგფრედე) - ბარტელსი, კრუზე.
ჰოფენჰაიმი (4-3-3): ბაუმანი - კადერაბეკი, ზიულე (60. ტოლიანი), ბიჩაქჩიჩი, ცუბერი - დემირბაი, ფოგტი, რუდი - უთი (63. ამირი), სალაი (69. ვაგნერი), კრამარიჩი.
მაყურებელი: 41 000
დარმშტადტი-ჰერტა 0:2
გოლები: 0:1 კალუ (14), 0:2 ტორუნარიგა (28)
დარმშტადტი (4-2-3-1): ფერნანდესი - სირიგუ, ბანგაარდი, ზულუ, ჰოლანდი - კამავუაკა (34. როზენტალი), ჰამით ალთინთოფი - ჰელერი (84. გორკა), გონდორფი, ვრანჩიჩი (64. შტრო-ენგელი) - პლატე.
ჰერტა (4-2-2-2): იარშტაინი - პეკარიკი, შტარკი (81. ბააკი), ტორუნარიგა, პლატენჰარდტი - დარიდა, ალანი - ესვაინი (63. ვაიზერი), ჰარაგუჩი - იბიშევიჩი, კალუ (90. მაიერი).
მაყურებელი: 17 400
ფრაიბურგი-ინგოლშტადტი 1:1
გოლები: 1:0 ფილიპი (31), 1:1 ლესკანო (43)
ფრაიბურგი (4-2-3-1): შვოლოვი - იგნიოვსკი, გულფე, კემპფი, გიუნტერი - ჰიოფლერი, აბრაში - ო. ბულუთი (57. გრიფო), ფილიპი (74. პ. შტენცელი), ჰაბერერი - ნიდერლეხნერი (63. პეტერსენი).
ინგოლშტადტი (3-4-3): ჰანსენი - მ. მატიპი, ბრეგერიე, ტისერანდი - ჰადერგონაი (62. კიტელი), კოენი, როჯერი (62. მორალესი), ზუტნერი (87. ა. იუნგი) - ლეკი, ლესკანო, პ. გროსი.
მაყურებელი: 24 000
ლაიპციგი-ბაიერნი 4:5
გოლები: 1:0 ზაბიტცერი (2), 1:1 ლევანდოვსკი (17-პენ), 2:1 ვერნერი (29-პენ), 3:1 პოულსენი (47), 3:2 ტიაგო ალკანტარა (60), 4:2 ვერნერი (65), 4:3 ლევანდოვსკი (84), 4:4 ალაბა (91), 4:5 რობენი (95)
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ილსანკერი, უპამეკანო, კომპერი, ბერნარდო - კეიტა, დემე - ზაბიტცერი (69. შმიტცი), ფორსბერგი - პოულსენი (76. ზელკე), ვერნერი (80. რ. ხედირა).
ბაიერნი (4-2-3-1): შტარკე - ლამი, ბოატენგი, ალაბა, ბერნატი - კიმიხი (67. თ. მიულერი), ჩაბი ალონსო (61. ვიდალი) - რობენი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი (44. დუგლას კოშტა) - ლევანდოვსკი.
მაყურებელი: 42 558
ბომბარდირები: 30 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 29 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 25 - ენტონი მოდესტე (კიოლნი); 21 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
მომდევნო ტური
20 მაისი:
ბაიერნი-ფრაიბურგი, დორტმუნდი-ვერდერი, გლადბახი-დარმშტადტი, ჰერტა-ლევერკუზენი, კიოლნი-მაინცი, ჰამბურგი-ვოლფსბურგი, ინგოლშტადტი-შალკე, ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი, აინტრახტი-ლაიპციგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"