12:05 29-05-2017
გერმანიის თასი. ფინალი: "დორტმუნდმა" თასი დაიბრუნა! [VIDEO]
AutoSharing Option
"ბაიერნთან" მაშინდელი გამარჯვების შემდეგ "დორტმუნდი" მხოლოდ ერთხელ ვერ გავიდა ფინალში, მერე კი ზედიზედ სამი ფინალი წააგო - ორჯერ "ბაიერნთან", ერთხელ კი "ვოლფსბურგთან". ახლა კი, როგორც იქნა, ვესტფალიელებმა სათასო წყევლა მოიშორეს და "აინტრახტის" დამარცხებით, ეს სეზონი ცოტათი მაინც გადაარჩინეს. "დორტმუნდმა" ისტორიაში მეოთხედ მოიგო გერმანიის თასი და ამ მაჩვენებლით "აინტრახტს" დაეწია. რეკორდი "ბაიერნს" ეკუთვნის - ტიტული 18-ჯერ აქვს მოპოვებული.
მიუხედავად ამისა, დიდი შანსია, რომ "ბორუსიას" თავკაცი თანამდებობიდან გათავისუფლებას მაინც ვერ გადაურჩეს. მართალია, ფინალის შემდეგ ტუხელი საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, მომდევნო სეზონში დორტმუნდს მაინც ახალი დამრიგებელი ეყოლება. "ბილდი" წერს, რომ "ბორუსიას" შეფები ტუხელს მისი გათავისუფლების ამბავს დღეს-ხვალ ამცნობენ.
მიუხედავად იმისა, რომ თომასს "ბორუსიასთან" ხელშეკრულება 2018 წლამდე აკავშირებს, ბოსები მის დატოვებას არ აპირებენ. აქვე ვთქვათ, რომ "დორტმუნდის" დამრიგებლის პოსტზე კლუბის შეფების ფავორიტი ლუსიენ ფავრია, რომელიც ამჟამად "ნიცას" მწვრთნელი გახლავთ.
"დორტმუნდის" ამ გამარჯვებით იხეირა "ფრაიბურგმაც", რომელმაც სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა - იმის გამო, რომ ფინალი "დორტმუნდმა" მოიგო, რომელსაც ევროპალიგის საგზური არაფერში სჭირდებოდა და არა "აინტრახტმა", "ფრაიბურგი" ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
"ბედნიერი ვარ, რადგან გერმანიის თასის მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოვიპოვეთ და ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში დასახულ მიზნებს მივაღწიეთ. რაც შეეხება მომავალს: ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ გუნდის მწვრთნელობა ჩემთვის უდიდესი პატივია.
პირადად მე გუნდში დარჩენა, მუშაობის გაგრძელება და კონტრაქტის ბოლომდე შესრულება მინდა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ასე იქნება. კლუბის ხელმძღვანელები ალბათ ამ დღეებში დამელაპარაკებიან და ერთად გადავწყვეტთ, რა იქნება მომავალში. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დორტმუნდში მუშაობის გაგრძელება მინდა. დანარჩენი ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია", - განაცხადა ტუხელმა მატჩის შემდეგ.
აინტრახტი-დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 უ. დემბელე (8), 1:1 რებიჩი (29), 1:2 ობამეიანგი (67-პენ)
აინტრახტი (3-4-3): ჰრადეცკი - მ. ჰექტორი, აბრაამი, ვალეხო - ჩენდლერი (72. მაიერი), მედოიევიჩი (56. ტავათა), გაჩინოვიჩი, ოჩიპკა - ფაბიანი (79. დ. ბლუმი), სეფეროვიჩი, რებიჩი.
დორტმუნდი (3-5-2): ბიურკი - ბარტრა (79. დურმი), სოკრატისი, შმელცერი (46. კასტრო) - პიშჩეკი, დემბელე, გინტერი, კაგავა, გერეირო - ობამეიანგი, როისი (46. პულიშიჩი).
მაყურებელი: 74 322
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული