ტოლისომ მარიო გიოტცეს შეცდომა გაიმეორა. 2013 წელს გერმანელი ნახევარმცველი ჯერ პრეზენტაციაზე მივიდა Nike-ის მაისურით, შემდეგ კი, პრესკონფერენციაზე იმავე ფირმის ქუდით. გიოტცემ მაშინ შენიშვნა მიიღო. მას განუმარტეს, რომ Nike-თან არსებული პირადი კონტრაქტის მიუხედავად, მას კლუბის ღონისძიებებზე ამ კომპანიის ატრიბუტიკით გამოჩენის უფლება არ აქვს.
ტოლისოს ქმედებასთან დაკავშირებით "ბაიერნის" პოზიცია, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ Adidas-ში, რომელიც "ბაიერნის" არა მხოლოდ სპონსორი, არამედ მეწილეცაა, 22 წლის ფრანგის საქციელით კმაყოფილები არ