Nike vs Adidas - კორენტინ ტოლისო მარიო გიოტცეს შეცდომას იმეორებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული კორენტინ ტოლისო საკუთარ პრეზენტაციაზე კომპანია Nike-ის შორტით გამოცხადდა, რაც "რეკორდმაისტერში" დაუშვებელია.

ტოლისომ მარიო გიოტცეს შეცდომა გაიმეორა. 2013 წელს გერმანელი ნახევარმცველი ჯერ პრეზენტაციაზე მივიდა Nike-ის მაისურით, შემდეგ კი, პრესკონფერენციაზე იმავე ფირმის ქუდით. გიოტცემ მაშინ შენიშვნა მიიღო. მას განუმარტეს, რომ Nike-თან არსებული პირადი კონტრაქტის მიუხედავად, მას კლუბის ღონისძიებებზე ამ კომპანიის ატრიბუტიკით გამოჩენის უფლება არ აქვს.

ტოლისოს ქმედებასთან დაკავშირებით "ბაიერნის" პოზიცია, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ Adidas-ში, რომელიც "ბაიერნის" არა მხოლოდ სპონსორი, არამედ მეწილეცაა, 22 წლის ფრანგის საქციელით კმაყოფილები არ
დარჩებოდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული