"ჯანმრთელი რობენი" - ეს სიტყვათშეთანხმება საფეხბურთო ოქსიმორონებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს.
ჰოლანდიელმა, შესაძლოა, თითქმის მთელი სეზონი ტრავმის გარეშე გაატაროს, როგორც ეს გასულ სეზონში მოხდა, მაგრამ ადრე თუ გვიან, ის მაინც შეგვახსენებს, რომ "შუშის" ფეხბურთელია.
ასე მოხდა ამჯერადაც - "ბაიერნის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, რობენმა ტრავმა შვებულებაში ყოფნისას, ჩოგბურთის თამაშის დროს მიიღო. 33 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა და ის იძულებული გახდა, მკურნალობის კურსის ჩასატარებლად, მიუნხენში დარჩენილიყო.