"ჩვენს გუნდში არასოდეს გამოჩნდება ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ხამესია. გიგანტური ფინანსური შესაძლებლობები უნდა გქონდეს, მისი ფინანსური მადის დაკმაყოლილება რომ შეძლო. ჩვენ შეგვეძლო მისი აყვანა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. კი, გადავუხდიდით იმ ფულს, რომელსაც ითხოვდა, მაგრამ მაშინ რა გვეთქვა ჩვენი სხვა ფეხბურთელებისათვის?!" - თქვა ვატცკემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"