"მომავალ სეზონში გუნდის პროგრამა-მინიმუმი ევროპალიგის საგზურის მოპოვება იქნება, მაგრამ ეს არ დაგვაკმაყოფილებს. ჩვენ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგას დავუბრუნდეთ. გუნდში თავმოყრილი ფეხბურთელებით ნამდვილად შესაძლებელია მაღალი მიზნების მიღწევა." - თქვა ფიოლერმა.
გასულ სეზონში "ლევერკუზენი" გერმანიის ჩემპიონატში მე-12 ადგილზე გავიდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"