"ნოიერი პირველ ნომრად რჩება. ის გუნდში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. სწორედ ნოიერი მიიღებს გუნდის კაპიტნის სამკლავურს ფილიპ ლამისაგან. ის ამას იმსახურებს. ნოიერი ლიდერია და ეს არა მხოლოდ მინდორზე ჩანს, არამედ მინდვრის გარეთაც." - თქვა რუმენიგემ.
საინტერესოა, რომ ნოიერი გერმანიის ნაკრების კაპიტანიცაა. მან ეს პატივი ბასტიან შვაინშტაიგერისაგან გადაიბარა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"