ფრანც ბეკენბაუერი: გერმანიას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა განაცხადა, რომ გასაკვირი არ იქნება, თუ გერმანიის ნაკრები 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მუნდიალი ბრაზილიაში გაიმართება.

"ამბობთ, რომ ფილიპ ლამი უკვე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულზე ალაპარაკდა? და რატომაც არა?

რა თქმა უნდა, ბრაზილიაში გამარჯვება უფრო იოლი არ იქნება, ვიდრე, ვთქვათ, 2006 წელს. მას შემდეგ მსოფლიო ფეხბურთში ეს
პანელთა დომინირების ხანა დადგა.

მაგრამ ოდესმე ეს პერიოდიც დასრულდება.

მიმაჩნია, რომ გერმანიის ნაკრები საკმარისად ძლიერია და მსგავსი წარმატების მიღწევის წინაპირობა გააჩნია. უბრალოდ, ტურნირისთვის სათანადოდ
მომზადებაა საჭირო"
, - განაცხადა ბეკენბაუერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული