ნეიმარი? არა მგონია, ხავი მარტინესის ტრანსფერზე მეტი ვინმეში გადავიხადოთ

AutoSharing Option
ბოლო დროს გავრცელებული ხმების თანახმად, შესაძლოა ნეიმარი "ბარსელონას" კი არა, არამედ "ბაიერნს" დარჩეს.

მისი გადაბირებით "ბაიერნის" მომავალი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა არის დაინტერესუბი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საქმისგან არაფერი გამოვა.

ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გააკეთა კომენტარი: "არა მგონია, უახლოეს წლებში რომელიმე ფეხბურთელი შევიძინოთ, ვინც ხავი მარტინესზე მეტი ეღირება".

შეგახსენებთ, რომ ხავი მარტინესში "ბაიერნმა" "ბილბაოს" 40 მილიონი ევრო გადაუხადა, ნეიმარი კი აშკარად უფრო ძვირი ღირს.

ასევე იხილეთ:
ნეიმარი: გვარდიოლასთან სიამოვნებით ვიმუშავებდი...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული