ბუნდესლიგა. XXXII ტური: ეს ჟურნალი იყო, კინოს "უემბლიზე" ვნახავთ [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 32-ე ტურის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის გენერალური რეპეტიცია იყო.

"დორტმუნდისა" და "ბაიერნის" ეს ჯახიც (ისევე, როგორც პირველ წრეში) ფრედ დამთავრდა, მაგრამ თამაში ძალიან დაძაბული და ემოციებით დატვირთული გამოვიდა.

შეხვედრის მსვლელობის დროს ვითარება რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დიდი ამბები გველის.

ერთი რამ კი აქედანვე შეიძლება ითქვას: "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი და "დორტმუნდის" თავკაცი იურგენ კლოპი ამ მატჩის შემდეგ ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან.

ყველაფერი ასე დაიწყო: 65-ე წუთზე რაფინიამ
ბლაშჩიკოვსკის
ხელი სახეში უთავაზა, რის გამოც მეორე ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი აუფრიალეს.

მოედნიდან გასვლამდე ბრაზილიელმა კუბას სახეზე თითი მიაჭირა და კარგს ნაღდად არაფერს ეუბნებოდა, რის შემდეგაც ვითარება უკიდურესად დაიძაბა. კლოპმა რაფინიას უღრიალა, ამ უკანასკნელმა კი "დორტმუნდის" მწვრთნელსაც გაუშალა ხელები და ემუქრებოდა.

ამ დროს საქმეში ზამერი ჩაერთო - კლოპთან მივარდა და სახეში შეღრინა! ამის შემდეგ იურგენმა და მათიასმა რამდენიმე სიტყვა გაცვალეს და ფაქტია, რომ აღარასოდეს დამეგობრდებიან.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომხდარს "დორტმუნდის" ფანები მყისვე გამოეხმაურნენ - "იუდა, იუდას" სკანდირებდნენ! გეხსომებათ, მათიას ზამერს კარიერის საუკეთესო წლები სწორედ "დორტმუნდში" აქვს გატარებული. 1997 წელს მან "ბორუსიასთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მერე კი დორტმუნდელთა მწვრთნელიც გახლდათ და 2002 წელს ბუნდესლიგა მოაგებინა.

"მომხდარს სერიოზულად ნუ მიიღებთ. ჩვენ საკმაოდ ემოციურად, მაგრამ გულახდილად ვუთხარით ერთმანეთს ჩვენი აზრი", - განაცხადა მატჩის შემდეგ ზამერმა.

"არ მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყურადღების ცენტრში ზამერი და მე ვიყოთ. იმედია, ფინალის მთავარი თემა ფეხბურთი იქნება",
- ეს კლოპის სიტყვებია.

გიოტცესაც მოხვდა!
აქვე გეტყვით, რომ "დორტმუნდის" გულშემატკივრების რისხვა მხოლოდ ზამერს როდი დაატყდა - "ბორუსიას" ქომაგებმა, რა თქმა უნდა, მარიო გიოტცესაც წაკბინეს.

20 წლის "გიოტცინიოს" "ბაიერნთან" არ უთამაშია. ფაქტია, რომ ამ სეზონში აღარც ითამაშებს და რაკი მომდევნო სეზონიდან "ბაიერნის" ფეხბურთელი უნდა გახდეს, სამხრეთ ტრიბუნაზე ფანებმა ასეთი შინაარსის ტრანსფარანტი გადმოუფინეს: "ფულისკენ მიდრეკილება გვიჩვენებს, რამდენად გულიანია ადამიანი. დაახვიე, გიოტცე!"

იყო თუ არა გიოტცე სტადიონზე, არავინ იცის. იქ, სადაც "დორტმუნდის" ტრავმირებული ფეხბურთელები სხედან ხოლმე, მარიო არ შეუნიშნავთ, მაგრამ გიოტცე ახლა მარტო ტრავმირებული არაა - ის დორტმუნდში უკვე საყოველთაოდ ათვალწუნებული ტიპია...

რაც შეეხება სხვა მატჩებს და შემორჩენილ ინტრიგებს
"შალკემ" მიონხენგლადბახში მოპოვებული გამარჯვებით (1:0) მეოთხე ადგილის დაკავებისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა, თუმცა გელზენკირხენულ კლუბს ჯერ კიდევ ვაჟკაცურად მისდევს "აინტრახტი" - ფრანკფურტელებმა "ფორტუნა" 3:1 დაამარცხეს და "შალკეს" სამი ქულით ჩამორჩებიან.

თუმცა "აინტრახტი", ალბათ, მაინც ევროპალიგის საგზურს უნდა დასჯერდეს.

არმინ ფეეს
გუნდთან ერთად, საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის საუკეთესო შანსი ისევ "ფრაიბურგს" აქვს - ბრაუსგაუელებმა გადარჩენისთვის მებრძოლ "აუგსბურგს" მოუგეს და მეშვიდეადგილოსან "ჰამბურგს" (1:1 ვოლფსბურგთან) სამი ქულით გაასწრეს, რაც სეზონის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე, დიახაც, დიდი ფორაა.

ექვსეულში მოხვედრის თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს "გლადბახსაც", პრაქტიკული კი - არა.

გადარჩენისთვის ბრძოლაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. "ჰოფენჰაიმმა" "ვერდერს" 0:2 2:2-მდე აუქაჩა და ქულა მოიპოვა, "ფორტუნა" და "აუგსბურგი" კი დამარცხდნენ ("ფიურტმა" მოიგო, მაგრამ "ფიურტი" უკვე გავარდნილია).

"ჰოფენჰაიმს" შანსი აქვს და ბოლომდე იბრძოლებს - თანაც, "აუგსბურგი" მომდევნო ტურში "ბაიერნს" სტუმრობს...

ბუნდესლიგა. XXXII ტური
გლადბახი-შალკე 0:1
გოლი: 0:1 დრაქსლერი (82)
გლადბახი (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - მარქსი (84. იუნესი), ჯაკა - ჰერმანი, არანგო - მლაპა (69. ჰრგოტა), ჰანკე (74. დე იონგი).
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა (46. ჰიოგერი), ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი - ნოიშტედტერი, ჯონსი - მიშელ ბასტოსი (83. მაიერი), რაფაელი (85. ფუხსი), დრაქსლერი - ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: დემსი, ალვარო დომინგესი - ჯონსი, დრაქსლერი, ჰუნტელაარი
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 14-22; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 12(0)-15(5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 54 010

შტუტგარტი-ფიურტი 0:2
გოლები: 0:1 გ. საკაი (51-საკ. კარში), 0:2 აზემი (89)
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - გ. საკაი, რიუდიგერი, ფელიპე, მოლინარო - გენტნერი, ბოკა (77. ჰოლცჰოიზერი) - მაქსიმი, ტრაორე - ოკაზაკი (67. მაკედა), ჰარნიკი.
ფიურტი (4-1-4-1): ჰესლი - ნერიგი, სოებიხი, მავრაი, ბაბა - გაისი (46. პეცოსი) - კლაუსი (80. აზემი), ფიურშტნერი, პრიბი, პლედლი (34. მ. ციმერმანი) - ჯურჯიჩი.
76-ე წუთზე ნერიგმა (ფიურტი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: გ. საკაი - პეცოსი, ფიურშტნერი
გაძევება: რიუდიგერი (74. შტუტგარტი)
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 17-23; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14(4)-10(4); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 48 300

ჰანოვერი-მაინცი 2:2
გოლები: 0:1 ნ. მიულერი (25), 1:1 ზობიხი (36), 2:1 მ. დიუფი (70), 2:2 ნ. მიულერი (79)
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჰ. საკაი, ჰაგი, კ. შულცი, პოკონიოლი - ჰოფმანი, და სილვა პინტუ - შლაუდრაფი (62. ია კონანი), შტინდლი - აბდელაუ (35. ზობიხი), მ. დიუფი (93. ჩაჰედი).
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ზაბავნიკი - ზიმლინგი - ბაუმგარტლინგერი, მ. კალიჯური (76. სოტო) - მალი (71. რისსე) - ნ. მიულერი, რუკავიცა (54. შ. პარკერი).
გაძევება: კ. შულცი (65. ჰანივერი)
გაფრთხილება: და სილვა პინტუ - ნ. მიულერი, ზიმლინგი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 1-11; კარში დარტყმა: 13(5)-10(6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 47 000

ვერდერი-ჰოფენჰაიმი 2:2
გოლები: 1:0 ჰანტი (2-პენ), 2:0 დე ბრუინი (24), 2:1 შიპლოკი (85), 2:2 შიპლოკი (91)
ვერდერი (4-2-3-1): მილიტცი - ფრიტცი (74. გებრე სელასიე), პრიოდლი, სოკრატისი, იგნიოვსკი (82. შმიტცი) - კროოსი (85. ლუკიმია), ბარგფრედე - დე ბრუინი, ჰანტი, იოზ. ილდირიმი - პეტერსენი.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ბეკი, აბრაამი, ვესტერგაარდი, თესკერი - ვაისი (76. დე კამარგო), რუდი (66. შიპლოკი) - ვოლანდი, სალიჰოვიჩი, ჯონსონი (46. ლუდვიგი) - რობერტო ფირმინიო.
გაფრთხილება: ფრიტცი, კროოსი, ბარგფრედე - აბრაამი, ვესტერგაარდი, შიპლოკი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 23-15; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 18(3)-13(5); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 41 000

ნიურნბერგი-ლევერკუზენი 0:2
გოლები: 0:1 თოფრაქი (26), 0:2 კისლინგი (62-პენ)
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ბალიჩი, ნილსონი, კლოზე, პლატენჰარდტი - შტარკი (78. ფოილნერი), სიმონსი - მაკი, კიოტაკე, ფრანტცი (78. მენდლერი) - ესვაინი (65. პეკჰარტი).
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, თოფრაქი, ბიონიში - რაინარტცი - კასტრო (63. ლ. ბენდერი), როლფესი - სემი (84. შვააბი), შიურლე (73. ჰეგელერი) - კისლინგი.
81-ე წუთზე სემმა (ლევერკუზენი) ვერ გაიტანა პენალტი (ძელი)
გაფრთხილება: კლოზე, ფოილნერი - ჰეგელერი
კუთხური: 14-8; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 16(3)-20(2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 40 581

აინტრახტი-ფორტუნა 3:1
გოლები: 1:0 ა. მაიერი (30), 2:0 ლაკიჩი (50), 2:1 დ. შაჰინი (78), 3:1 ა. მაიერი (87)
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი - ს. იუნგი (49. ჩელოცი), სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - როდე, რუსი - აიგნერი (89. ჯაპკა), ა. მაიერი, ინუი (68. შტენდერა) - ლაკიჩი.
ფორტუნა (4-4-2): გიფერი - ლეველსი, ლანგენეკე, მალეზასი, ხუანანი - რაიზინგერი (59. დ. შაჰინი), ბოძეკი (82. ტეშე), ო. ფინკი (59. ლამბერტცი), ბელინგჰაუზენი - ომაე, კრუსი.
გაფრთხილება: რუსი - მალეზასი, ბოძეკი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 17(7)-6(2); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 51 500

დორტმუნდი-ბაიერნი 1:1
გოლები: 1:0 გროსკროიტცი (11), 1:1 გომესი (23)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - კელი (71. როისი), ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი (84. ს. ბენდერი), გიუნდოგანი (14. ლაიტნერი), შიბერი - ლევანდოვსკი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, ბოატენგი, კონტენტო - ტიმოშჩუკი, ლუის გუსტავო - შაჩირი, პისარო (76. თ. მიულერი), ალაბა (92. ჰოიბერგი) - გომესი (67. ჩანი).
მე-60 წუთზე ლევანდოვსკიმ (დორტმუნდი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: ბლაშჩიკოვსკი - ტიმოშჩუკი, ლუის გუსტავო, ბოატენგი, ჩანი
გაძევება: რაფინია (65. ბაიერნი)
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11(3)-6(2); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 80 645

ფრაიბურგი-აუგსბურგი 2:0
გოლები: 1:0 მაკიადი (30), 2:0 შმიდი (61)
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა, ჰიონი, დიანიე (46. გინტერი), ზორგი - შუსტერი (81. ფლუმი), მაკიადი - შმიდი, დ. კალიჯური - როზენტალი (77. სანტინი), მ. კრუსე.
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, დე იონგი - ბაიერი - ჰანი (77. მუსონა), მორავეკი, ჟი, ვერნერი (62. იორლი) - მიოლდერსი (82. ს. ჰაინი).
გაფრთხილება: დიანიე, ზორგი, გინტერი - კალსენ-ბრაკერი, ს. ჰაინი
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 17(10)-19(6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 24 000

ჰამბურგი-ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 1:0 ვესტერმანი (45), 1:1 ჰასებე (65)
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - დიკმაიერი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, ლამი (88. ბრუმა) - რინკონი (78. ილიჩევიჩი), ბადელი - სონი, ვან დერ ვაარტი, ირაჩეკი (84. ბაისტერი) - რუდნევსი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ჰასებე, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - მედოიევიჩი, პოლაკი - ვიეირინია (85. მ. შეფერი), არნოლდი (64. პერიშიჩი), დიეგო - ოლიჩი (64. დოსტი).
გაფრთხილება: სონი, რინკონი, დიკმაიერი - ვიეირინია, პერიშიჩი
კუთხური: 4-9; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 15(8)-19(8); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 50 135

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
ბომბარდირები: 23 - კისლინგი (ლევერკუზენი), ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 15 - მანჯუკიჩი (ბაიერნი), ა. მაიერი (აინტრახტი); 13 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), სალაი (მაინცი).

მომდევნო ტური

11 მაისი.

ბაიერნი-აუგსბურგი, შალკე-შტუტგარტი, ლევერკუზენი-ჰანოვერი, ვოლფსბურგი-დორტმუნდი, ვერდერი-აინტრახტი, ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი, მაინცი-გლადბახი, ფიურტი-ფრაიბურგი, ფორტუნა-ნიურნბერგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იუპ ჰაინკესი: ბევრს ეგონა, დორტმუნდი-ბაიერნი მოსაწყენი იქნებოდა... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული