მიზეზი ყველასთვის ნათელი იყო. ემოციური ფონი და მით უფრო ალკოჰოლი ფეხბურთელებს კატალონიურ გრანდთან დათვურ სამსახურს გაუწევდა. ამ შაბათს ბუნდესლიგის 23-გზის გამარჯვებულები ბავარიულ დერბიში "აუგსბურგს" უმასპინძლებენ. თამაშის დასრულების შემდეგ კაპიტანი ფილიპ ლამი ვერცხლისფერ "სასალათეს" ოფიციალურად ჩაიბარებს.
"ალიანს არენაზე" ჩატარდება ტრადიციული საზეიმო ღონისძიებები. მათ შორის იქნება "პაულანერით" "ბანაობა", ტკბილეულის წვიმა და კლუბის ჰიმნის (Stern des Stdens, ანუ "სამხრეთის ვარსკვლავი") მოსმენა. დაჯილდოების შემდეგ
ფანებს ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე შეეძლებათ ჩემპიონობის აღნიშვნა. ამისთვის ორკესტრი, მომღერლები და მოცეკვავეები ადგილობრივი დროით 14:15 საათიდან იზრუნებენ. კონცერტის დევიზი იქნება Mia san boarisch, რაც ადგილობრივ დიალექტზე "როგორც ჩვენ ბავარიელებს" ნიშნავს.
ზეიმის ორგანიზატორებმა გულშემატკივრებს მოუწოდეს, რომ სტადიონზეც და ყველა სხვა დაგეგმილ ღონისძიებაზეც ტრადიციულ ბავარიულ სამოსში გამოწყობილებმა მიაშურონ. თამაშამდე შეკრებილ გულშემატკივარს შეეძლება სხვადასხვა თაობის 22 ლეგენდარული მოთამაშის შესახებ კადრების ხილვა. მათ შორის - ფრანც ბეკენბაუერის, გერდ მიულერის, ზეპ მაიერის, ლოთარ მათეუსის, ოლივერ კანისა და როი მაკაის.
P.S. შესაძლოა, ამ ინფორმაციამ შედარებით ნაკლები ყურადღება მიიპყროს, მაგრამ "ბაიერნის" ჭეშმარიტი ფანებისთვის ის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს: პეპ გვარდიოლა რეკორდმაისტერს პირველად 26 ივნისს უხელმძღვანელებს ვარჯიშზე, სამწვრთნელო დებიუტი კი 13 ივლისს "ზონენჰოფთან" ამხანაგურ შეხვედრაში შედგება.
ამას გარდა, ცნობილია საზაფხულო მზადების გეგმაც:
4-12 ივლისი: შეკრება ტრენტინოს ბაზაზე.
13 ივლისი: შეხვედრა "ზონენჰოფთან".
14 ივლისი: საქველმოქმედო შეხვედრა როსტოკის "ჰანზასთან".
20 ივლისი: ტელეკომის თასი. "ბაიერნი"-"დორტმუნდი".
21 ივლისი: ტელეკომის თასი. ფინალი ან შეხვედრა მე-3 ადგილისთვის.
24 ივლისი: ული ჰიონესის თასი. "ბაიერნი"-"ბარსელონა".
27 ივლისი: გერმანიის სუპერთასი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXXII ტური: ეს ჟურნალი იყო, კინოს "უემბლიზე" ვნახავთ [VIDEO]