ფელიპე სანტანა "დორტმუნდიდან" "შალკეში" გადავიდა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, დორტმუნდის "ბორუსიას" 27 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ფელიპე სანტანა "შალკეში" გადავიდა.

ის 2016 წლამდე "ხუმარების" რიგებში ითამაშებს. წინა დღით ის "ფეისბუქის" საშუალებით დაემშვიდობა "დორტმუნდის" ფანებს. შეგახსენებთ, რომ სანტანა "მალაგასთან" პლეი ოფის მატჩის გმირია, თუმცა ისეთ კლუბში გადავიდა, ამიერიდან "დორტმუნდის" ფანებისთვის საძულველი ფეხბურთელი გახდება. "შალკე" და "დორტმუნდი" ერთმანეთის დიდი მტრები არიან გერმანიაში. მათი დერბი ყოველთვის დაძაბულია.

შეგახსენებთ, რომ წინა დღით გაირკვა, რომ "დორტმუნდმა" "ვერდერის" ბერძენი მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსი შეიძინა. 24 წლის ბერძენმა იურგენ კლოპის გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ასევე იხილეთ:

გადაწყდა: სანტანა "დორტმუნდიდან" მიდის!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული