მიუნხენის "ბაიერნმა" რიბერის და ვან ბუიტენს კონტრაქტები გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" გუნდის ორ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გააცხადა.

30 წლის ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

გასულ სეზონში ფრანგის ანგარიშზე ბუნდესლიგის 27 მატჩში 10 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

ასევე ახალი ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა კლუბთან 35 წლის დანიელ ვან ბუიტენმა. 2012/13 წლების სეზონში ბელგიელმა სხვადასხვა ტურნირის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"გასულ სეზონში ფრანკმა და დანიელმა საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს. რთულ სიტუაციებში მათი ნდობა შეიძლება",
- თქვა "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

მომზადე
ბულია fcbayern.telekom.de-ს მიხედვით

ასევე
იხილეთ:
ფრანკ რიბერი: "ბაიერნში" კონტრაქტიც კი არ მჭირდება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული