მას მერე, რაც დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ პოლონელ თავდამსხმელს "ბაიერნში" გადასვლა აუკრძალა, ლევანდოვსკიმ ბოსს ღიად შეუტია!
რობერტმა თქვა, ვატცკემ სიტყვა გატეხაო. როგორც ირკვევა, შეფმა პოლონელს სიტყვა მისცა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გაუშვებდა. ვატცკე დაპირებას უარყოფს, მაგრამ "ბილდის" ინფორმაციით, ლევანდოვსკი მტკიცებულებების წარმოდგენას გეგმავს!
ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ პოლონელი იმუქრება, დავამტკიცებ, რომ ვატცკე ცრუობს და რომ მართლა დამპირდა გაშვებასო.
"ბილდის" მტკიცებით, პოლონელი გოლეადორი "დორტმუნდის" ხელმძღვანელებზე ისეა გაბრაზებული, რომ
შეგახსენებთ, რომ რობერტს "დორტმუნდთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ახლა არ წავიდა, გაისად წასვლა უფასოდ შეეძლება. ფაქტია, რომ ამ თემას გაგრძელება აუცილებლად ექნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რობერტ ლევანდოვსკი და სესკ ფაბრეგასი "მანჩესტერ იუნაიტედში"