ჩაშლილი ტრანსფერი - როკე სანტა კრუსმა "ჰამბურგი" იუარა

AutoSharing Option
"ჰამბურგი" იძულებულია, ახალი თავდამსხმელის ძებნა განაგრძოს, რადგან "კიკერის" ინფორმაციით, სასურველმა კანდიდატმა როკე სანტა კრუსმა ჩრდილოგერმანულ კლუბს უარი შეუთვალა.

31 წლის პარაგვაელმა თავდამსხმელმა "ჰამბურგის" ხელმძღვანელებს უთხრა, რომ ტრანსფერზე უარს ოჯახური მიზეზის გამო ამბობს - ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, სანტა კრუსმა ასეთი გადაწყვეტილება მეუღლის გამო მიიღო, რომელიც ჰამბურგში გადასვლის პერსპექტივით არ აღფრთოვანებულა.

მიუხედავად იმისა, რომ სანტა კრუსს იტალიური "ბოლონიაც" ეპატიჟება, პარაგვაელი სავარაუდოდ "მალაგაში" დარჩება. როგორც იცით, "ჰამბურგის" ხელმძღვანელებმა სანტა კრუსს მოსაფიქრებელი ვადა ოთხშაბათამდე მისცეს და პარაგვაელმა გერმანიაში უარი სწორედ მაშინ აფრინა.

შეგახსენებთ,
რომ "ჰამბურგმა" უკვე შეიძინა ერთი ახალი თავდამსხმელი (21 წლის კამერუნელი ჟაკ ზუა "ბაზელიდან"), თუმცა მთავარი მწვრთნელი ტორსტენ ფინკი ამ უკანასკნელს "ლევერკუზენში" გადაბარგებული ჰეონ-მინ სონის იდეალურ შემცვლელად არ მოიაზრებს და ამბობს, რომ კიდევ ერთი ფორვარდი სჭირდება. ფინკის თქმით, მას მაღალი და მძლავრი ცენტრფორვარდი სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოსალოდნელი ტრანსფერი: "ჰამბურგს" როკე სანტა კრუსი უნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული