იოახიმ ლიოვი: 3-4 წელში ბუნდესლიგა ინგლისურ პრემიერლიგას და ესპანურ ლა ლიგას გაასწრებს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მიიჩნევს, რომ მიუნხენის "ბაიერნის" გაძლიერების მიუხედავად, წლევანდელი ბუნდესლიგა საინტერესო იქნება.

"რა თქმა უნდა, "ბაიერნი" ფავორიტია, მაგრამ მჯერა, რომ დორტმუნდის "ბორუსია" მას კონკურენციას გაუწევს", - განაცხადა ბუნდესგუნდის თავკაცმა.

ლიოვის აზრით, დღეისათვის ბუნდესლიგა სიძლიერით მესამე ჩემპიონატია ლა ლიგის და პრემიერლიგის შემდეგ. ამიტომ ევროპაში გერმანული ფეხბურთის დომინაციაზე საუბარი ნაადრევია.

თუმცა ლიოვი მიიჩნევს, რომ 3-4 წელიწადში, თუკი ასეთი პროგრესი გაგრძელდა, ბუნდესლიგა ევროპის საუკეთესო ჩემპიონატი იქნება.

ასევე იხილეთ:
რეალური პერსპექტივა: იოახიმ ლიოვს გაისად იუპ ჰაინკესი შეცვლის?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული