"რა თქმა უნდა, "ბაიერნი" ფავორიტია, მაგრამ მჯერა, რომ დორტმუნდის "ბორუსია" მას კონკურენციას გაუწევს", - განაცხადა ბუნდესგუნდის თავკაცმა.
ლიოვის აზრით, დღეისათვის ბუნდესლიგა სიძლიერით მესამე ჩემპიონატია ლა ლიგის და პრემიერლიგის შემდეგ. ამიტომ ევროპაში გერმანული ფეხბურთის დომინაციაზე საუბარი ნაადრევია.
თუმცა ლიოვი მიიჩნევს, რომ 3-4 წელიწადში, თუკი ასეთი პროგრესი გაგრძელდა, ბუნდესლიგა ევროპის საუკეთესო ჩემპიონატი იქნება.
ასევე იხილეთ:
რეალური პერსპექტივა: იოახიმ ლიოვს გაისად იუპ ჰაინკესი შეცვლის?