იურგენ კლოპი: იონას ჰოფმანი არ იყიდება!

AutoSharing Option
დორტმუნდში 21 წლის შემტევ ნახევარმცველ იონას ჰოფმანზე ბუმია ატეხილი.

იურგენ კლოპის გუნდი ბუნდესლიგის მეორე ტურში, "ბრაუნშვაიგთან", სირცხვილისგან სწორედ ჰოფმანმა იხსნა, რომელიც დორტმუნდელებმა 2012 წელს "ჰოფენჰაიმიდან" უფასოდ გადაიბირეს.

"ჰოფმანის წარმატებები ჩემთვის მოულოდნელი არ არის. იონასი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი და ზოგადად, კარგი ბიჭია.

მისით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, რადგან ბრმა არავინაა და მის ნიჭს ყველა ხედავს, მაგრამ არც ჩვენ ვართ სულელები - ჰოფმანი არ იყიდება!"
- აცხადებს კლოპი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული