გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტური: ჰენრიხის ორი გასროლა [VIDEO]

AutoSharing Option
"ბაიერნის" წაფორხილებით (1:1 ფრაიბურგში) მხოლოდ დორტმუნდის "ბორუსიამ" ისარგებლა, 1-ელ სექტემბერს "აინტრახტს" სტუმრად 2:1 მოუგო და პირველ ადგილზე გადავიდა.

რეკორდმაისტერის გადასწრება "ლევერკუზენს", "მაინცს" და "ჰერტასაც" შეეძლოთ, მაგრამ ამ ტურში სამივე დამარცხდა.

როგორც გამოჩნდა, "შალკეს" სწორედ ასეთი ფეხბურთელი აკლდა. კევინ ბოატენგს ვგულისხმობთ, რომელმაც ტრანსფერის დადასტურებიდან 30 საათში გელზენკირხენული კლუბის ფორმა პირდაპირ ბუნდესლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში, "ლევერკუზენთან" მოირგო და შესანიშნავად ითამაშა.

26 წლის მეომარი ნახევარმცველით გაძლიერებულმა "შალკემ" გერმანიის ახალ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა, რომელიც პირველ რიგში მაინც არა ბოატენგის, არამედ ჯეფერსონ ფარფანის
დამსახურებაა - მან ჯერ ჰიოგერს გაატანინა, მერე კი პენალტით თვითონაც იხეირა და მეოთხე ტურამდე "ასპროცენტიან" "ლევერკუზენს" (3 მოგება 3 თამაშში) პირველი მარცხი აგემა.

კევინ-პრინს ბოატენგი, რომელიც "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების მცველის, ჟერომ ბოატენგის ძმაა და რომელიც ბერლინშია დაბადებულ-გაზრდილი, ბუნდესლიგაში 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და "შალკეში" 9-ნომრიანი მაისურა მოარგეს. იენს კელერმა ის 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში გამთამაშებლად, ცენტრფორვარდის უკან ათამაშა, 19 წლის იულიან დრაქსლერი კი, რომელიც მანამდე თამაშობდა ამ პოზიციაზე, მარცხენა გარემარბად გაამწესა. აღსანიშნავია, რომ დრაქსლერის უკან, მარცხენა მცველად, "ჰამბურგიდან" არენდით აყვანილმა დენის აოგომ იასპარეზა. ბოატენგი მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან აქტიური გახლდათ, ნახევარდაცვას კარგად ხელმძღვანელობდა და თვითონაც რამდენჯერმე შეეძლო გატანა.

"ბუნდესლიგა მთელ მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა, აქ საუკეთესო ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ. გერმანიაში დაბრუნება ჩემთვის სახლში დაბრუნებას ნიშნავს," - განაცხადა მატჩის შემდეგ კევინმა, რომელსაც თავის დროზე ბუნდესლიგაში დებიუტი "ჰერტას" შემადგენლობაში ჰქონდა. რაკი მასთან ერთად "შალკემ" სულ სხვა, გაცილებით ეფექტური ფეხბურთი ითამაშა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გელზენკირხენელებს შეიძლება აღმასვლა დაეწყოთ.

ჯერჯერობით კი ფაქტი ისაა, რომ საფეხბურთო გერმანიაში კელერის შესაძლო გათავისუფლების შესახებ საუბრები შეწყდა.

ისევ კრუზე!
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 283 დღეა დარჩენილი და გერმანიის ნაკრების სამუნდიალე შემადგენლობაში მოხვედრისთვის ბრძოლაც დიდი ხანია დაწყებულია. იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც ბუნდესგუნდში რეგულარულად არ ასპარეზობენ და შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაც არ აქვთ გარანტირებული, საუკეთესო შანსები ამ ეტაპზე უდავოდ "გლადბახის" წინახაზელ მაქს კრუზეს აქვს.

გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა პარასკევს 25 წლის ფეხბურთელი უახლოესი მატჩებისთვის გამოიძახა, შაბათს კი კრუზემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამის ღირსი იყო. მიონხენგლადბახელებმა "ვერდერი" 4:1 დაამარცხეს, "ფრაიბურგიდან" 2.5 მილიონ ევროდ შეძენილი კრუზე ისევ ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ამ სეზონში მეორე გოლიც შეაგდო.

"ვერდერს" ამ ტურამდე მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გაშვებული და მითი ბრემენული კლუბის დაცვის ხაზის სიძლიერეზე "გლადბახმა" დაამსხვრია. ახლა "ბრემენელებსაც" და მიონხენგლადბახელებსაც 6-6 ქულა აქვთ და ცხრილის შუაში ყურყუტებენ.

"ჰერტა" გაჩერდა
6 ქულა გაუხდა "ვოლფსბურგსაც" - დიტერ ჰეკინგის "მგლებმა" ბერლინის "ჰერტას" პირველი მარცხი აგემეს (2:0, ლევან კობიაშვილი სათადარიგო იყო). "ვოლფებმა" ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს - ჯერ ივიცა ოლიჩმა გახსნა ამ სეზონის გოლების აქტივი, მერე კი დიეგომ იხეირა პენალტით, რომელიც არ ყოფილა!

მსაჯი ბრაზილიელის სიმულაციაზე წამოეგო და თერთმეტმეტრიანი დანიშნა. სწორედ ამის გამო იყო გამწარებული ბერლინელთა დამრიგებელი იოს ლუჰუკაი მატჩის შემდეგ. თუმცა შეგირდების გაკრიტიკებაც მართებს, რადგან "ჰერტას" ფეხბურთელებს რამდენიმე მომენტი შეექმნათ და მეტი ეფექტურობის შემთხვევაში ფრისთვის ხელის გამოკვრა შეეძლოთ. საინტერესო ფაქტი: "ვოლფსბურგს" საკუთარ მოედანზე გოლი არ აქვს გაშვებული.

ფინკი გადარჩა
"ჰამბურგმა" მოიგო და ტორსტენ ფინკმა შვებით ამოისუნთქა - "ბრაუნშვაიგთან" 4:0-ის შემდეგ უმუშევრად დარჩენის საფრთხე დროებით აღარ ემუქრება. თუმცა სუსტი მეტოქის განადგურება მას დიდ აქტივშიც ვერ ჩაეთვლება. ფაქტი ისაა, რომ ფინკის ბიჭებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს და ხასიათი გამოიკეთეს. გაცილებით მოკრძალებულმა "აუგსბურგმა" კი უკვე მეორე თამაშის მოგება მოასწრო - "ნიურნბერგში" 1:0.

"დორტმუნდი" გალიდერდა!
4 მოგება 4 ტურის შემდეგ - ბუნდესლიგაში ასპროცენტიანი შედეგით მხოლოდ "დორტმუნდიღა" დაიკვეხნის. იურგენ კლოპის ბიჭებმა ფრანკფურტში "აინტრახტი" 2:1 დაამარცხეს. "ბორუსიას" მხრიდან ორივე გოლი სომეხმა ვარსკვლავმა ჰენრიხ მხითარიანმა გაიტანა.

ამრიგად, "დორტმუნდი" ერთპიროვნული ლიდერი გახდა და მიუნხენის "ბაიერნს" 2 ქულით გაასწრო.

შტუტგარტში ახალი მწვრთნელის, თომას შნაიდერის დებიუტი წარმატებული გამოდგა: შვაბებმა "ჰოფენჰაიმს" 6:2 მოუგეს და არა მარტო პირველი გამარჯვება, არამედ სულაც პირველი ქულები მოიპოვეს. 6-დან 3 გოლი ვედად იბიშევიჩის ანგარიშზეა და ბომბარდირთა რეიტინგსაც სწორედ ვედო (5 გოლით, მაინცელ ნიკოლაი მიულერთან ერთად) ლიდერობს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

IV ტური

ვოლფსბურგი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 ოლიჩი (42), 2:0 დიეგო (45+2-პენ)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - კოო (87. მ. შეფერი), პოლაკი (81. კლოზე) - ვიეირინია, დიეგო, პერიშიჩი (74. მედოიევიჩი) - ოლიჩი.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, ნ. შულცი - ჰოსოგაი, ლუსტენბერგერი - ალაგუი (63. რონი), ბაუმიოჰანი (87. კლუგე), ბენ-ჰატირა (63. ვაგნერი) - რამოსი.
გაფრთხილება: ნალდო - ს. ლანგკამპი, ვაგნერი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 18(6)-8(4); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 28 625

ნიურნბერგი-აუგსბურგი 0:1
გოლი: 0:1 ფოგტი (84)
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ფოილნერი, ნილსონი, პოგატეცი, პინოლა - შტარკი, ბალიჩი - მაკი (89. ჩენდლერი), კიოტაკე (80. პლატენჰარდტი), დრმიჩი (65. ესვაინი) - გინჩეკი.
აუგსბურგი (4-1-4-1): ჰიტცი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი (46. მ. დე იონგი) - ბაიერი - ჰანი, მორავეკი (61. ტო. ვერნერი), ჰალილ ალთინთოფი, ჰოლცჰოიზერი (81. ფოგტი) - მიოლდერსი.
გაფრთხილება: მაკი, ნილსონი, გინჩეკი, რ. შეფერი - მორავეკი, ოსტრცოლეკი
გაძევება: პინოლა (76. ნიურნბერგი)
კუთხური: 2-12; ჯარიმა: 10-18; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 7(1)-24(7); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 37 239

ჰანოვერი-მაინცი 4:1
გოლები: 0:1 ნ. მიულერი (12), 1:1 მ. დიუფი (31), 2:1 ა. ზობიეხი (37), 3:1 ია კონანი (80), 4:1 პრიბი (82)
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო, სანე, პოკონიოლი - ანდრეასენი, ჰოფმანი (46. ბიტენკურტი) - შტინდლი, პრიბი - მ. დიუფი (85. კ. შულცი), ა. ზობიეხი (70. ია კონანი).
მაინცი (4-3-1-2): ჰ. მიულერი - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, პარკი - გაისი, ბაუმგარტლინგერი (46. ჩუპო-მოტინგი), ზიმლინგი (68. შ. პარკერი) - მორიტცი (81. პოლტერი) - ნ. მიულერი, ოკაზაკი.
გაფრთხილება: პოკონიოლი, ბიტენკური, ჰ. საკაი - სვენსონი
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 16(5)-13(2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 38 600

ჰამბურგი-ბრაუნშვაიგი 4:0
გოლები: 1:0 ვან დერ ვაარტი (7), 2:0 ზუა (17), 3:0 ჩალჰანოღლუ (80), 4:0 ჩალჰანოღლუ (91)
ჰამბურგი (4-1-2-1-2): ადლერი - დიკმაიერი, ჯურუ (72. ლ. ზობიეხი), ვესტერმანი, ლამი - არსლანი - ბადელი (30. რინკონი), ირაჩეკი - ვან დერ ვაარტი (79. ჩალჰანოღლუ) - ზუა, ბაისტერი.
ბრაუნშვაიგი (4-1-3-2): დავარი - კესელი, ბიჩაქჩიჩი, დოგანი, რაიხელი - თოიერკაუფი (64. ბოლანდი) - ბელარაბი, ვრანჩიჩი, ჰოხშაიდტი (64. იორლი) - კუმბელა, ჯეკსონი.
გაფრთხილება: ზუა - ბიჩაქჩიჩი, თოიერკაუფი, ბელარაბი, ჯეკსონი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 19-21; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 26(13)-17(5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 54 958

გლადბახი-ვერდერი 4:1
გოლები: 1:0 არანგო (36), 2:0 რაფაელი (53), 2:1 ნორდტვეიტი (69-საკ. კარში), 3:1 კრუზე (74), 4:1 ჰერმანი (85)
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - კრამერი, ჯაკა (61. ნორდტვეიტი) - ჰერმანი (86. ჰრგოტა), არანგო (89. ვენდტი) - რაფაელი - კრუზე.
ვერდერი (4-2-2-1-1): მილიტცი - ფრიტცი, პრიოდლი, კალდიროლა, გებრე სელასიე - მაკიადი, ფ, კროოსი - ელია (30. დი სანტო), ჰანტი - იუნუზოვიჩი (76. იოზ. ილდირიმი) - პეტერსენი (68. არნაუტოვიჩი).
გაფრთხილება: იანჩკე, ჯაკა, კრამერი
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 20(8)-10(2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 53 392

შალკე-ლევერკუზენი 2:0
გოლები: 1:0 ჰიოგერი (30), 2:0 ფარფანი (83-პენ)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ფელიპე სანტანა, მატიპი, აოგო - ჰიოგერი (78. ჯონსი), ნოიშტედტერი - ფარფანი (88. გორეტცკა), კ. ბოატენგი (84. კლემენსი), დრაქსლერი - სალაი.
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - დონატი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ბიონიში - რაინარტცი (80. ჩანი) - ლ. ბენდერი, კასტრო (66. ჰეგელერი) - სემი (70. კრუსი), სონი - კისლინგი.
გაფრთხილება: თოფრაქი, რაინარტცი, სპაჰიჩი
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12(3)-11(1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 61 973

შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 6:2
გოლები: 1:0 რიუდიგერი (12), 2:0 იბიშევიჩი (19), 2:1 ფოლანდი (26), 3:1 მაქსიმი (28), 4:1 იბიშევიჩი (47), 5:1 მაქსიმი (55), 6:1 იბიშევიჩი (63), 6:2 რობერტო ფირმინო (87)
შტუტგარტი (4-2-2-1-1): ულრაიხი - გ. საკაი, შვააბი, რიუდიგერი, ბოკა - გენტნერი, კვისტი (79. ხედირა) - ლაიტნერი (73. ჰარნიკი), ტი. ვერნერი - მაქსიმი (68. კაკაუ) - იბიშევიჩი.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ბეკი, აბრაამი, ვესტერგაარდი, ფ. ჯონსონი - პოლანსკი (59. რუდი), შტრობლი - ფოლანდი, რობერტო ფირმინო, ელიუნუსი (75. ჰერდლინგი) - მოდესტე (58. შიპლოკი).
გაფრთხილება: კვისტი, მაქსიმი - აბრაამი, ფოლანდი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 20-20; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13(7)-12(3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 42 450

აინტრახტი-დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 მხითარიანი (10), 1:1 კადლეცი (36), 1:2 მხითარიანი (56)
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - შრიოკი, სამბრანო, ანდერსონი, ჯაპკა (67. ოჩიპკა) - ფლუმი (71. შვეგლერი), რუსი - აიგნერი, როზენტალი, ინუი (83. ხოსელუ) - კალდეცი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი (46. სოკრატისი), შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი (71. ობამეიანგი), მხითარიანი, როისი (86. კელი) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: სამბრანო - ჰუმელსი, როისი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 6-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 17(4)-16(8); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 51 500

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 5 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), ნ. მიულერი (მაინცი); 3 - ალაგუი (ჰერტა), ობამეიანგი (დორტმუნდი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), რამოსი (ჰერტა), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი), სემი (ლევერკუზენი), ვან დერ ვაარტი (ჰამბურგი), ფოლანდი (ჰოფენჰაიმი).

მომდევნო ტური

13 სექტემბერი.
ჰერტა-შტუტგარტი

14 სექტემბერი.
ბაიერნი-ჰანოვერი, ლევერკუზენი-ვოლფსბურგი, ვერდერი-აინტრახტი, მაინცი-შალკე, აუგსბურგი-ფრაიბურგი, დორტმუნდი-ჰამბურგი.

15 სექტემბერი.
ჰოფენჰაიმი-გლადბახი, ბრაუნშვაიგი-ნიურნბერგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული