ული ჰიონესი: ფრთხილად უნდა ვიყოთ!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესის აზრით, რეკორდმაისტერისთვის სეზონი სერიოზულად ახლა, ბუნდესლიგის მეხუთე ტურის მატჩით (ჰანოვერთან) იწყება, რადგან მთელი სეზონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი სწორედ სექტემბერია.

"ჩემთვის ახალი სეზონი სექტემბრის შუა რიცხვებში, სანაკრებო პაუზის შემდეგ იწყება. ახლა ჩემპიონთა ლიგაც აიღებს სტარტს და გამოჩნდება, რა შეგვიძლია სინამდვილეში და როგორ ავიტანთ კვირაში ორ-ორ მატჩს.

თუმცა არ ვნერვიულობ, რადგან ჩვენ სწორედ მაქსიმალური დატვირთვები გვიყვარს," -
უთხრა "ბაიერნის" 61 წლის პრეზიდენტმა "ბილდს", - მთავარი ის არის, რომ შედარებით სუსტ მეტოქეებთან არ უნდა მოვდუნდეთ და არ უნდა
ვიფიქროთ, რომ ასეთ მეტოქეებს იოლად დავამარცხებთ. წინა სეზონში კონცენტრაციას ფენომენალურად ვახერხებდით და იმედია, ახლაც ასე იქნება".

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" "ჰანოვერის" შემდეგ, მომდევნო კვირაში ჩემპიონთა ლიგაში მოსკოვის ცსკა-ს ხვდება (17.09), მერე კი ბუნდესლიგაში - "შალკეს" (21.09), რის შემდეგაც ისევ "ჰანოვერს" (25.09, გერმანიის თასზე) ეთამაშება.

"ახლა ისეთი ფაზა იწყება, სადაც შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. შარშან დორტმუნდის "ბორუსიამ" ბუნდესლიგაში ქულები სწორედ ამ დროს დაკარგა და ის ჩამორჩენა სეზონის ბოლომდე ვეღარ აღმოფხვრა. ეს ჩვენთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს," - ეს "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

4 ტურის შემდეგ "ბაიერნი" "დორტმუნდს" 2 ქულით ჩამორჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიუნხენელთა სარეკორდო პრემიები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული