ბერტ ვან მარვეიკს "ჰამბურგში" ენდი მიოლერი არ მიაყვანინეს

AutoSharing Option
ბერტ ვან მარვეიკის "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნა გადაწყდა და ოფიციალურადაც დადასტურდა, მაგრამ 61 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა პირველი მარცხიც განიცადა:

ჩრდილოგერმანული კლუბის ხელმძღვანელებმა მას ასისტენტად ანდრეას მიოლერის მიყვანაზე უარი უთხრეს!

"ჰამბურგის" სამეთვალყურეო საბჭოს ვან მარვეიკის კანდიდატურას მწვანე შუქი გუშინწინ საღამოს აუნთო. ჰოლანდიელი HSV-სთან კონტრაქტს 2015 წლამდე აფორმებს და წელიწადში 1.4 მილიონ ევროს მიიღებს. ბერტს 46 წლის მიოლერი მთავარ ასისტენტად უნდოდა, მაგრამ ბოსებისგან უარი მიიღო - მხოლოდ ერთ ასისტენტს დაგიფინანსებთო. ის ერთადერთი კი 43 წლის როელ კუმანსია, რომელსაც ვან მარვეიკი ყველგან
დაატარებს.

სანამ "ჰამბურგის" ხელმძღვანელები გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მიოლერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს უთხრა, ვან მარვეიკი და მე ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ და ბერტს ძალიან უნდა, რომ "ჰამბურგში" ასისტენტად წამიყვანოსო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და ვან მარვეიკმა, რომელიც აგერ, უკვე წელიწადზე მეტია, რაც უმუშევარია, მიოლერის გამო მოლაპარაკებები არ ჩაშალა და "ჰამბურგში" მუშაობაზე მაინც დათანხმდა.

ბერტს არც იმის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ანდი მიოლერს კლუბში მოგვიანებით მაინც მიიყვანს, რადგან კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ედგან იარხოვმა განაცხადა, მიოლერი არც ახლა მოვა და არც სამი კვირის შემდეგო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ჰამბურგში" ბერტ ვან მარვეიკი დაინიშნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული