კარლ-ჰაინც რუმენიგემ შვაინი შეაქო

AutoSharing Option
"ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ბასტიან შვაინშტაიგერი საუკეთესო ეპითეტებით შეამკო და ყველას მოუწოდებს, შეწყვიტონ დისკუსიები იმის შესახებ, რომ თითქოს 29 წლის ნახევარმცველი რეკორდმაისტერში მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას.

"შვაინშტაიგერმა ჰეთ თრიქის შესრულებაში ერთ-ერთი უმთავრესი როლი შეასრულა. ბასტიანი "ბაიერნის" ლიდერია და ჩვენი კლუბის სულისკვეთებას ყველაზე უკეთ გამოხატავს. როცა მისდამი ეჭვნარევი განცხადებები მესმის, ძალიან ვბრაზდები და არ მესმის, რატომ აკრიტიკებენ ასე ხშირად. შვაინშტაიგერს კრიტიკა არ დაუმსახურებია.

ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელსაც 29 წლის ასაკში გერმანიის ნაკრებში თითქმის 100 მატჩი აქვს ჩატარებული და რომელიც რამდენიმე კვირის
წინ გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ბასტიანი ყველას მხრიდან დიდ პატივისცემას იმსახურებს. დარწმუნებული ვარ, რომ შვაინი მომდევნო წლებშიც გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იქნება,"
- უთხრა რუმენიგემ "ბილდს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბასტიან შვაინშტაიგერზე გადაერთო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული