რობერტ ლევანდოვსკიმ ტვინი წაიღო

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მის გარშემო ატეხილი სპეკულაციები კიდევ ერთხელ გააღვივა. პოლონელი ამბობს, რომ გაისად მისი "ბაიერნში" გადასვლა გადაწყვეტილი ამბავი არ არის.

არადა, გერმანიის თასზე, "მიუნხენ 1860"-თან მატჩის შემდეგ ლევანდოვსკიმ თქვა, "ბაიერნთან" კონტრაქტის გაფორმება იანვარში შემეძლებაო. ცხადია, ეს განცხადება ყველამ რეკორდმაისტერში გადასვლის დასტურად მიიღო, მაგრამ...

"იანვარში კონტრაქტის გაფორმება შეიძლება, მაგრამ მე არ მითქვამს, რომ "ბაიერნში" გადასვლა გადაწყვეტილია. ჩვეულებრივი გაუგებრობა იყო - გერმანიაში ყველაფერი ისე გაიგეს, როგორც იმ მომენტში აწყობდათ," -
უთხრა პოლონელმა გოლეადორმა ბრიტანულ გაზეთ "ტელეგრაფს".

საინტერესო ისაა,
რომ ლევანდოვსკის ამ კომენტარს წინ უძღოდა ესპანეთიდან წამოსული ცნობები იმის შესახებ, რომ "ბაიერნის" თავკაც ხოსეპ გვარდიოლას რობერტი დიდად არ მოსწონს და რომ მისი გადაბირება მადრიდის "რეალსაც" უნდა. ჩვენს ინგლისელ კოლეგებს ლევანდოვსკიმ ისიც უთხრა, ერთ დღეს ინგლისშიც უდიდესი სიამოვნებით ვითამაშებო. ბაიერნი, ესპანეთი, ახლა ინგლისიც - როგორც ხედავთ, ლევანდოვსკი ყველას ერთად ეფლირტავება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოსალოდნელი ტრანსფერები: რობერტ ლევანდოვსკის "რეალი" ეპატიჟება?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული