მისი თქმით, ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონობა აუცილებლობას არ წარმოადგენს. "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბირჰოფი შეეცადა, აეხსნა, რატომ არ არის მსოფლიოს ჩემპიონობა ბუნდესგუნდის სპონსორებისთვის ყველაზე მთავარი და ისე გამოუვიდა, რომ გერმანიის ნაკრების გულშემატკივრებისგანაც ასეთ მიდგომას მოითხოვს.
არადა, გერმანელები და ბუნდესგუნდის ქომაგები ფიქრობენ, ახლა თუ არა, მაშინ როდისღა უნდა გავხდეთ მსოფლიოს ჩემპიონებიო და ამაში ცამდე
მეტიც: ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს სულაც ყველა დროის საუკეთესო ბუნდესგუნდია. თანაც, "ბაიერნმა" წინა სეზონში ჰეთ თრიქი შეასრულა და საფეხბურთო გერმანია კიდევ უფრო ოპტიმისტურად განაწყო, გერმანული პუბლიკა ნაკრების მიმართაც კიდევ უფრო მომთხოვნი გახადა.
და სწორედ ამ დროს ამბობს მენეჯერი ბირჰოფი, რომ ბუნდესგუნდს მსოფლიოს ჩემპიონობა კატეგორიულად არ უნდა მოსთხოვონ.
"მეოთხედფინალში თამაში გერმანიის ნაკრებისთვის ყოველთვის პროგრამა მინიმუმია, - აცხადებს ბირჰოფი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - ჩემთვის ისიც წარმატება იქნება, ზუსტად ისე, როგორც წინა ოთხ დიდ ტურნირზე, ისევ ნახევარფინალში რომ გავიდეთ".
ძალიან საეჭვოა, რომ გერმანიის ნაკრების ქომაგებს ბირჰოფის ასეთი განცხადება მოეწონოთ. მას ან თავისებური ხედვა აქვს, ანაც უბრალოდ, თავს იზღვევს. ფაქტი კი ის არის, რომ ოლივერი აი, ასეთ რამესაც ამბობს: "მე მენეჯერი ვარ და მუდმივად მაქვს ურთიერთობა ჩვენს არსებულ თუ პოტენციურ სპონსორებთან. მათთვის მთავარი და გადამწყვეტი ისაა, რომ გერმანიის ნაკრები ემოციებს აღძრავდეს. სიმპათიური, კარგი იმიჯის მქონე და შესანიშნავი ფეხბურთის მოთამაშე გერმანიის ნაკრები შეიძლება უფრო დასაფასებელი იყოს, ვიდრე ის, რომ 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონები მოსაწყენი ფეხბურთით გავხდეთ.
არადა, გერმანიის ნაკრებს იოახიმ ლიოვის ხელში მოსაწყენი ფეხბურთი არასდროს უთამაშია, რის გამოც ექსპერტებმა ბირჰოფს ეს განცხადება თავის უნიჭო დაზღვევაში ჩაუთვალეს, რადგან სპონსორები ერთია, გუნდი კი ფეხბურთს, პირველ რიგში, იმიტომ თამაშობს, რომ ტიტულები მოიგოს და არა იმიტომ, რომ სპონსორები დააკმაყოფილოს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იოახიმ ლიოვი 2016 წლამდე!