შეხვედრის ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე არგენტინელმა სანტიაგო გარსიამ გაიტანა, რომელსაც ასისტენტობას კონგოელი სედრიკ მაკიადი უწევდა. გოლი მასპინძელთა კონტრშეტევას მოყვა.
სამი ჰიიპია (ლევერკუზენი): "ძალიან მწარეა, რომ ზამთრის პაუზაზე ზედიზედ ორი მარცხით გავდივართ. ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობებისა არ გვჯეროდა, ამიტომ ვერც გავიტანეთ გოლი. ძალიან დაგვწყდა გული, თუმცა საერთო ჯამში, სეზონის პირველი ნახევარი ძალიან კარგი გამოგვივიდა".