"ლევერკუზენის" გამო ძალიან ვნერვიულობ, რადგან ამ გუნდს ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. "ლევერკუზენისა" და პსჟ-ის მატჩს ტელევიზორში ვუყურე და გული დამწყდა, "ბაიერი" ასე რომ შერცხვა. თამაშის დაწყებამდე მივხვდი, რომ წააგებდნენ, რადგან ფეხბურთელები მოედანზე თავჩაქინდრულები გავიდნენ და ეტყობოდათ, რომ წაგებაზე ხელი ჰქონდათ მოწერილი.
"ლევერკუზენი" გერმანიის თასიდან გავარდა, ჩემპიონთა ლიგიდანაც, ფაქტობრივად, გავარდნილია, ბუნდესლიგაში კი ზედიზედ ორი თამაში წააგო. ტოპმიოლერი ფიქრობს, რომ გუნდი არასწორადაა დაკომპლექტებული. მისი აზრით, "ბაიერს" ლიდერი აკლია.
"გუნდში არ ჩანს ფეხბურთელი, რომელიც ლიდერის ფუნქციებს შეასრულებს. პასუხისმგებლობას ყველა გაურბის - მათ შორის, მწვრთნელიც. სამი ჰიიპია შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ უემოციო მწვრთნელია. შეიძლება, ნიჭიერი მწვრთნელია, მაგრამ ზედმეტად უემოციოა," - ამბობს ტოპი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"