სამი ჰიიპია: წაგების მიუხედავად, სეზონის პირველი ნახევარმა ბრწყინვალედ ჩაიარა

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში "ვერდერმა" მოულოდნელი მარცხი აგემა "ლევერკუზენს" - 1:0. წაგების მიუხედავად, სამი ჰიიპიას გუნდი 37 ქულით მე-2 ადგილზე დარჩა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე არგენტინელმა სანტიაგო გარსიამ გაიტანა, რომელსაც ასისტენტობას კონგოელი სედრიკ მაკიადი უწევდა. გოლი მასპინძელთა კონტრშეტევას მოყვა.

სამი ჰიიპია (ლევერკუზენი): "ძალიან მწარეა, რომ ზამთრის პაუზაზე ზედიზედ ორი მარცხით გავდივართ. ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობებისა არ გვჯეროდა, ამიტომ ვერც გავიტანეთ გოლი. ძალიან დაგვწყდა გული, თუმცა საერთო ჯამში, სეზონის პირველი ნახევარი ძალიან კარგი გამოგვივიდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული