გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2013 წელი შეაჯამა და შეაფასა.
"სკოლაში რომ ვიყოთ და გერმანულ ფეხბურთს ნიშანს რომ ვუწერდე, 2013 წელს ორიანს დავუწერდი," - აცხადებს ნირსბახი და განვმარტავთ, რომ გერმანული შეფასებების სისტემით, საუკეთესი ნიშანი ერთიანია, ყველაზე ცუდი კი - ექვსიანი.
"2013 წელს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესად შეიძლება. ქებას განსაკუთრებით გერმანიის ნაკრები და მიუნხენის "ბაიერნი" იმსახურებენ. ბუნდესგუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური წაგების გარეშე მოიპოვა, ქალ ფეხბურთელთა ნაკრები კი ევროპის ჩემპიონი გახდა. ჩემპიონთა ლიგის გერმანული ფინალი კი ჩვენი საკლუბო ფეხბურთისთვის იდეალური რეკლამა იყო," - აღნიშნავს გერმანული ფეხბურთის მესაჭე, 63 წლის ნირსბახი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"