მირკოს, რომელსაც კონტრაქტი 2016 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, უმუშევრად დარჩენის შესახებ აბუ დაბიში შეატყობინეს - სლომკა სწორედ იქ ატარებს შვებულებას.
"მირკოს გათავისუფლება ჩვენთვის ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ბევრი მსჯელობის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ეს ცვლილება აუცილებელი იყო," - ნათქვამია "ჰანოვერის" ოფიციალურ განცხადებაში, სლომკა კი გათავისუფლებისთვის კომპენსაციის სახით მილიონ-ნახევარ ევროს მიიღებს.
"ჰანოვერში ოთხი წელი
ჰოლანდიური პრესის ცნობით, "ჰანოვერი" ამჟამად უმუშევარი ფრედ რუტენით დაინტერესდა და თუ მართლაც დანიშნეს, კურიოზი ის იქნება, რომ სლომკა 2008 წელს "შალკეშიც" რუტენმა შეცვალა. თუმცა ამ უკანასკნელს გერმანიაში წარმატება არ ჰქონია - საშუალოდ 1.54 ქულა ერთ მატჩში. ვრცელდება ხმები "ჰანოვერში" რალფ რანგნიკის დაბრუნების შესახებაც, რომელიც ახლა "რედ ბულ ლაიპციგის" სპორტული დირექტორია. "პროფესორმა რალფმა" "ჰანოვერი" 2002 წელს ბუნდესლიგაში აღაზევა და 2004-ში გაათავისუფლეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"