"ბორუსიას" ახალი ლევანდოვსკი?

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსია" რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს რომ ეძებს, ეს ყველამ იცის. ახალი ცნობების თანახმად, გერმანულმა კლუბმა 19 წლის სერბ თავდამსხმელ ალეკსანდარ მიტროვიჩს დაადგა თვალი, რომელიც "ანდერლეხტში" თამაშობს.

მიტროვიჩის მრჩეველმა დორტმუნდელთა დაინტერესება დაადასტურა და თქვა, რომ "ბორუსიას" სკაუტებმა მიტროვიჩის თამაში არაერთხელ ნახეს.

ალეკსანდარ მიტროვიჩმა ჟუპიერ პრო ლიგის 14 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა, ჩემპიონთა ლიგაში კი გოლი არ გაუტანია. სერბი ფორვარდი ბელგიურმა კლუბმა აგვისტოში ბელგრადის "პარტიზანიდან" 4.2 მილიონ ევროდ შეიძინა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მიტროვიჩი განვლილი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული