იურგენ კლოპი: "ბორუსია" უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ფეხბურთელი

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"ფეხბურთელების შეძენა კლუბებს ყოველთვის შეუძლიათ, მაგრამ დორტმუნდის "ბორუსია" ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ფეხბურთელი.

ყველაზე მთავარია, გქონდეს გარკვეული სამომავლო გეგმები. ყველაფერი რიგზე იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება.

რობერტის გადაწყვეტილება კარგად მივიღეთ. ამის შესახებ გარკვეული ხანი ისედაც ვიცოდით. ის არასდროს დუნდებოდა და ყოველთვის "ბორუსიაში" თამაშზე იყო კონცენტრირებული.

კარგია, რომ მისი მომდევნო კლუბი ოფიციალურად დადასტურებულია. ახლა უკვე სპეკულაციები აღარ იქნება",
- თქვა კლოპმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
მიუნხენის
"ბაიერნმა" რობერტ ლევანდოვსკი გაიფორმა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული