აღსანიშნავია, რომ იოზილმა კონკურენტებს საკმაოდ დიდი უპირატესობით აჯობა. ფან-კლუბის ოფიციალურ გამოკითხვაში იოზილმა ხმების 30 პროცენტზე მეტი მიიღო. მეორე ადგილზე გერმანიის ნაკრების კაპიტანი ფილიპ ლამი გავიდა, რომელსაც ხმების 17.54 პროცენტი ერგო, მესამეზე კი - ბაიერნელი თომას მიულერი (13.68%).
"ამ წოდებამ კიდევ ერთხელ გამაბედნიერა. ეს ჩემთვის საუკეთესო ჯილდოა, რადგან მისი შედეგი გულშემატკივრების გამოკითხვაზეა დაფუძნებული, გულშემატკივრები კი ჩვენი, ფეხბურთელების ნომერ პირველი და საუკეთესო შემფასებლები
საუკეთესო გოლის ავტორი ხედირაა
ბუნდესგუნდის ქომაგებმა 2013 წლის საუკეთესო გოლიც გამოავლინეს და როგორც გაირკვა, მათი აზრით, გერმანიის ნაკრების წლის ულამაზესი გოლის ავტორი სამი ხედირაა. ეს არის გოლი, რომელიც ხედირამ საფრანგეთს 2:1-ზე მოგებულ შეხვედრაში გაუტანა.
"ბევრი გოლი არ გამაქვს და აქედან გამომდინარე, ამ აღიარებამ ორმაგად გამახარა. მიხარია, რომ შევძელი ისეთი გოლის გატანა, რომელიც გულშემატკივრებს ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ," - აცხადებს ხედირა.
აქვე ვთქვათ, რომ მეორე ადგილზე ტონი კროოსის გოლი (ავსტრიასთან, 3:0) გავიდა, მესამეზე კი მარიო გიოტცესი, რომელიც მან 15 ოქტომბერს შვედეთს (5:3) გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ სამი ხედირას საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს და მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი ასპარეზობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. სამის თქმით, ეს აღიარება მისთვის დამატებითი მოტივაციაა - "რეალის" საყრდენი ნახევარმცველი ზაფხულამდე გამოჯანმრთელებას იმედოვნებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"