ამ ამბავმა "დორტმუნდის" ქომაგები ძალიან გაახარა, მაგრამ მათი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა: 24 წლის როისმა 15 იანვარს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება მას არ ეკუთვნის. "ასეთი რამ არ მითქვამს და არც არასდროს ვიტყვი!" - აცხადებს როისი.
ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გაარკვიეს, რომ ზემოთ ხსენებული ფოტო ინგლისურმა გაზეთმა
კლოპი: ზლატანს სერიოზულად არ უთქვამს
ინტერნეტში როისის ფოტოზე გაცილებით პოპულარულია ვიდეო, რომელიც "ოქროს ბურთის" გალა-დაჯილდოებაზე ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის შეხვედრას ასახავს. შვედი სუპერვარსკვლავი, რომელმაც წლის საუკეთესო გოლის ავტორის სტატუსი და ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო დაიმსახურა, კლოპს ეკითხება, დორტმუნდში როდის წამიყვანო.
"დარწმუნებული ვარ, რომ ზლატანს ეს სერიოზულად არ უგულისხმია. მისი ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ იბრაჰიმოვიჩი ძალიან დიდ პატივს სცემს ჩვენს კლუბს, ჩვენ მიერ გაწეულ სამუშაოს. მან ამით უდიდესი პატივისცემა გამოხატა, რაც ძალიან მიხარია," - განაცხადა კლოპმა.
აქვე გეტყვით, რომ "დორტმუნდის" დაცვის ტრავმირებული ბურჯი მატს ჰუმელსი სრული დატვირთვით ვარჯიშს, სავარაუდოდ, 25 იანვარს განაახლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია, 31 იანვარს, "ბრაუნშვაიგთან" შეხვედრაში მოედანზე გასვლა მოახერხოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"