დორტმუნდის "ბორუსია": კლოპმა რანოკიას დაუმიზნა!

AutoSharing Option
იტალიური "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის სასურველ ფეხბურთელთა სიაში პირველ ადგილზე მილანის "ინტერის" 25 წლის მცველი ანდრეა რანოკიაა.

დორტმუნდელებს დაცვაში ძალიან უჭირთ, რადგან მატს ჰუმელსი და ნევენ სუბოტიჩი ტრავმირებულები არიან. სწორედ ამიტომ აიყვანა კლოპმა უკლუბოდ დარჩენილი მანუელ ფრიდრიხი, მაგრამ ეს უკანასკნელი იურგენის მოთხოვნებს უმაღლეს დონეზე ვერ აკმაყოფილებს. ამიტომაც უნდა კლოპს 1.95 მეტრი სიმაღლის იტალიელი მცველი.

ანდრეა რანოკიას ფასი "ტრანსფერმარკტზე" 16.5 მილიონი ევროა. "დორტმუნდისთვის" კარგი ის არის, რომ რანოკიას ჩემპიონთა ლიგაში თამაში შეეძლება.

პრობლემა: მილანელებს მის
სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო უნდათ, დორტმუნდელები კი მაქსიმუმ 9 მილიონის გადახდაზე არიან ყაბულს.

აქვე გეტყვით, რომ "ბორუსიამ" ზაფხულისთვის სამხრეთკორეელი დონ-ვონ ჟის ტრანსფერი სრულყო, რომელიც ახალხან დაბრუნდა "აუგსბურგში". როგორც ირკვევა, 22 წლის შემტევი ნახევარმცველი "აუგსბურგში" სეზონის ბოლომდე არენდით ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული