დორტმუნდის "ბორუსია": მატს ჰუმელსი ისევ დაშავდა!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ამ სეზონში ფეხბურთელების ჯანმრთელობის მხრივ უიღბლობა რომ დასჩემდა, ეს უკვე ყველამ იცის - თვე არ გავა, რომ იურგენ კლოპს მორიგი წამყვანი ფეხბურთელი არ გამოაკლდეს.

იაკუბ ბლაშჩიკოვსკის უმძიმესი ტრავმის შემდეგ ტრავმა მიიღო დორტმუნდელთა დაცვის ბურჯმა მატს ჰუმელსმაც. არადა, ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა და ფეხბურთის თამაში ახლახან განაახლა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ჰუმელსმა ტრავმა დიუსელდორფის "ფორტუნასთან" ამხანაგურ მატჩში (4:3) მიიღო და "დორტმუნდს" მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში ვეღარ დაეხმარება. ამ ორ კვირაში "ბორუსიას" სამი მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის: იურგენ კლოპის
შეგირდები ბუნდესლიგაში "ვერდერს" დაუპირისპირდებიან, მერე კი ორჯერ უნდა შეხვდნენ ფრანკფურტის "აინტრახტს" - ბუნდესლიგაში და გერმანიის თასის მეოთხედფდინალში.

ასე რომ, კლოპს დაცვის ცენტრში ისევ ექსპერიმენტირება მოუწევს - როგორც იცით, ტრავმირებულია მეორე ძირითადი ცენტრალური მცველი ნევენ სუბოტიჩიც. კლოპს ისღა დარჩენია, რომ დაცვის ცენტრის წყვილი სოკრატის პაპასტატოპულოსის, მანუელ ფრიდრიხისა და ახალგაზრდა მარიან ზარის ტრიოდან შეარჩიოს. აქვე ვთქვათ, რომ დაცვის ცენტრში თამაში საყრდენ ნახევარმცველ სვენ ბენდერსაც შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული