უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 51-ე წუთზე მასპინძლებმა იუნუს მალის გოლით გახსნეს, თამაშის მიწურულს, მსაჯის მიერ წამატებულ მესამე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ერიკ შუპო-მოტინგმა დააფიქსირა - 2:0.
შაბათს განსაკუთრებით საინტერესო აუტსაიდერების ჯახია: ბოლოადგილოსანი "ბრაუნშვაიგი" ბოლოსწინა პოზიციაზე დაქვეითებულ და მძიმე
ტურის ცენტრალური შეხვედრა "ლევერკუზენისა" და "შალკეს" დაპირისპირებაა. "ბაიერნი" "ფრაიბურგს" მასპინძლობს, "დორტმუნდი" კი ისევ "აინტრახტს" ხვდება.
"ბორუსიამ" და "აინტრახტმა" ერთმანეთთან სამშაბათსაც ითამაშეს: ეს გერმანიის თასის მეოთხედფინალური შეხვედრა გახლდათ, რომელიც დორტმუნდელებმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის გვიანი გოლით 1:0 მოიგეს. ის შეხვედრა ფრანკფურტში გაიმართა, ამჯერად კი "ბორუსია" "აინტრახტს" საკუთარ მოედანზე მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპის ბიჭებს ბოლო დროს სწორედ საკუთარ არენაზე უჭირთ: ბოლო ოთხ საშინაო შეხვედრაში "დორტმუნდმა" მხოლოდ ერთი (!) ქულა აიღო. "ბორუსიას" უკანასკნელი გამარჯვება "სიგნალ იდუნა პარკზე" 2013 წლის 1-ლი ნოემბრით თარიღდება (6:1 "შტუტგარტთან").
რისი იმედი უნდა ჰქონდეს "ფრაიბურგს" "ბაიერნთან"?
მიუნხენის "ბაიერნს" 20 თამაშიდან 18 მოგებული აქვს და ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 ფრე დააფიქსირა. ამ ორიდან ერთი ფრე რეკორდმაისტერმა სწორედ "ფრაიბურგთან" "გააგორა" (1:1 პირველ წრეში)...
მიუნხენურ გრანდს ბუნდესლიგაში უკვე 12-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს (აღარაფერს ვამბობთ წაუგებელ და სხვა სერიებსა თუ რეკორდებზე) - ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ქულები ბოლოს 5 ოქტომბერს (1:1 ლევერკუზენთან) დაკარგა.
რისი იმედი უნდა ჰქონდეთ ფრაიბურგელებს? ალბათ, მხოლოდ სასწაულის ან იმის, რომ "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური პაექრობის წინ მოდუნებული იქნება. როგორც იცით, ბავარიელები 19 თებერვალს, "არსენალს" ლონდონში სტუმრობენ.
აქვე ვთქვათ, რომ მიუნხენელებს დისკვალიფიკაციის გამო შესანიშნავ ფორმაში მყოფი მარიო მანჯუკიჩი დააკლდებათ.
"ვერდერი" თუ "გლადბახი"?
ბრემენის "ვერდერმა" მეორე წრეში მხოლოდ ერთი ქულა აიღო და გადარჩენისთვის იბრძვის. "მუსიკოსების" მენეჯერი თომას აიხინი აღარ მალავს, რომ ღამღამობით დაძინება უკვე ძალიან უჭირს.
ბრემენელთა მეტოქე "გლადბახი" ცხრილში გაცილებით ზემოთ, მეხუთე ადგილზეა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მიონხენგლადბახელებს მეორე წრეში ჯერ ერთი ქულაც კი არ აუღიათ.
ამრიგად, ტენდენცია ორივე კლუბში უკან-უკან მიდის და წესით, ამ ტურში ერთ-ერთმა მაინც უნდა გამოისწოროს მდგომარეობა.
"ჰამბურგმა" "ბრაუნშვაიგს" მაინც უნდა მოუგოს
"ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ ბერტ ვან მარვეიკია. ამ უქმეებზე ჩრდილოგერმანულ კლუბს კატასტროფული ვარდნის შეჩერების შანსი ეძლევა, რადგან აუტსაიდერ "ბრაუნშვაიგს" ეთამაშება.
თავის მხრივ, უბედურ დღეში მყოფ "ჰამბურგთან" დუელი ბრაუნშვაიგისთვისაც შანსია - გადარჩენის იმედი ამ გუნდსაც არ აქვს გადაწურული.
"ლევერკუზენი" და "შალკე" ერთმანეთს გამოცდიან
ტურის ტოპ-მატჩი შაბათის საღამოს შეხვედრაა, რომელშიც მეორეადგილოსანი "ლევერკუზენი" მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრებულ "შალკეს" მასპინძლობს.
"ბაიერს" ბუნდესლიგაში არაფერი უჭირს, გერმანიის თასზე კი მეორებუნდესლიგელ "კაიზერსლაუტერნთან" დიდი სირცხვილი ჭამა (0:1 დამატებით დროში) და გათამაშებას გამოეთიშა.
"შალკემ" მეორე წრე სამი მოგებით დაიწყო და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დამკვიდრდა - გელზენკირხენელებმა უახლოეს მდევრებთან, "გლადბახთან" და "ვოლფსბურგთან" 4-ქულიანი დისტანცია დაიჭირეს.
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური
14 თებერვალი
მაინცი-ჰანოვერი 2:0
გოლები: 1:0 მალი (51), 2:0 შუპო-მოტინგი (90+3).
15 თებერვალი
დორტმუნდი-აინტრახტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰუმელსი, სუბოტიცი, ბლაშჩიკოვსკი, გიუნდოგანი, როისი - ჩელოცი, კიტელი, შვეგლერი, შტენდერა
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 81 თამაში: +38=16-27, (149:110)
ბაიერნი-ფრაიბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: მანჯუკიჩი (ბაიერნი)
ტრავმა: ბადშტუბერი, რიბერი - ჰედენსტადი, პილარი, ფრაისი, ტერაცინო
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +20=6-3, (60:24)
ვერდერი-გლადბახი 18:30
დისკვალიფიკაცია: გარსია (ვერდერი)
ტრავმა: ექიჩი (ვერდერი)
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 თამაში: +37=21-31, (143:143)
ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 18:30
დისკვალიფიკაცია: რუდი - იბიშევიჩი
ტრავმა: თესკერი, ვუკჩევიჩი - დიდავი, გენტნერი, როხასი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +1=4-6, (13:21)
ბრაუნშვაიგი-ჰამბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გ. კორტე, კრუპკე, იორლი - მანსიენი, დემირბაი, ბაისტერი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +0=0-6
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +13=8-20, (46:65)
ლევერკუზენი-შალკე 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კრუსი - აოგო, ჰიოვედესი, კირხჰოფი, უჩიდა, კლემენსი, ჰიოგერი
სავარაუდო შემადგენლობა
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - ჰილბერტი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ჩანი - ლ. ბენდერი, როლფესი, კასტრო - სემი, კისლინგი, სონი.
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - აიჰანი, მატიპი, ფელიპე სანტანა, კოლასინაცი - კ. ბოატენგი, ნოიშტედტერი - ფარფანი, მ. მაიერი, ობასი - ჰუნტელაარი.
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 59 თამაში: +26=18-15, (100:82)
16 თებერვალი
აუგსბურგი-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰიტცი, ჰოლცჰოიზერი, ექინი - ჩენდლერი, მარკოს ანტონიო, ბალიჩი, ჰასებე, გინჩეკი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +1=2-2, (2:3)
ჰერტა-ვოლფსბურგი 20:30
დისკვალიფიკაცია: ნალდო (ვოლფსბურგი)
ტრავმა: ბაუმიოჰანი, ლუსტენბერგერი - პოლაკი, ვიეირინია
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +13=7-9, (44:38)
ბომბარდირები:
14 - ადრიან რამოსი (ჰერტა); 13 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 12 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 11 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 10 - იოზიპ დრმიჩი (ნიურნბერგი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"