31 წლის გერმანელმა კოჭის სახსრის ტრავმა ვარჯიშზე მიიღო.
ლამი საავადმყოფოში რამდენიმე დღე გაჩერდება, რის შემდეგაც რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს.
მიმდინარე სეზონში ლამმა გერმანიის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა, სადაც ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჩემპიონთა ლიგაში გერმანელმა მცველმა ოთხ მატჩში ითამაშა, სადაც ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.