როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, ჰოლანდიელს გელზენკირხენულ გუნდთან 2015 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ "შალკეს" ხელმძღვანელობას სურს, ფორვარდი კარიერის ბოლომდე დარჩეს მათ რიგებში.
"ამ მომენტისთვის კმაყოფილები ვართ საკუთარი ფორვარდებით, მაგრამ თუ გუნდი გააგრძელებს წარმატებულ გამოსვლას და ამბიციებიც გაიზრდება, აუცილებლად ვიზრუნებთ შემადგენლობის გაძლიერებაზე. ჰუნტელაარის შესახებ ხმებს არც ვადასტურებ და არც უარვყოფ", - ამბობს ალოფსი ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის 13 ტურის შემდეგ
* * *
ამასობაში ცნობილი ხდება, რომ "მგლების" ბრაზილიელმა მცველმა ნალდომ გერმანიის მოქალაქეობა მიიღო. 32 წლის ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა ტესტი, რომელიც 33 კითხვისგან შედგებოდა.
ნალდო ბუნდესლიგაში 2005 წლიდან თამაშობს, როცა "ჟუვენტუდედან" "ვერდერში" გადავიდა. მისი ვაჟი ნალდინიო და ქალიშვილი ლიზი გერმანიაში დაიბადნენ და ფეხბურთელი ამ ქვეყანაში აპირებს ცხოვრებას კარიერის დასრულების შემდეგ.
"ტესტი რთული იყო, - განაცხადა ნალდომ. - ახლა შემიძლია ვთქვა, რომ გერმანიაში მინიმუმ ათი წლით ვრჩები, შეიძლება სამუდამოდაც".
ოფიციალური დოკუმენტის მიღების შემდეგ ბრაზილიელმა იხუმრა: "მე ახლა მსოფლიოს ჩემპიონი ვარ". ამით მიანიშნა იმის შესახებ, რომ მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატი გერმანიამ მოიგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"