"ბაიერნმა" ჯერჯერობით ვერ მოახერხა მთავარი კონკურენტის, "ვოლფსბურგის" დიდი მანძილით ჩამოტოვება და სავარაუდოდ, სხვაობა ამ გუნდებს შორის არც მე-15 ტურის შემდეგ შეიცვლება...
წინა ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" რევანში აუღო "ლევერკუზენის" მთავარ მწვრთნელ როჯერ შმიდტს ამხანაგურ მატჩში წაგების გამო, ახლა კი რეკორდმაისტერს იგივე მისია აქვს შესასრულებელი "აუგსბურგთან" შეხვედრაში.
წინა სეზონის მეორე წრეში სწორედ ვაინცირლის გუნდმა შეწყვიტა ბავარიელთა სარეკორდო წაუგებელი სერია. იმ შეხვედრაში "ბაიერნი" უკვე
ეს მატჩი იმითაც არის საინტერესო, რომ "აუგსბურგი", ყველასთვის გასაკვირად, მესამე ადგილზე იმყოფება და "ბაიერნის" მსგავსად, ბოლო ექვს მატჩში ხუთი მოიგო. ამ გუნდს არასოდეს ჰქონია ზედიზედ ოთხი მოგება და არც 24 ქულა დაუგროვებია 14 ტურის შემდეგ. თან, ბრძოლისუნარიანობაც არ დაეწუნება, რადგან წელს სამი მატჩი მაშინ მოიგო, როცა 0:1-ით იყო ჩამორჩენილი.
მოკლედ, "ბაიერნთან" მატჩი ვაინცირლის შეგირდებისთვის ნამდვილი ტესტი უნდა გახდეს და გავიგებთ - რეალურად რას წარმოადგენს "თავხედი" მესამეადგილოსანი.
* * *
ტურის ცენტრალურ მატჩად უნდა მოვნათლოთ "ლევერკუზენისა" და "გლადბახის" დაპირისპირება. ორივე გუნდი შუა კვირას ევროთასებზე თამაშობდა. ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერმა" სტუმრად ლისაბონში ვერ მოიგო და პირველი ადგილი "მონაკოს" გადაულოცა.
"გლადბახს" უკეთესი განწყობა აქვს, რადგან წინა ტურში შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია, გუშინ კი ევროპის ლიგის პლეი ოფში გასვლის საკითხი მოაგვარა შინ "ციურიხის" ძლევით.
თუმცა გარკვეული ფაქტორები "ლევერკუზენის" სასარგებლოდ ლაპარაკობს. მთავარი ის არის, რომ როჯერ შმიდტის გუნდი შვიდი მატჩია არ აგებს "ბორუსიასთან", თან "ფარმაცევტებს" ერთი დღით მეტი დასვენების საშუალება ჰქონდათ.
* * *
ყველაზე ამაღლებული განწყობა კი მაინც "შალკეს" აქვს. გელზენკირხენულმა გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში, თანაც მეტოქეებს 10 გოლი გაუტანა. ჩემპიონთა ლიგაზე "მეშახტეებმა" ზედიზედ მეოთხედ გააღწიეს პლეი ოფში. გარდა ამისა, დი მატეოს შეგირდებმა სტუმრად უკვე ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს. არადა, მანამდე იტალიელი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ "შალკეს" ქულა არ ჰქონდა აღებული გასვლით მატჩებში.
ბრწყინვალე ფორმაში არიან ფორვარდები - ჰუნტელაარი და ჩუპო-მოტინგი, რომლებმაც ბოლო ორ ტურში თითო ჰეთ-თრიკი შეასრულეს...
შედეგად კი მივიღეთ ის, რომ გუნდი ისევ ჩაეწერა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელთა რიცხვში და ისეთივე მონაგარი აქვს, როგორც "ლევერკუზენსა" და "გლადბახს". "კიოლნთან" მატჩში "შალკე" აშკარა ფავორიტია, ოღონდ არ უნდა დაივიწყოს, რომ "თხებს" წელს სტუმრად ორჯერ მეტი ქულა აქვთ დაგროვილი, ვიდრე შინ.
* * *
სავარაუდოდ, მინიმუმ შეინარჩუნებს შვიდქულიან სხვაობას ლიდერ "ბაიერნთან" "ვოლფსბურგი", რომელიც ბოლო 9 მატჩში 8 მოგებით იწონებს თავს. "მგლების" დღევანდელ თამაშს ყველაზე კარგად ივან პერიშიჩი ახასიათებს: "ჩვენ თვალდახუჭულნი ვგრძნობთ ერთმანეთს".
ხორვატმა წინა ტურში სამი საგოლე პასი შეასრულა, სულ კი სამი გოლი და 5 გადაცემა დაუგროვდა, მის პარტნიორს ნახევარდაცვაში, კევინ დე ბრუინს ორი გოლი და ცხრა შედეგიანი გადაცემა აქვს.
"ჰანოვერთან" წინა მატჩმა აჩვენა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება სათადარიგო ფეხბურთელების ნდობა - შეხვედრის ბედი სწორედ შეცვლაზე შესულმა დოსტმა და არნოლდმა გადაწყვიტეს. მოკლედ, "ვოლფსბურგი" ბრწყინვალე ფორმაშია და რთული წარმოსადგენია, რომ "პადერბორნმა" მას წინააღმდეგობა გაუწიოს, მით უმეტეს, რომ ბუნდესლიგის დებიუტანტმა აშკარად მოუკლო და უკვე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
* * *
"დორტმუნდმა" პირველი წრის ბოლომდე დარჩენილი ყველა მატჩის მოგება დაგეგმა და წინა ტურში ამ მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. ახლა იურგენ კლოპის გუნდი სტუმრად "ჰერტას" დამარცხებას ეცდება. "ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში გადახალისებული შემადგენლობით "ანდერლეხტს" ვერ მოუგო, მაგრამ მაინც მოიპოვა პირველი ადგილი.
იმ მატჩის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 308-დღიანი პაუზის შემდეგ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის დაბრუნება. "ბორუსიას" ლაზარეთი თითქმის დაცარიელდა, თუმცა იქ რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა მარკო როისის სახით.
"ანდერლეხტთან" მატჩში კლოპს მოეწონა ჰენრიხ მხითარიანის თამაში. მწვრთნელმა სომეხს მნიშვნელოვანი მოთამაშე უწოდა და ყველას მოუწოდა, მხარში ამოუდგნენ ნახევარმცველს, რომელსაც ბოლო დროს ბევრი კრიტიკა შეხვდა.
და კიდევ, ბოლო ერთი კვირის აქტუალური თემა კლოპმა უკვე გადაწყვიტა - "დორტმუნდის" ძირითადი მეკარე ისევ მიტჩელ ლანგერაკი იქნება.
"ჰერტა" ქულების უდიდეს ნაწილს საკუთარ მოედანზე აგროვებს, თუმცა ეჭს იწვევს ამ გუნდის სათამაშო ფორმა - ბოლო ხუთ მატჩში ოთხი წაგება დაუგროვდა.
გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტური
პარასკევი. 12 დეკემბერი
ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ტრაპი, ვიდვალდი, ჯაპკა, სამბრანო, როზენტალი, ვალდესი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 მატჩი: +5=3-2 (14-11)
შაბათი.13 დეკემბერი
შალკე-კიოლნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოლაშინაცი, მატიპი, დრაქსლერი, ბოატენგი, გორეტცკა, ფარფანი, ობასი - ჰელმესი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 76 მატჩი: +26=18-32 (116-132)
აუგსბურგი-ბაიერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰიტცი, მორავეკი, პარკერი, შუსტერი, მატავჟი - რეინა, შტარკე, ალაბა, ბადშტუბერი, ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა, პისარო
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 მატჩი: +1=0-5 (3-12)
ჰერტა-დორტმუნდი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლანგკამპი, ლუშტენბერგერი, ბაუმიოჰანი, ჩიგერჩი, შტოკერი - პაპასტატოპულოსი, როისი, ჟი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 54 მატჩი: +16=14-24 (77-98)
ვერდერი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბუში, პრიოდლი, ილდირიმი, დი სანტო - ანდრეასენი, ჰოფმანი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 52 მატჩი: +28=13-11 (118-68)
ფრაიბურგი-ჰამბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: მიტროვიჩი
ტრავმა: იულიენი, ფილიპი, სტანკო - ადლერი, იანსენი, ვესტერმანი, ბაისტერი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 მატჩი: +7=10-13 (25-49)
მაინცი-შტუტგარტი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბუნგერტი, ბაუმგარტლინგერი, მორიტცი, ჰოფმანი - რიუდიგერი, აბდელაუე, იბიშევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 მატჩი: +5=4-7 (25-28)
კვირა. 14 დეკემბერი
ლევერკუზენი-ბორუსია (მ) 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დონატი, პაპადოპულოსი, რაინარტცი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 64 მატჩი: +24=25-15 (120-94)
ვოლფსბურგი-პადერბორნი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფელიპე, ოხსი - ბერტელსი, ამედიკი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ბომბარდირები: 10 - მაიერი (აინტრახტი); 8 - ჩუპო-მოტინგი (შალკე), ოკაზაკი (მაინცი); 7 - ბელარაბი (ლევერკუზენი), ჰუნტელაარი (შალკე), გიოტცე (ბაიერნი); 6 - დი სანტო (ვერდერი), რობენი (ბაიერნი), ლევანდოვსკი (ბაიერნი), მიულერი (ბაიერნი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"