გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტური: დაივიწყეთ საჩემპიონო ინტრიგა [VIDEO]

AutoSharing Option
* მე-15 ტურში 27 გოლი გავიდა, აქედან 17 - მეორე ტაიმში.

* "ბაიერნმა" 13 წუთში გაუტანა ოთხი გოლი "აუგსბურგს". გვარდიოლას გუნდმა მოიგო ზედიზედ მეექვსე მატჩი, წაუგებელი სერია 19 მატჩამდე აიყვანა და შემოდგომის ჩემპიონი გახდა.

* "კიოლნმა" 21-წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო სტუმრად "შალკესთან".

* "ფრაიბურგის" მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან შტრაიხმა მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.

* ტიმო ჰილდებრანდმა 299-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, რვიდან ხუთი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ვერ გადაარჩინა "აინტრახტი" წაგებას.

შემოდგომის ჩემპიონი
"ბაიერნი" ვადაზე ადრე გახდა შემოდგომის ჩემპიონი! ეს კი თითქმის იმის გარანტიაა,
რომ სეზონის ბოლოს რეკორდმაისტერს პირველ ადგილზე ვიხილავთ - წინა 19 შემთხვევიდან მიუნხენელები 16-ჯერ გახდნენ გერმანიის ჩემპიონები.

ბავარიულ დერბიში "ბაიერნი" სტუმრად ეთამაშებოდა მოულოდნელ მესამეადგილოსან "აუგსბურგს" და უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში სულაც არ შეიმჩნეოდა ჩემპიონების დიდი უპირატესობა. შესაბამისად, მიუნხენელებმა შესვენების შემდეგ მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა.

წინა ტურში ხოსეპ გვარდიოლას გუნდი "ლევერკუზენს" ხვდებოდა და მაშინაც პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0:0 იყო. ესპანელმა სპეციალისტმა გიოტცეს ნაცვლად როდეს გამოყვანით შეცვალა თამაშის სურათი. ამჯერად, გვარდიოლას ახალი ფეხბურთელი არ გამოუყვანია, მაგრამ "ბაიერნმა" ძალიან მოუმატა ტემპს და "აუგსბურგმა" ამას ვერ გაუძლო.

მეორე ნახევარში დარტყმების შეფარდება იყო - 15:2 სტუმრების სასარგებლოდ. მასპინძლების რბევა 58-ე წუთიდან დაიწყო და 12 წუთისა და 54 წამის ინტერვალით სტუმრებმა ოთხი გოლის გატანა მოახერხეს. ანგარიში ბენატიამ გახსნა, რომელმაც რიბერის პასით თავით ზუსტად დაარტყა. ეს იყო არა მხოლოდ მაროკოელის პირველი გოლი "ბაიერნის" შემადგენლობაში, არამედ ამ სეზონში მთლიანად ბავარიელთა დაცვის ხაზის პირველი ბურთი.

შემდეგ კი გოლებს ისინი იტანდნენ, ვისთვისაც ეს პირდაპირი მოვალეობაა: რობენმა დუბლი შეასრულა და 8 გოლით "ბაიერნის" საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო მესამე გოლის ავტორი ლევანდოვსკი მას ერთი ბურთით ჩამორჩება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იგივე "დორტმუნდი": ისევ წაგება, ისევ ტრავმა
წინა ტურში "ჰოფენჰაიმის" ძლევის შემდეგ ყველას ეგონა, რომ "დორტმუნდი" ბერლინში შეძლებდა წარმატების განვრცობას, მით უმეტეს, "ჰერტასთან" სტუმრად შვიდი წელი არ ჰქონდა წაგებული და თან დედაქალაქური კლუბი ფორმიდან იყო ამოვარდნილი, რაზეც ბოლო ხუთ მატჩში ოთხი წაგება მიუთითებდა.

მაგრამ იმ თამაშით, რომელიც იურგენ კლოპის გუნდმა ტაიმნახევრის განმავლობაში აჩვენა, რთული იყო წარმატებაზე ფიქრი. თამაშის ნელმა ტემპმა და უამრავმა შეცდომამ გაუადვილა საქმე "ჰერტას". სწორედ ერთ-ერთი შეცდომის შემდეგ ბერლინელებმა გაითამაშეს კომბინაცია, რომელიც შიბერის გოლით დასრულდა. ეს ფორვარდი ბოლო სამი სეზონი "დორტმუნდში" ირიცხებოდა და არ გამოადგა კლოპს. ამიტომაც "ჰერტაში" გაყიდეს და წელს შიბერს უკვე ხუთი გოლი დაუგროვდა - იმაზე მეტი, ვიდრე "ბორუსიას" ახალბედა ფორვარდებს - ჩირო იმობილესა და ადრიან რამოსს ერთად აღებული.

"დორტმუნდმა" პირველი ზუსტი დარტყმა 65-ე წუთზე შეასრულა, როცა კრაფტმა იმობილეს ეფექტური გასროლა მოიგერია. ორ წუთში "ჰერტას" მეკარე ბლაშჩიკოვსკის დარტყმას გაუმკლავდა, 73-ე წუთზე კი ულამაზესი სეივით ჰუმელს არ გაატანინა თავით.

"ბორუსია" ისევ დააღალატა მომენტების რეალიზაციამ. იმობილეს ბოლოსკენ კიდევ ორი შანსი ჰქონდა, მაგრამ ჯერ კრაფტმა აუღო, შემდეგ კი ცარიელ კარს ვერ მოახვედრა ხუთი მეტრიდან.

კლოპის გუნდმა სტუმრად ზედიზედ მეშვიდედ ვერ მოიგო და ამ სერიისას მხოლოდ ერთი ქულა აიღო. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ტურის შემდეგ მეექვსე შემთხვევიდან მეხუთედ წააგო. ამ მატჩის შემდეგ ერთი ფეხბურთელი დაემატა "ბორუსიას" ლაზარეთს - მხითარიანმა ბარძაყის ტრავმა მიიღო და თვენახევარი ვერ ითამაშებს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"კიოლნი" გასვლის გუნდია
ამ ტურში წააგო რურის მეორე გუნდმაც. არადა, "შალკეს" ყველა პირობა ჰქონდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა სამმატჩიანი მოგებათა სერია. რობერტო დი მატეოს გუნდს შინ ზედიზედ ხუთი მატჩი ჰქონდა მოგებული და რვა წაუგებელი, "კიოლნს" კი გელზენკირხენში 1993 წლის აგვისტოს შემდეგ არ მოეგო. მაშინ "შალკე" ჯერ კიდევ "პარკშტადიონზე" თამაშობდა. "მეშახტეებს" განწყობაც ამაღლებული ჰქონდათ, რადგან შუა კვირას წარმატებით გადაჭრეს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლის საკითხი.

მაგრამ ყველა ეს ფაქტორი გადაწონა "კიოლნის" ტრადიციულად წარმატებულმა თამაშმა სტუმრად. "თხებს" ამ ჩემპიონატში 18 ქულა აქვთ მოპოვებული და აქედან 13 გასვლით მატჩებზე მოდის. "შალკე", რა თქმა უნდა, ფლობდა უპირატესობას, 15 დარტყმით სეზონის პირადი რეკორდიც დაამყარა, მაგრამ აქედან მხოლოდ სამი დარტყმა იყო ზუსტი. "კიოლნმა" კი მატჩში პირველივე დარტყმა გოლში გარდასახა, რასაც ლემანის ზუსტი პენალტი მოჰყვა, ხოლო მასპინძლების რეზერვისტის, ლეროი სანეს გოლი დაგვიანებული აღმოჩნდა და "შალკემ" დასანანი მარცხი იწვნია.

კვირის მატჩები
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ლევერკუზენმა" არ უღალატა ტრადიციას და ისევ ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩის შემდეგ. ასეთი მერვე შემთხვევა დაფიქსირდა (საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების ჩათვლით). არადა, "ბაიერისთვის" "გლადბახი" ყოველთვის მოხერხებული მეტოქე იყო: 1996-2010 წლების პერიოდში "ფარმაცევტები" ზედიზედ 26 მატჩი არ მარცხდებოდნენ "ბორუსიასთან".

"ლევერკუზენმა" არც ახლა წააგო, მაგრამ მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. მასპინძლებმა 22 დარტყმით დაასრულეს შეხვედრა, რომელთაგანაც 12 საჯარიმოს გარედან იყო. სწორედ ასეთი დარტყმით გახსნა ანგარიში ჩალჰანოგლუმ. "გლადბახმა" კონტრშეტევებზე ააგო თამაში და 0:0-ზე საგოლე მომენტი გაანიავა, თანაფარდობა კი კუთხურიდან აღადგინა, როცა ბროუერსმა ორწლიანი შესვენების შემდეგ გაიტანა.

ეს გოლი ალოგიკური ჩანდა, რადგან "ლევერკუზენმა" პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარი სტუმრებს კარგი გამოუვიდათ და თანაბარი ანგარიში არასამართლიანი აღარ ჩანდა. ბოლოსკენ კი ორივე გუნდს დაღლა დაეტყო და მხოლოდ შეცდომებს უშვებდნენ. საბოლოოდ, ყველაფერი ლოგიკური ყაიმით დასრულდა.

ეს ანგარიში ხელს აძლევდა "ვოლფსბურგს", რომელიც ასრულებდა ტურს თითქოს იოლი მატჩით - შინ იღებდა დებიუტანტ "პადერბორნს" და შეეძლო, კიდევ უფრო დაშორებოდა უახლოეს კონკურენტებს. "მგლებს" ზედიზედ ექვსი საშინაო მატჩი ჰქონდათ მოგებული, შეხვედრაც მათთვის ძალიან კარგად დაიწყო - "პადერბორნმა" ზედიზედ მეოთხე მატჩში პირველ 15 წუთში გაუშვა გოლი: პერიშიჩის ჩაწოდების შემდეგ რაფა ლოპესმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

"ვოლფსბურგს" პირველივე ტაიმში შეეძლო დიდი ანგარიშის გაფორმება: დოსტმა ძელს გაარტყა ბურთი, პერიშიჩს პენალტი აუღო მატჩისა და, შესაძლოა, ტურის გმირმა კრუზემ. ამ უკანასკნელმა მეორე ტაიმშიც ბევრჯერ გაამწარა მასპინძლები, მანამდე კი "პადერბორნმა" ბუნდესლიგაში პირველი პენალტი შეასრულა და გაათანაბრა ანგარიში. შესაძლოა, არასამართლიანი შედეგი მივიღეთ, მაგრამ "ვოლფსბურგს" ასეთი გაუგებრობები სჩვევია. შარშან ამ გუნდმა ხუთი ქულა დაკარგა დებიუტანტ "ბრაუნშვაიგთან" მატჩებში და სეზონის ბოლოს სწორედ ეს ქულები არ ეყო ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.

ბუნდესლიგა. XV ტური
12 დეკემბერი
ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 3:2
გოლები: 1:0 ფოლანდი (43), 1:1 აიგნერი (58), 2:1 შალაი (66), 2:2 სეფეროვიჩი (77), 3:2 რობერტო ფირმინო (87)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ზიულე (10. შტრობლი), ბიჩაკჩიჩი, კიმი, შვეგლერი, პოლანსკი, ფოლანდი, რობერტო ფირმინო, ელიუნუსი (87. შიპლოკი), მოდესტე (63. შალაი).
აინტრახტი: ჰილდებრანდი, ჩენდლერი, რუსი, ანდერსონი, ოშჩიპკა, ჰასებე, აიგნერი (90. კიტელი), შტენდერა (82. მადლუნგი), ინუი (75. პიაზონი), სეფეროვიჩი, მაიერი.
გაფრთხილება: კიმი, ბეკი, რობერტო ფირმინი - ანდერსონი, ჰასებე
კუთხური: 4-6 ჯარიმა: 17-20 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 20(13)-19(13) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 28 331

13 დეკემბერი
შალკე-კიოლნი 1:2
გოლები: 0:1 უჯა (47), 0:2 ლემანი (67-პენ), 1:2 ლ. სანე (85)
შალკე: ფერმანი, ნოიშტედტერი, კირხოფი, ჰიოვედესი, უჩიდა, ფუხსი (75. ლ. სანე), აოგო, მაიერი (83. სემი), ბარნეტა (58. კლემენსი), ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი.
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, მავრაი, ვიმერი, ჰექტორი, ფოგტი, ლემანი, რისე (68. მაროჰი), გერჰარტი, შვენტო (80. ბრიოკერი), უჯა.
გაფრთხილება: ჰიოვედესი - ვიმერი
კუთხური: 2-1 ჯარიმა: 14-6 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 15(9)-6(3) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 61 516

აუგსბურგი-ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 ბენატია (58), 0:2 რობენი (60), 0:3 ლევანდოვსკი (68), 0:4 რობენი (71)
აუგსბურგი: მანინგერი, ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, ბობადილია, ფოილნერი, ჰალილ ალთინთოფი (73. კორი), ტობიას ვერნერი (70. ესვაინი), ჯურჯიჩი (64. მიოლდერსი).
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბენატია, ბოატენგი, ბერნატი, ჩაბი ალონსო (74. გიოტცე), როდე, შვაინშტაიგერი (72. ჰოიბერგი), რობენი (77. მიულერი), რიბერი, ლევანდოვსკი.
კუთხური: 1-7 ჯარიმა: 17-13 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 6(4)-26(17) ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 30 660

ჰერტა-დორტმუნდი 1:0
გოლი: 1:0 შიბერი (40)
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ჰეგელერი, ბრუქსი, შულცი, ნიმაიერი, ბეერენსი, სკიელბრედი (70. ჰოსოგაი), რონი (82. ლუშტენბერგერი), ბენ-ჰატირა (70. ვან დენ ბერგი), შიბერი.
დორტმუნდი: ლანგერაკი, პიშჩეკი, სუბოტიჩი (83. შაჰინი), ჰუმელსი, შმელცერი, ს. ბენდერი, კელი (46. რამოსი), გიუნდოგანი, მხითარიანი (35. ბლაშჩიკოვსკი), ობამეიანგი, იმობილე.
გაფრთხილება: ბრუქსი - პიშჩეკი
კუთხური: 2-9 ჯარიმა: 10-10 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 5(3)-18(9) ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 75 254

ვერდერი-ჰანოვერი 3:3
გოლები: 0:1 შტინდლი (12), 1:1 იუნუზოვიჩი (36), 2:1 ლორენცენი (55), 2:2 ხოსელუ (62), 2:3 კიიოტაკე (64), 3:3 ზელკე (88)
ვერდერი: შტებინგერი, გერბესელასიე, გალვესი, კალდიროლა, შტერნბერგი (39. გარსია), კროოსი, ფრიტცი, იუნუზოვიჩი, აიჩიჩექი (77. ჰაიროვიჩი), ლორენცენი (57. ზელკე), ბარტელსი.
ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი, შმიდებახი (76. სანე), გიულსელამი, ბრიანი (90+1. ბიტენკურტი), შტინდლი, კიიოტეკე (90. პრიბი), ხოსელუ.
გაფრთხილება: კროოსი, კალდიროლა, ბარტელსი - საკაი, გიულსელამი
კუთხური: 10-10 ჯარიმა: 22-26 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 20(10)-12(10) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 40 932

ფრაიბურგი-ჰამბურგი 0:0
ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი, ტორეხონი, კემპფი, გიუნტერი, დარიდა, ჰიოფლერი (46. შუსტერი), კლაუსი (81. ცულეხნერი), შმიდი, მეჰმედი, გუედე (71. შაჰინი).
ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ, კლებერი, მარკოსი, ბეჰრამი, ვან დერ ვაარტი (65. ირაჩეკი), ნ. მიულერი (71. გუაიდა), ჰოლტბი, რუდნევსი, ლასოგა (90+2. შტიბერი).
გაფრთხილება: ტორეხონი, გიუნტერი - კლებერი, ბეჰრამი
მე-3 წუთზე დარიდამ ვერ გამოიყენა პენალტი
კუთხური: 4-2 ჯარიმა: 20-11 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 10(6)-10(3) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 24 000

მაინცი-შტუტგარტი 1:1
გოლები: 1:0 გაისი (36), 1:1 კოსტიჩი (72)
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბელი, ნოვესკი, დიასი, გაისი, პარკი, ხაირო (82. დე ბრასისი), მალი (82. სოტო), ალაგუი (69. ჯურიჩიჩი), ოკაზაკი.
შტუტგარტი: ულრაიხი, შვააბი, ბაუმგარტლი, ნიდერმაიერი, გ. საკაი, ორიოლ რომეუ (57. მაქსიმი), გენტნერი, კლაინი (69. კოსტიჩი), ჰლუშეკი, გინჩეკი, ტიმო ვერნერი (90+3. რაუში).
გაფრთხილება: ხაირო, ჯურიჩიჩი - ჰლუშეკი, გინჩეკი
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 21-16 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 22(9)-8(4) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 29 279

14 დეკემბერი
ლევერკუზენი-გლადბახი 1:1
გოლები: 1:0 ჩალჰანოგლუ (18), 1:1 ბროუერსი (40)
ლევერკუზენი: ლენო, იედვაი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ვენდელი, ლ. ბენდერი, გონსალო კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოგლუ (71. ბრანდტი), სონი (57. როლფესი), კისლინგი.
გლადბახი: ზომერი, კორბი, იანტჩკე, ბროუერსი, ალვარო დომინგესი, კრამერი, ჯაკა, ჰერმანი (79. ტრაორე), ჰანი, აზარი (89. რაფაელი), მ. კრუზე (90+2. ჰრგოტა).
გაფრთხილება: ვენდელი, კისლინგი, იედვაი, ლ. ბენდერი - ალვარო დომინგესი
კუთხური: 5-6 ჯარიმა: 20-13 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 22(10)-7(7) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 30 210

ვოლფსბურგი-პადერბორნი 1:1
გოლები: 1:0 რაფა ლოპესი (17-საკ. კარში), 1:1 მეჰა (51-პენ)
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი (70. კალიჯური), ნალდო, კნოხე, შეფერი, ლუის გუსტავო, არნოლდი, ვიერინია, პერიშიჩი (70. ჰანტი), დე ბრუინი, დოსტი (85. ბენდტნერი).
პადერბორნი: ლ. კრუზე, შტროდიკი, რაფა ლოპესი, ვემერი, ჰიუნემაიერი, ბრიოკნერი (46. კუტჩკე), ბაკალორცი, რუპი, შტოპელკამპი (71. ციგლერი, მეჰა, კაჩუნგა (83. დუკში).
გაფრთხილება: პერიშიჩი, ნალდო, ლუის გუსტავო, არნოლდი - ჰიუნემაიერი, შტროდიკი
30-ე წუთზე პერიშიჩმა ვერ გამოიყენა პენალტი
კუთხური: 11-1 ჯარიმა: 19-19 თამაშგარე: 4-0 კარში დარტყმა: 21(14)-6(4) ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 26 044

ბომბარდირები: 10 - მაიერი (აინტრახტი); 8 - რობენი (ბაიერნი), ჩუპო-მოტინგი (შალკე), ოკაზაკი (მაინცი); 7 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), ბელარაბი (ლევერკუზენი), ჰუნტელაარი (შალკე), გიოტცე (ბაიერნი); 6 - დი სანტო (ვერდერი), მიულერი (ბაიერნი), სეფეროვიჩი (აინტრახტი), უჯა (კიოლნი).

მომდევნო ტური
16 დეკემბერი:
ბაიერნი-ფრაიბურგი, ჰანოვერი-აუგსბურგი, ჰამბურგი-შტუტგარტი, კიოლნი-მაინცი

17 დეკემბერი:
დორტმუნდი-ვოლფსბურგი, გლადბახი-ვერდერი, ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი, აინტრახტი-ჰერტა, პადერბორნი-შალკე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული